TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 248
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   აჰა ესერა გამოვავლინა ანგელოზი ჩემი, და მოიხილოს გზაჲ წინაშე პირსა ჩემსა, და მეყსეულად მოვიდეს ტაძრად თჳსა უფალი რომელსა თქუენ ეძიებთ, და ანგელოზი აღთქუმისაჲ რომელი თქუენ გნებავს, აჰა ეგერა მოვალს, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ვინ მე დაუთმოს დღესა მას შემოსლვისა მისისასა, ანუ ვინ მე დაუდგეს გამოჩინებასა მისსა, რამეთუ იგი თავადი შემოვალს ვითარცა ცეცხლი გრძმედისაჲ და ვითარცა მდელოჲ მრცხელთაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და დაჯდეს და გამოადნებდეს და განსწმედდეს, ვითარცა ვეცხლსა და ოქროსა, და განწმიდნეს ძენი ლევისნი, და გამოადნვნეს იგინი ვითარცა ოქროჲ და ვეცხლი, და იყვნენ იგინი შემწირველ უფლისა მსხუერპლისა სიმართლით.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და სათნო ეყოს უფალსა მსხუერპლი იუდაჲსი, და იჱრუსალემი იყოს ვითარცა დღენი საუკუნენი, და ვითარცა წელნი იგი პირველნი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოვიდე თქუენდა საშჯელით, და ვიყო მე მოწამე მწრაფლ მეწამლეთა მათ ზედა, და მემრუშეთა და რომელნი ფუცვენ სახელითა ჩემითა ნაცილად, და რომელნი დააკლებენ სასყიდელსა მორეწისასა, რომელნი ჰმძლავრობენ ქურივთა, და ჰქენჯენ ობოლთა, და რომელთა განდრიკიან საშჯელი მწირისაჲ, და რომელთა არა ეშინის ჩემდა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და არა ვიცვალე.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და Page of ms. J: A34r  თქუენ ძენა იაკობისნო არა განშორებულ ხართ ცოდვათაგან მამათა/ თქუენთასა, გარდააქციეთ შჯული ჩემი, და არა დაიმარხეთ. მოიქეცით ჩემდა, და მე მოვიქცე თქუენდა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და სთქუთ; რაჲთა მოვიქცეთ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ უბრკუმოს კაცმან ღმერთსა, რამეთუ თქუენ მიბრკუმობთ მე, და სთქუთ, რაჲთა გიბრკუმობთ შენ, რამეთუ ათეულნი და პირველ<ნი> ნაყოფნი თქუენ თანა არიან.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ქუე-განხედევდით თქუენ ქუჱ; განმხედავთ მე, და თქუენ მე მიბრკუმობთ. წელიწადი დაესრულა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შეიღეთ ყოველი ნაყოფი საუნჯეთა, და იყოს ტაცებაჲ სახლთა შინა თქუენთა; მოიქეცით ამისგან, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, რაჲთა განგიხუნე თქუენ გარდამოსაქანელნი ცისანი, და მოვჰფინო თქუენ ზედა კურთხევაჲ ჩემი, ვიდრემდე კმა ეყოს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და გიბრძანო თქუენ საზრდელად, და არა განვრყუნე ნაყოფი ქუეყანისა თქუენისაჲ, და არა მოუძლურდეს ვენაჴი აგარაკისა თქუენისაჲ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და გნატრიდეს თქუენ ყოველი თესლები, რამეთუ იყვნეთ თქუენ ქუეყანა ნებიერ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
დაამძიმენით ჩემ ზედა სიტყუანი თქუენნი, იტყჳს უფალი, და სთქუთ; რაჲთა ძჳრსა ვიტყოდეთ შენთჳს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ იტყოდეთ; ამაო არს რომელი ჰმონებდეს ღმერთსა, და რაჲ უმეტჱს, რამეთუ დავიცვნეთ საცავნი მისნი, და რამეთუ ვიდოდეთ ვედრებით წინაშე პირსა უფლისა ყოვლისა-მპყრობელისასა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და აწ ჩუენ ვჰნატრით უცხოთა, და აღეშჱნებიან ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა, და წინა-აღუდგეს ღმერთსა, და ცხოველ არიან.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ამას ძჳრსა იტყოდეს მოშიშნი უფლისანი კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, და მოხედა უფალმან და შეისმინა, და დაწერა წიგნი საჴსენებელისაჲ წინაშე მისსა მოშიშთათჳს უფლისათა, და რომელნი ჰმსახურებენ სახელსა / Page of ms. J: A34v  უფლისასა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ იგინი ჩემდა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, დღესა, რომელსა ვყო მე შესაწევნელად, და სათნო ვიყვნე იგინი, ვითარცა სათნო იყვის მამაკაცმან ძჱ თჳსი, რომელი ჰმონებნ მას.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოიქეცით, და იხილოთ შორის მართლისა მის და უშჯულოჲსა, და შორის რომელი ჰმონებს ღმერთსა, და რომელი არა ჰმონებს.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.