TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 531
Previous part

Chapter: 5 
Verse: 1  Link to sept   დასასრულსა მკჳდრისათჳს, ფსალმუნი დავითის

Verse: 2  Link to psa Link to sept   
სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო, გულისხმა-ყავ ღაღადებაჲ ჩემი,

Verse: 3  Link to psa Link to sept   
მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო;

Verse: 4  Link to psa Link to sept   
რამეთუ შენდამი ვილოცო, უფალო.

Verse: 5  Link to psa Link to sept   
განთიად შეისმინე ჴმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩუენო შენ. რამეთუ შენ ღმერთი არა ეგრე ხარ, ვითარმცა გინდა უსჯულოებაჲ;

Verse: 6  Link to psa Link to sept   
არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა;

Verse: 7  Link to psa Link to sept   
მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.

Verse: 8  Link to psa Link to sept   
ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.

Verse: 9  Link to psa Link to sept   
უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა და მტერთა ჩემთათჳს წარმართე შენ წინაშე გზაჲ ჩემი.

Verse: 10  Link to psa Link to sept   
რამეთუ არა არს პირსა მათსა ჭეშმარიტებაჲ, გული მათი ამაო,

Verse: 11  Link to psa Link to sept   
სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს. საჯენ იგინი, ღმერთო; დაეცნედ იგინი ზრახვათა მათთაგან; სიმრავლისაებრ უღმრთოებათა მათთასა განიშორენ იგინი, რამეთუ გაგამწარეს შენ, უფალო.

Verse: 12  Link to psa Link to sept   
და იშუებდენ ყოველნი, რომელნი გესვენ შენ, უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის. და იქადოდიან შენდამი, რომელთა უყუარს სახელი შენი.

Verse: 13  Link to psa Link to sept   
რამეთუ შენ აკურთხო მართალი, უფალო, ვითარცა ჭურითა სათნოებისათა გჳრგჳნოსან-მყვენ ჩუენ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.