TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 316
Previous part

Chapter: 2 
Verse: 1  Link to sept   და იყო, აღყვანებასა მას ელიასსა უფლისა მიერ ძრვით ზეცად და წარვიდეს ელია და ელისე გალგალით.

Verse: 2  Link to sept   
და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე ბეთელადმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდოდეს ბეთელად.

Verse: 3  Link to sept   
და გამოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელ იყუნეს ბეთელს, შემთხუევად მათა და ჰრქუეს ელისეს: შენ უწყიმეა, რამეთუ დღეს აღამაღლებს უფალი უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და ჰრქუა მათ: უწყი მეცა, დუმენით.

Verse: 4  Link to sept   
და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე იერიქოდ. და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდეს იერიქოდ.

Verse: 5  Link to sept   
და მოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელნი იყუნეს იერიქოს და ჰრქვეს ელისეს: უწყიმეა, რამეთუ დღეს უფალი აღამაღლებს უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და თქუა: უწყი მეცა, თქუენ დუმენით.

Verse: 6  Link to sept   
და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე იორდანედ და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! და არა დაგიტეო შენ. და წარვიდეს ორნივე.

Verse: 7  Link to sept   
და ერგასის კაცი ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა დადგეს პირისპირ განშორებულად მათსა და დადგეს ორნივე იგი კიდესა იორდანისასა.

Verse: 8  Link to sept   
და მოიღო ელია ხალენი იგი თჳსი, შეკეცა და სცა წყალსა მას. და განიპო წყალი იგი იმიერ და ამიერ, წიაღჴდეს ორნივე ჴმელსა.

Verse: 9  Link to sept   
და იყო, ვითარცა წიაღჴდეს და ჰრქუა ელია ელისეს: ითხოვე რაჲ ჩემგან, ვიდრე არღა ამაღლებულ ვარ მე შენგან. და ჰრქუა ელისე ელიას: იყავნ მრჩობლი სული შენი ჩემ ზედა!

Verse: 10  Link to sept   
და ჰრქვა ელია: ფიცხლად ითხოვე, უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ!

Verse: 11  Link to sept   
და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა * და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.

Verse: 12  Link to sept   
და ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და არღარა ხედვიდა მას და შებმა-უყო სამოსელსა და განაპო.

Verse: 13  Link to sept   
და აღიღო ელისე ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა, და მოიქცა ელისე და დადგა კიდესა იორდანისასა.

Verse: 14  Link to sept   
და მოიღო ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა და სცა წყალსა მას და არა განიპო და თქუა ელისე: სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო? და სცა წყალსა მას მეორედ და განიპო ორად და წიაღჴდა ელისე ჴმელსა.

Verse: 15  Link to sept   
და ვითარცა იხილეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იერიქოს იყუნეს, და თქუეს: დაადგრა სული ელიასი ელისესა ზედა! და მიეგებოდეს მას და თაყუანი-სცეს პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 16  Link to sept   
ჰრქუეს: აჰა, ესერა, არიან მონათა შენთა თანა კაცნი ერგასისნი, ძენი ძლიერებისანი, წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიტაცა სულმან უფლისამან და დააგდო იგი იორდანესა ოდენ, ანუ ერთსა მთათაგანსა სადამე, ანუ ბორცუთაგანსა. და ჰრქუა ელისე: ნუ წარავლინებთ.

Verse: 17  Link to sept   
და აიძულეს მას, ვიდრემდის ჰრცხუენაცა და ჰრქუა: წარავლინეთ! და წარავლინეს ერგასისნი კაცნი და ეძიებდეს სამ დღე და არა პოეს.

Verse: 18  Link to sept   
და მოიქცეს მისა და იგი ჯდა იერიქოს და ჰრქვა მათ ელისე: არა გარქუ თქუენ, ვითარმედ ნუ მიხვალთ?

Verse: 19  Link to sept   
და ჰრქუეს კაცთა მის ქალაქისათა ელისეს: აჰა, ესერა, საყოფელი ამის ქალაქისა კეთილ არს, ვითარცა შენ, უფალი ჰხედავ და წყალნი ესე ბოროტ და შვილთმომსრველ.

Verse: 20  Link to sept   
და ჰრქუა ელისე: მომართუთ მე სარწყული ერთი ახალი. და მოართვეს მას.

Verse: 21  Link to sept   
და მივიდა ელისე თვალსა მას ზედა წყაროსასა და შთაასხა მას მარილი და თქუა: ესრეთ იტყჳს უფალი: განვკურნებ წყალთა ამათ და ნუღარამცა არს მაგისგან სიკუდილი და ნუცაღა შვილთა სრვა.

Verse: 22  Link to sept   
და განიკურნეს წყალნი იგი მოდღენდელად დღემდე მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა, ვითარცა თქუა.

Verse: 23  Link to sept   
და გამოვიდა მიერ ელისე და მოვიდოდა ბეთელად და, ვითარცა აღვიდოდა გზასა მას, გამოჴდა ყრმები მცირები ქალაქით, ესროდეს ქვითა და ეკიცხევდეს და ეტყოდეს: აღვიდოდე, მტერ, აღვიდოდე, მტერ.

Verse: 24  Link to sept   
უკმოექცა მათ და დასწყევნა იგინი სახელითა უფლისათა და თქუა: შვილნო ცოდვისანო და ცალიერებისანო! და გამოჴდეს ორნი დათუნი მაღნარით და განბძარნეს მათგანნი ორმეოცდაორი ყრმა.

Verse: 25  Link to sept   
და წარვიდა მიერ მთასა მას კარმელსა და მუნით მიაქცია სამარიად.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.