TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 66
Previous part

Chapter: 23 
Verse: 1  Link to ntkpl   და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.

Verse: 2  Link to ntkpl   
და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად.

Verse: 3  Link to ntkpl   
და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარ მეუფე ჰურიათა? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ.

Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთმოძღუართა და ერსა მას: არარასა ბრალსა ვპოებ კაცისა ამის თანა.

Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო იგინი უფროს განძლიერდებოდეს ღა იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე.

Verse: 6  Link to ntkpl   
ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეა, ჰკითხა მათ: უკეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე?

Verse: 7  Link to ntkpl   
და გულისხმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუნა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალიმს მათ დღეთა შინა.

Verse: 8  Link to ntkpl   
ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესო, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვა მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან.

Verse: 9  Link to ntkpl   
და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას.

Verse: 10  Link to ntkpl   
დგეს მღდელმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას.

Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო ჰეროდე შეურაცხყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს.

Verse: 12  Link to ntkpl   
და იქმნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი.

Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას.

Verse: 14  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისა. და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რაჲსა-იგი შეასმენდით მას.

Verse: 15  Link to ntkpl   
და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისა საქმე არს მის თანა.

Verse: 16  Link to ntkpl   
ვსწავლო იგი და განუტევო.

Verse: 17  Link to ntkpl   
რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი.

Verse: 18  Link to ntkpl   
ღაღად-ყვეს ყოველმან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა,

Verse: 19  Link to ntkpl   
რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ ყო საპყრობილესა.

Verse: 20  Link to ntkpl   
კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევება იესოსი.

Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე.

Verse: 22  Link to ntkpl   
ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისა ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო.

Verse: 23  Link to ntkpl   
ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯვარ-ცმად. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთმოძღუართანი.

Verse: 24  Link to ntkpl   
მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა.

Verse: 25  Link to ntkpl   
და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცისკლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესო მისცა ნებასა მათსა.

Verse: 26  Link to ntkpl   
და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი. მომავალი ველით. და დასდვეს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესოსა.

Verse: 27  Link to ntkpl   
და შეუდგა მას სიმრავლე ერისა და დედებისა, რომელნი ეტყებდენ და სტიროდეს მას.

Verse: 28  Link to ntkpl   
მიექცა მათ იესო და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა.

Verse: 29  Link to ntkpl   
რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს!

Verse: 30  Link to ntkpl   
მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ!

Verse: 31  Link to ntkpl   
რამეთუ უკეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?

Verse: 32  Link to ntkpl   
მაშინ მოჰყვანდეს სატანაცა ორნი ძვირისმოქმედნი მოკლვად მის თანა.

Verse: 33  Link to ntkpl   
და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯვარს-აცვეს იგი: და ძჳრისმოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს.

Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო იესო იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი.

Verse: 35  Link to ntkpl   
და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაც-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისა.

Verse: 36  Link to ntkpl   
ემღერდეს მას ერისკაცნიცა იგი. მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან.

Verse: 37  Link to ntkpl   
და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათა, იხსენ თავი შენი.

Verse: 38  Link to ntkpl   
ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილი იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესო, მეუფე ჰურიათა.

Verse: 39  Link to ntkpl   
ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳირისმოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.

Verse: 40  Link to ntkpl   
მიუგო ერთმან მან მოყვასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე საშჯელსა შინა ხარ?

Verse: 41  Link to ntkpl   
და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარა უჯერო ქმნა.

Verse: 42  Link to ntkpl   
და ეტყოდა იესოს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა.

Verse: 43  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მას: ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა.

Verse: 44  Link to ntkpl   
და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელ იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.

Verse: 45  Link to ntkpl   
და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისა მის შორის.

Verse: 46  Link to ntkpl   
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესო და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რა თქუა, განუტევა სული.

Verse: 47  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო.

Verse: 48  Link to ntkpl   
და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვა ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს.

Verse: 49  Link to ntkpl   
და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ ხედვიდეს მას.

Verse: 50  Link to ntkpl   
და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახველი, იყო კაცი სახიერი და მართალი;

Verse: 51  Link to ntkpl   
ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისა ჰურიათასა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა.

Verse: 52  Link to ntkpl   
ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გვამი იგი იესოსი.

Verse: 53  Link to ntkpl   
და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო.

Verse: 54  Link to ntkpl   
და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა.

Verse: 55  Link to ntkpl   
შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუამსა მისსა.

Verse: 56  Link to ntkpl   
და წარვიდეს და მომზადეს საკუმეველი სურნელი და ნელსაცხებელი...


This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.