TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 42
Previous part

Chapter: 15 
Verse: 1  Link to ntkpl   და მეყსეულად განთიად ზრახვა-ყვეს მღდელთმოძღუართა მათ მოხუცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესო და წარიყვანეს და მისცეს იგი პილატეს.

Verse: 2  Link to ntkpl   
და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათა? -- ხოლო იესო მიუგო და ჰრქუა მას: შენ იტყჳ.

Verse: 3  Link to ntkpl   
და შეასმენდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი ფრიად.

Verse: 4  Link to ntkpl   
ხოლო პილატე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: არა რაჲს მიუგება? რავდენსა შეგწამებენ შენ!

Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო იესო არა რაჲ მიუგო, ვიდრემდის უკჳრდაცა პილატეს.

Verse: 6  Link to ntkpl   
და რაჲ დღესასწაულ მიუტევის მათ ერთი პყრობილი, რომელიცა გამოითხოვიან.

Verse: 7  Link to ntkpl   
ხოლო იყო ვინმე ბარაბა მეშფოთეთა თანა კრული, რომელთა შფოთსა შინა კაცი ეკლა.

Verse: 8  Link to ntkpl   
და ღაღად-ყო ერმან მან გამოთხოვად მისა, ვითარცა-იგი მიჰმადლის მათ მარადის.

Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო პილატე მიუგო და ჰრქუა მათ: გნებავსა, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფე ჰურიათა?

Verse: 10  Link to ntkpl   
რამეთუ იცოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი მღდელთმოძღუართა მათ.

Verse: 11  Link to ntkpl   
ხოლო მღდელთმოძღუართა მათ აღძრეს ერი იგი, რაჲთა ბარაბა მიუტეოს მათ.

Verse: 12  Link to ntkpl   
ხოლო პილატე მერმეცა მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲ უკუე გნებავს ყოფად, რომელსა-ესე იტყჳთ მეუფედ ჰურიათად?

Verse: 13  Link to ntkpl   
ხოლო მათ კუალად ღაღად-ყვეს და ჰრქუეს: ჯვარს-აცუ ეგე!

Verse: 14  Link to ntkpl   
ხოლო პილატე ეტყოდა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? -- და იგინი უმეტესად ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯვარს-აცუ ეგე!

Verse: 15  Link to ntkpl   
ხოლო პლატეს უნდა ერისა მის მომადლება, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესოს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯვარს-აცუან.

Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო სტრატიოტთა მათ შეიყვანეს იგი შინაგან ეზოსა მას, რომელ არს ტაძარი, და შეკრიბეს ყოველივე იგი თესლები.

Verse: 17  Link to ntkpl   
და შეჰმოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალთაგან გჳრგჳნი.

Verse: 18  Link to ntkpl   
და იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო!

Verse: 19  Link to ntkpl   
და სცემდეს მას თავსა ლერწმითა და ჰნერწყჳდეს მას და დაიდგნიან მუჴლნი და თაყვანის-სცემედ მას.

Verse: 20  Link to ntkpl   
და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცვეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯვარს-აცუან.

Verse: 21  Link to ntkpl   
და პაჰრაკად წარიყვანეს თანაწარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამა ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.

Verse: 22  Link to ntkpl   
და მოიყუანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.

Verse: 23  Link to ntkpl   
და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო.

Verse: 24  Link to ntkpl   
და ჯვარს-აცვეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინძი რაჲ აღიღოს.

Verse: 25  Link to ntkpl   
ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯვარსა-აცუეს იგი.

Verse: 26  Link to ntkpl   
და იყო ზედაწერილი ბრალისა მისისა ესრეთ დაწერილ: ესე არს მეუფე ჰურიათა.

Verse: 27  Link to ntkpl   
და მის თანა ჯვარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა.

Verse: 28  Link to ntkpl   
და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შეირაცხა.

Verse: 29  Link to ntkpl   
და თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: აჰა, რომელი დაარუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშენებდ.

Verse: 30  Link to ntkpl   
იჴსენ თავი თჳსი და გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით.

Verse: 31  Link to ntkpl   
ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა!

Verse: 32  Link to ntkpl   
გარდამოჴდინ აწ ჯუარით, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს. -- და მის თანა ჯვარცმულნიცა იგი ეგრეთვე აყუედრებდეს მას.

Verse: 33  Link to ntkpl   
და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა, ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე.

Verse: 34  Link to ntkpl   
და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესო ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე?

Verse: 35  Link to ntkpl   
და რომელთამე წინაშემდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა, ელიას ხადის.

Verse: 36  Link to ntkpl   
და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძრმითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და იტყოდა: უტევე, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა.

Verse: 37  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული.

Verse: 38  Link to ntkpl   
და კრეტსაბმელი იგი ტაძრისა მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე.

Verse: 39  Link to ntkpl   
და ვითარცა იხილა ასისთავმან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო.

Verse: 40  Link to ntkpl   
ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისა და იოსეს დედა და სალომე,

Verse: 41  Link to ntkpl   
რომელნი, ოდეს იგი იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმად.

Verse: 42  Link to ntkpl   
და ვითარცა შემწუხრდებოდა, -- რამეთუ პარასკევი იყო, რომელ არს უწინარეს შაბათისა, --

Verse: 43  Link to ntkpl   
მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესსა და მოითხოვა გუამი იესოსი.

Verse: 44  Link to ntkpl   
ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა?

Verse: 45  Link to ntkpl   
და ისწავა ასისთავისა მისგან ესე და მიჰმადლა გუამი მისი იოსებს.

Verse: 46  Link to ntkpl   
და მან იყიდა არდაგი და გარდამოჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა.

Verse: 47  Link to ntkpl   
იყო მუნ მარიამ მაგდანელი და მარიამ იოსესი და ხედვიდეს, სადა-იგი დასდებდეს მას.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.