TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 207
Previous part

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესრჱთ მიჩუენა მე უფალმან უფალმან; და აჰა ესერა ჭურჭერი მემახურისაჲ. და მრქუა მე უფალმან; რასა ხედავ შენ, ამოს, და ვთქუ; ჭურჭერსა მემახურისასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; მოწევნელ არს აღსასრული ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, არღარა შევსძინო თანა-წარსლვად მისა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ღაღადებდენ სართულნი ტაძრისანი მას დღესა შინა, იტყჳს უფალი. მრავალ არიან დაცემულნი ყოველსა ადგილსა, და მივაწიო მათ ზედა დუმილი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ისმინეთ ესე რომელნი შეჰმუსრავთ განთიად გლახაკთა, და ჰმძლავრობთ დავრდომილთა ქუეყანასა ზედა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იტყჳთ; ოდეს გარდაჴდეს თთუჱ ესე, და განვყიდოთ, და შაბათი, და განვახუნეთ საუნჯენი, რაჲთა ღყოთ საწყაული მცირა, და სასწორი განვადიდოთ, და ვქმნეთ საწონელი ცრუჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რაჲთა მოვიყიდნეთ დავრდომილნი ვეცხლითა, და გლახაკნი ფერჴთ-შესასხმელთა წილ, და ყოვლისაგან სასყიდლისა ვვაჭრობდეთ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ფუცავს უფალი ამპარტავანებასა იაკობისსა, უკუეთუ აღივსნენ ძლევად ყოველნი საქმენი თქუენნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ამათ ზედა არა შეძრწუნდეს ქუეყანაჲ, და იგლოვდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მას ზედა, და აღმოვიდეს ვითარცა მდინარჱ აღსა<ს>რული, და წარმოეცეს ვითარცა მდინარჱ ეგჳპტისაჲ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა, იტყჳს უფალი უფალი, დაჰჴდეს მზჱ შუვა სამხრის, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა დღესა შინა ნათალი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მივაქცინე დღესასწაულნი თქუენნი გლოვად, Page of ms. J: B11v  და ყოველნი გალობანი თქუენნი გოდებად, და შევჰმოსო ყოველთა/ წელთა ძაძაჲ, და ყოველთა თავთა სიმტიერე. და დავდვა იგი ვითარცა გლოვაჲ საყუარელისაჲ, და მისთანანი იგი ვითარცა დღჱ სალმობისაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი უფალი, და გამოვავლინო სიყმილი ქუეყანასა <ზედა>, არა სიყმილი პურისაჲ და არცა წყურილი წყლისაჲ, არამედ სიყმილი სმენად სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და აღიძრნენ წყალნი ვიდრე ზღუადმდე და ჩრდილოჲთგან ვიდრე მზისა აღმოსავალადმდე მიმორბიოდიან, ეძიებდენ სიტყუასა უფლისასა, და არა პოონ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა მოაკლდენ ქალწულნი კეთილნი, და ჭაბუკნი წყურილითა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რომელნი ფუცვენ სალხინებელსა სამარიაჲსასა, და რომელნი იტყჳან, ცხოველ არს ღმერთი შენი დან, და ცხოველ არს ღმერთი შენი ბერსაბჱ, და დაეცნენ და ვერ აღდგენ მერმე.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.