TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 435
Previous part

Chapter: 7  
Verse: 1   Link to septLink to mcat Link to sept   პირველსა წელსა ბალტასარისსა მეფისა ქალდეველთაჲსა ჩუენებაჲ იხილა დანიელ, და ხილვაჲ იგი თავისა თჳსისაჲ საწოლსა თჳსსა ზედა, და ჩუენებაჲ იგი დაწერა.

Verse: 2   Link to septLink to mcat Link to sept   
მე დანიელ ვხედევდ, და აჰა ესერა ოთხნი ქარნი ცისანი მოიწინეს ზღუასა მას დიდსა,

Verse: 3   Link to septLink to mcat Link to sept   
და ოთხნი მჴეცნი გამოვიდოდეს მიერ ზღჳთ ერთი ერთისა უმჯობჱსი ურთიერთას.

Verse: 4   Link to septLink to mcat Link to sept   
პირველი იგი ვითარცა ლომი ძუვი, და ფრთენი ესხნეს მას ვითარცა ორბისანი, და ვხედევდ მას ვიდრემდე მოეფხურნეს ფრთენი იგი მისნი, და აღიღო ქუეყანით და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა, და გული კაცისაჲ მოეცა მას.

Verse: 5   Link to septLink to mcat Link to sept   
და აჰა ესერა მჴეცი მეორჱ მსგავსი დათჳსაჲ, და ერთ კერძო განდგა, და სამნი ფერცხალნი პირსა მისსა შორის კბილთა მისთა, და ეტყოდეს მას, აღდეგ და ჭამდი ჴორცსა მრავალთასა.

Verse: 6   Link to septLink to mcat Link to sept   
შემდგომად ამისა ვხედევდ, და აჰა ესერა მჴეცი სხუაჲ ვითარცა ვეფხი, და მას ედგნეს ფრთ<ე>ნი ოთხნი მფრინველისანი ზედა კერძო მისა, და ოთხნი თავნი მჴეცისანი მის, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

Verse: 7   Link to septLink to mcat Link to sept   
და შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა ესერა მჴეცი იგი მეოთხჱ საშინელი <და> ზარის-განსაჴდელი უძლიერესი პირველთა მათ; შუანი მისნი რკინისანი დიდნი. შეშჭამდა ყოველთა, და დაამწულილებდა, და ნეშტსა მას ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა, და ესე Page of ms. J: B129r  უმჯობჱს იყო ყოველთა უმეტჱს უფროჲს სხუათა მათ მჴეცთა უწინარჱს/თა მისთა, რქანი ედგნეს მას ათნი.

Verse: 8   Link to septLink to mcat Link to sept   
განვიცდიდ რქათა მათ მისთა, და აჰა ესერა რქაჲ მცირჱ სხუაჲ აღმოვიდოდა შორის მათსა, და სამნი რქანი წინაშე მი<ს>სა განიფხურნეს უწინარჱსნი მისსა, და აჰა ესერა თუალნი ვითარცა კაცისანი რქასა მას, და პირი რომელი იტყოდა დიდდიდსა, და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

Verse: 9   Link to septLink to mcat Link to sept   
ვხედევდ მე ვიდრემდე საყდარნი დაედგნეს, და ძუელი იგი დღეთაჲ დაჯდა; სამოსელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი; თმაჲ თავისა მისისაჲ ვითარცა მატყლი წმიდაჲ; საყდარი მისი ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, ეტლის-თუალნი მისნი ცეცხლ-ებრ შემწუველ.

Verse: 10   Link to septLink to mcat Link to sept   
მდინარე ცეცხლისაჲ იძრეოდა წინაშე მისა; ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას, და ბევრნი ბევ<რ>თანი დგეს წინაშე მის<ს>ა. სამშჯავროჲ დაეგო, და წიგნნი განეხუნეს.

Verse: 11   Link to septLink to mcat Link to sept   
ვხედევდ მაშინ ჴმისა მისგან სიტყუათაჲსა დიდდიდსა რომელსა რქაჲ იგი იტყოდა, რომელი მოიკლა მჴეცი იგი და წარწყმდა, და ჴორცნი მისნი მიეცნეს დასაწუველად ცეცხლსა.

Verse: 12   Link to septLink to mcat Link to sept   
და ნეშტთა მათ მჴეცთაჲ მთავრობაჲ გარდადგა, და სიგრძჱ ცხორებისაჲ მოეცა მათ ვიდრე ჟამადმდე.

Verse: 13   Link to septLink to mcat Link to sept   
ვხედევდ ჩუენებასა ღამისასა, და აჰა ესერა ღრუბელთა ზედა ცისათა ვითარცა ძჱ კაცისაჲ მომავალი, და ვიდრე ძუელისა მის დღეთაჲსა მოიწია, და წარდგა წინაშე მის<ს>ა.

Verse: 14   Link to septLink to mcat Link to sept   
და მას მოეცა მთავრობაჲ და პატივი და სუფევაჲ, და ყოველნი ერნი ტომნი და ენანი ჰმონებდეს მას, ჴელმწიფებაჲ მისი ჴელმწიფება საუკუნო, რომელი არა წარჴდეს, და მეუფებაჲ მისი არა განირყუნეს.

Verse: 15   Link to septLink to mcat Link to sept   
შეძრწუნდა გული ჩემი გუამსა ჩემსა, და მე დანიელს ხილვაჲ თავისა ჩემისაჲ შემაძრწუნებდა.

Verse: 16   Link to septLink to mcat Link to sept   
და მოუჴედ ერთსა მდგომარეთა მათგანსა, და განჩინებულად ვეძიებდ სწავლად მისგან ამის ყოვლისათჳს, და მითხრა მე განცხადებულად, შეტყუებაჲ Page of ms. J: B129v  იგი სიტყუათაჲ/ მათ მაუწყა მე და თქუა.

Verse: 17   Link to septLink to mcat Link to sept   
ესე მჴეცნი ოთხნი ოთხნი მეფენი აღდგენ ქუეყანასა ზედა, რომელი აღიხუნენ,

Verse: 18   Link to septLink to mcat Link to sept   
და წარმოიღონ მეუფებაჲ წმიდათა მაღლისათა, და დაიპყრან იგი ვიდრე საუკუნოდ და ვიდრე საუკუნეთა საუკუნეთასა.

Verse: 19   Link to septLink to mcat Link to sept   
და ვეძიებდ გამოჭეშმარიტებულად მჴეცისა მისთჳს მეოთხისა, რამეთუ იყო იგი უმჯობჱს და საშინელად უმეტჱსად. კბილნი მისნი რკინისანი და ფრცხილნი მისნი რვალისანი, ჭამდა <და> დაამწულილებდა, <და> ნეშტსა მას ფერჴითა თჳსითა დასთრგუნვიდა.

Verse: 20   Link to septLink to mcat Link to sept   
და რქათა მათთჳს ათთა რომელნი იყვნეს თავსა მისსა <და> ერთისა მისთჳს რქისა, რომელი აღმოჴდა უკუანაჲსკნელ <და> განჰფხურნა პირველნი იგი სამნი, რომლისა იგი თუალნი და პირი იტყოდა დიდდიდსა, და ხილვაჲ მის მჴეცისაჲ უფროჲს ყოველთა მათ მჴეცთაჲ სხუათა.

Verse: 21   Link to septLink to mcat Link to sept   
ვხედევდ, და რქაჲ იგი ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა თანა, და განძლიერდა მათა მიმართ,

Verse: 22   Link to septLink to mcat Link to sept   
ვიდრემდე მოვიდა ძუელი იგი დღეთაჲ, და საშჯელი მიეცა წმიდათა მაღლისათა, <და> ჟამი მოიწია, და მეფობაჲ დაიპყრეს წმიდათა.

Verse: 23   Link to septLink to mcat Link to sept   
და თქუა; მჴეცი იგი მეოთხჱ მეუფებაჲ მეოთხჱ იყოს ქუეყანასა ზედა, რომელი წარემატოს ყოველთა მეუფებათა, და შეჭამოს ყოველი ქუეყანაჲ, <და> დათრგუნოს იგი, და მოსრას.

Verse: 24   Link to septLink to mcat Link to sept   
და ათნი იგი რქანი მისნი, ათნი მეფენი <აღ>დგენ, და შემდგომად მათსა აღდგეს სხუაჲ, რომელმან გარდაჰმატოს სიბოროტითა ყოველთა უწინარჱსთა მისთა, და სამნი მეფენი დაამდაბლნეს.

Verse: 25   Link to septLink to mcat Link to sept   
და სიტყუასა მაღლისა მიმართ იტყოდის, და წმიდათა მაღლისათა ჰბრძოდის, და ჰგონებდეს ცვალებად ჟამთა და შჯულსა, და მიეცეს ჴელთა მისთა ჟამთა და ჟამთა და კერძოდ ჟამისაჲ.

Verse: 26   Link to septLink to mcat Link to sept   
და ზრახვაჲ იზრახეს და გულის-ჴმა-ყვეს, რაჲთა მთავრობაჲ Page of ms. J: B130r  გარდაადგინონ განრყუნად/ და წარწყმედად ვიდრე სრულიადმდე.

Verse: 27   Link to septLink to mcat Link to sept   
და სუფევაჲ და ჴელმწიფებაჲ და სიმდიდრე მეუფებათაჲ ქუეშჱ ყოველსა ცასა მიეცა წმიდათა მაღლისათა, და სუფევაჲ მისი სუფევა საუკუნე, და ყოველნი მთავრობანი და ჴელმწიფებანი მას ჰმონებდენ, აქამომდე დასასრული სიტყუათაჲ.

Verse: 28   Link to septLink to mcat Link to sept   
მე დანიელს გულის-სიტყუანი ჩემნი უფროჲსად შემაძრწუნებდეს, და ფერი პირისა ჩემისაჲ იცვალა, და სიტყუაჲ იგი გულსა ჩემსა დამემარხა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.