TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 406
Previous part

Chapter: 27  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა;

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მიიღე გოდებაჲ სორსა ზედა, და არქუ სორსა, რომელი დამკჳდრებულ არს შესავალსა ზღჳსასა, სავაჭროსა ერთასა ჭალაკთაგან მრავალთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს ადონაჲ უფალი სორსა, შენ სთქუ, მე შევიმოსე თავით ჩემით სიკეთჰ ჩემი;

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
Page of ms. J: B86r  გულსა ზღჳსასა გეელიმ/ ძეთა შენთა შეგასხეს შენ სიკეთე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ნაძჳ სანერით გეშენა შენ, პებული ფიცართაჲ საროჲსაჲ ლიბანით მოგართუეს შენ საქმედ ნავის-სახერველთა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ბასანით გიქმნნეს შენ საჭენი შენნი, ტაძარნი შენნი ქმნნეს პილოჲს-ძუალთაგან; სახლნი სერტყოვანნი ჭალაკთაგან ქეტიმისთა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ბისონი ეგჳპტით ჭრელებული გიქმნიეს შენ სარეცელად შემოსად შენდა დიდებაჲ, და შემკობად შენდა ჳაკინთჱ და ძოწეული ჭალაკთაგან <ე>ლისეველთა, და გექმნა სამოსელი შენი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მთავართა შენთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სიდონს, და არადიელნი იყვნეს მესაჭე შენდა. ბრძენნი შენნი, სორ, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი იყვნეს მენავე შენდა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
მოხუცებულნი ბაბილონისანი და ბრძენნი მათნი, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი განაძლიერებდეს ზრახვასა შენსა, და ყოველნი ნავნი ზღჳსანი და საჭის-მხერვალნი მათნი გეყვნეს შე ნმზის-დასავალით მზის-დასავალთაჲთ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სპარსნი და ლჳდიელნი და ლჳბიელნი იყვნეს ძალად შენდა, კაცთა მბრძოლთა ფარები და ჩაფხუტები დაჰკიდეს შორის შენსა, ამათ მოგცეს დიდებაჲ შენი.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ძენი არადიელთანი <და> ძალი შენი ზღუდეთა შენთა, მც<ვ>ელნი გოდოლთა შენთა იყვნეს, კაბარჭები მათი დაჰკიდეს მთათა შენთა გარემო; ამათ სრულ ქმნეს სიკეთჱ შენი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
კარქედონელნი ვაჭრად შენდა სიმრავლისაგან ყოვლისა ძლიერებისა შენისა. ვეცხლი და ოქროჲ და რკინაჲ და რვალი და ტყჳვი და ბრპენი მოსცეს უბანთა შენთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ელადაჲ და ყოვლითურთ და გარემონი, ესენი ვაჭრობდეს შენ შორის სულსა კაცთასა; ჭურჭელი რვალისაჲ მოსცეს სავაჭროსა შენსა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
სახლისაგან თერგამაჲსა ცხენები და მჴედრები მოსცეს Page of ms. J: B86v  სავაჭროსა შენსა./

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ძენი როდელთანი ვაჭარნი ჭალაკთაგან განამრავლებდეს სავაჭროთა შენთა შუვათაგან პილოჲსათა, და შემართუმელთა მათ მისცემდ სასყიდელსა შენსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
კაცთა სავაჭროდ შენდა სიმრავლისაგან მწირთა შენთაჲსა, შტახსი და თითოფერი ღებილი თარშით, და ლამოთი და ქორქორი მოსცეს სავაჭროსა შენსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ძენი იუდაჲსნი და ისრაჱლი ესენი ვაჭარ შენდა, იფქლისა ფრდითა, ნელსაცხებელი და კასიაჲ და თაფლი რჩეული და ზეთი და რეტინჱ მოსცეს სავაჭროთა შენთა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
დამასკჱ ვაჭარ შენდა სიმრავლისაგან ძალისა შენისა, ღჳნოჲ ქელბონით და მატყლი მილეტონით და ღჳნოჲ სავაჭროთა შენთა მოსცეს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ასაელით რკინაჲ ქმნული და ეტლის-თუალები მწირთა შორის შენთა არს.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
დედანი ვაჭარ შენდა ცხენთაგან რჩეულთა ეტლებისათჳს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არაბიაჲ, მთავარნი კედარისანი, ესენი ვაჭარ <შენდა> ჴელითა შენითა, აქლემებსა და ვერძებსა და ტარიგებსა, რომელსა გვაჭ<რ>ობდეს შენ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვაჭარნი საბაისანი და რაბაისანი, ესენი ვაჭარ შენდა სულნელითა რჩეულითა, და ანთრაკი კეთილი და ოქროჲ მოსცეს სავაჭროსა შენსა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ქარრანი და ქაანანი ვაჭარ შენდა, ასურ და ქარმან, ესენი ვაჭარ შენდა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
მოაქუნდა სავაჭროჲ ჳაკინთჱ და საუნჯენი რჩეულნი შეკრულნი საგლებითა, და საროჲსა ნავებითა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
კარქედონელნი ვაჭარ შენდა, სიმრავლითა მწირთა შენთაჲთა აღივსე; და დაჰმძიმდი ფრიად გულსა ზღჳსასა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
წყალთა მრავალთა მოჰყვანდი შენ საჭეთა-მხერვალთა შენთა; ქარმან სამხრისამან შეგმურსა შენ გულსა ზღჳსასა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
რომლისა ძალი და სასყიდელი Page of ms. J: B87r  შენი და / მწირთა შენთაჲ, და საჭით-მხერვალნი შენნი, და ნავის-მთავარნი მოღუაწენი შენნი, თანა-მზრახვალნი შენნი და მწირნი შენნი, და მენავენი შენნი მწირთაგან შენთა, და ყოველნი მბრძოლნი კაცნი შენნი შენ შორის, და ყოველი კრებული შენი შროის შენსა დაეცნენ გულსა ზღჳსასა დღესა მას დაცემისა შენისასა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ღაღადებისა-ებრ ჴმისა შენისა მენავეთ-მოღუაწეთა შენთა შეეშინა;

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და გარდამოჴდენ ნავით მათით ყოველნი საჭით-მხერვალნი და მას შინა მსხდომნი, და ყოველნი <ნავთა> მხერვალნი ზღჳსანი, და ქუეყანასა დადგენ,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
ღაღად-ყონ ჴმითა დიდითა შენ ზედა. და ვალალ<ა>ებდენ მწარედ, და გარდაისხან მიწაჲ თავთა მათთა, და ნაცარი დაირიცონ.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და აღიღონ ძეთა მათთა გოდებაჲ, გოდებაჲ სორსა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
რაოდენ ანუ რაჲ ჰპოვე სასყიდელი ზღჳსაგან, აღავსენ ნათესავნი სიმრავლისაგან შენისა, და მწირთაგან შენთა განამდიდრენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
და აწ შეიმუსრე ზღუასა შინა, სიღრმესა წყლისასა მწირი შენი, და ყოველი კრებული შენი, და ყოველნივე შენ შორის დაეცნეს, და ყოველნივე საჭით-მხერვალნი შენნი.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
დამკჳდრებულნი ჭალაკთანი შეწუხნეს შენ ზედა, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთეს, განუკჳრდა და ცრემლოვოდეს პირნი მათნი.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ვაჭართა წარმართთაგანთა დაისტჳნეს შენ ზედა, წარსაწყმედელ იქმენ, და არღარა იყო უკუნისამდე.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.