TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 416
Previous part

Chapter: 37  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ, და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა, და დამადბინა მე შორის ველსა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთაჲთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მიმომიყვანა მე მათ ზედა გარემოჲს გარემო, და აჰა ესერა დიდად იყო ფრიად პირსა ზედა მის ველისასა, და განჴმელ ფრიად.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, უკუეთუ ცხომდეს ძუალები ესე. და ვთქუ; უფალო, შენ იცნი ეგე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა მაგას ზედა, და არქუ მათ; ძუალთა მაგათ ჴმელთა, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი უფალი ძუალთა მათ ჴმელთა; აჰა ესერა მე მოგცე თქუენ ზედა სული ცხორებისაჲ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოგცე თქუენ ძარღჳ, და აღმოვაცენო თქუენ ზედა ჴორცი, და გარდაგართხა თქუენ ტყავი; და მოგცე თქუენ ზედა სული ჩემი, და სცხონდეთ, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვწინაწარმეტყუელებდ ვითარცა მიბრძანა მე უფალმან, და იყო წინაწარმეტყუელებასა მას ჩემსა, და აჰა ესერა ძრვაჲ, და მოჰყვანდა ძუალები იგი ორ კერძოვე ნაწევარსა თჳსსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე, და აჰა Page of ms. J: B98v  ესერა მათ ზედა ძარღჳ, და ჴორცი აღმოსცენდებოდა,/ და მოეღებოდა მათ ტყავი მათ ზედა, და სული არღა იყო მათ შინა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და არქუ სულსა, ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; ოთხთაგან ქართა ცისათა მოვედ, სული, და შთავბერე მკუდართა მაგათ, და ცხომდედ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ვწინაწარმეტყუელებდ ვითარცა მიბრძანა მე უფალმან, და შევიდა მათა სული, და ცხომდეს, და აღდგეს ფერჴთა თჳსთა ზედა კრებული დიდძალი ფრიად.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მეტყოდა მე უფალი და მრქუა; ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, და მაგათ თქჳან; განჴმა ძუალები ჩუენი; წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი; მოვისრენით.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ; ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე აღვაღო საფლავთა თქუენთა, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა, და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა ისრაჱლისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი, რაჟამს აღვაღო მე საფლავთა თქუენთა, და აღმოგიყვანო საფლავთაგან ერი ჩემი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მოგცე სული ჩემი თქუენ ზედა, და სცხონდეთ, და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა თქუენსა, და სცნათ რამეთუ მე ვარ უფალი; ვიტყოდე და ვყო, იტყჳს უფალი უფალი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ, და თქუა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი, და გამოწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი იგი მის კერძონი არიან, და კუერთხი მეორე მოიღე, და გამოსწერო მას იოსეფი, კუერთხი ეფრემისი, ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, რომელნი იგი მოქცეულ იყვნენ მისა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და შეჰყო იგი ურთიერთას კუერთხად ერთად შეკრვად იგინი ერთბამად, და იყვნენ ჴელსა შენსა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და იყოს, ოდეს გრქუან შენ ძეთა ისრაჱლისათა; არა მითხრაა ჩუენ, რაჲ არს ესე შენდა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და არქუ მათ; ამას იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე მოვიყვანო ტოჰმი იოსეფისი, რომელი არს ჴელითა ეფრემისათა, და ტოჰმ<ნ>ი ისრაჱლისაჲ,/ Page of ms. J: B99r  რომელნი მოდგომილ არიან მას, და მივსცნე იგინი ტოჰმსა იუდაჲსსა. და იყოს კუერთხად ერთად ჴელსა იუდაჲსსა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყვნენ კუერთხნი იგინი რომელთა გამოსწერო შენ მათ ზედა ჴელსა შენსა წინაშე მათსა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და არქუ მათ; ამას იტყჳს ადონაჲ უფალი; აჰა ესერა მე მოვიყვანო ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ შორის წარმართთაგან, ვიდრე იგი შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოთა მათთა, და შევიყვანნე იგინი ქუეყანასა ისრაჱლისასა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა ჩემსა, და მთათა ისრაჱლისათა; და მთავარი ერთი იყოს მათი, და არა იყვნენ მერმე ნათესავად ორად, და არცა განიყვნენ მერმე სამეუფოდ ორად.

Verse: 23   Link to sept   
რაჲთა არღარა შეიგინებოდიან მერმე კერპებითა მათითა, და ვიჴსნნე იგინი ყოველთაგან უშჯულოებათა მათთა, რომელთა იგი ცოდვიდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი, და იყვნენ ერად ჩემდა, და მე უფალი ვიყო მათა ღმრთად.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მონაჲ ჩემი დავით მთავრად შორის მისა, და იყოს მწყემსი ერთი ყოველთაჲ, რამეთუ ბრძანებათა ჩემთა ვიდოდიან, და სამართალთა ჩემთა იმარხვიდენ, და ყოფდენ მათ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და დაემკჳდრნენ ქუეყანასა მათსა, რომელი იგი მივეც მონასა ჩემსა იაკობს, სადა იგი მკჳდრ იყვნეს მამანი მათნი, და დაემკჳდრნენ მას ზედა, და დავით მონაჲ ჩემი მთავარ მათა იყოს საუკუნოდ.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ მშჳდობ<ის>აჲ; აღთქუმაჲ საუკუნჱ იყოს მათ თანა, და დავამტკიცო სიწმიდე ჩემი შორის მათსა საუკუნოდ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და იყოს მკჳდრობაჲ ჩემი მათ შორის, და ვიყო მე მათა ღმერთ, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ცნან წარმართთა რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი იგი განვსწმედ მათ, რაჟამს იყოს სიწმიდჱ ჩემი შორის მათსა საუკუნოდ.,

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.