TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 898
Previous part

Chapter: 37 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და იქმნა ჩემ ზედა უფლისაჲ ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთათა.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგულივ; და, აჰა, მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და, აჰა, ჴმელ ფრიად იგინი.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე? და ვთქუ: ადონაი უფალო, შენ უწყნი ეგენი.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ!

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამათ ეტყჳს ადონაჲ უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მე მოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვსწინაწარმეტყუელებდ, ვითარცა მამცნო მე უფალმან. და იქმნა ჴმაჲ, ვსწინაწარმეტყუელებდ რაჲ მე, და აჰა, ძრვა და მოიყვანნა ძუალნი, ძუალი ძუალისა მიმართ, თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვიხილე და, აჰა, ზედდაექმნეს მათ ძარღუნი, და ჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა, და გარემოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო, და სული არა იყო მათ შორის.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქვა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ სულისა ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და ვარქუ სულსა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ოთხთაგან სულთა მოვედინ სული, და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვიწინაწარმეტყუელე, ვითარ-იგი მამცნო მე; და შევიდა მათდამი სული და განცოცხლდეს, და დადგეს ფერჴთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, იგინი იტყჳან: ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე აღვახუნე სამარენი თქუენნი, ერო ჩემო, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად ისრაილისა.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო,

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა ზედა თქუენსა და სცნათ, ვითარმედ მე, უფალი, ვიტყოდე და ვყო, - იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი ერთი და დაწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისსა მიმართ და კუერთხი მეორე მოიღე თავისა შენისად, და დასწერო მას იოსებ, კუერთხი ეფრემისი და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისდამი.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შეაყვნე იგინი ურთიერთას მიმართ შენდად, ერთ კუერთხად შეკრვად იგინი. და იყვნენ ერთბამად ჴელსა შინა შენსა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყო, ოდეს იტყოდიან შენდამი ძენი ერისა შენისანი, მეტყუელნი: არ მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან შენდა ესენი?

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე მოვიღო ტომი იოსებისი ჴელისა მიერ ეფრემისისა და ტომნი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მის თანა, და მივსცნე იგინი მის თანა ტომსა ზედა იუდაჲსსა და იყვნენ კუერთხად ერთად ჴელსა შინა იუდასსა.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყუნენ კუერთხნი, რომელთა ზედა შენ დასწერე მათ ზედა, ჴელითა შენითა წინაშე მათსა.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ჰრქუა მათ: ამათ იტყვის ადონაი უფალი აჰა, მე მოვიღებ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა საშუალისაგან წარმართთაჲსა, სადა შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოჲსთა მათთა და შევიყვანნე იგინი ქუეყანად ისრაილისა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა შინა ჩემსა და მთათა შორის ისრაჱლისათა, და მთავარი ერთი იყოს მათ ყოველთა მეფედ, და არა იყვნენ მერმე ორ ნათესავად, არცა განიყოფვოდიან მერმე ორთა მეფეთა მიმართ.

Verse: 23  Link to gelatat Link to sept   
რაჲთა არ შეიგინებოდიან მერმე კერპთა მიერ მათთა და მოსაწყინელთა მიერ მათთა და ყოველთა შინა უთნოობათა მათთა, და ვიჴსნნე იგინი ყოველთაგან უთნოობათა მათთა, რომელთა ცოდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი, და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად.

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მონაჲ ჩემი დავით მთავარი შორის მათსა. და მწყემსი ვრთი იყოს ყოველთაჲ მათი და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და მსჯავრნი ჩემნი დაიცვნენ და ჰყოფდენ მათ.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მე მონასა ჩემსა იაკობსა, სადა მკჳდრობდეს მუნ მამანი მათნი, და დაემკჳრნენ მას ზედა იგინი და ძენი მათნი და ძენი ძეთა მათთანი ვიდრე საუკუნომდე; და დავით, მონაჲ ჩემი, მთავარ მათდა იყოს უკუნისამდე.

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და აღუთქუა მათ აღთქმაჲ მშჳდობისაჲ, აღთქმაჲ საუკუნოჲ იყოს მათ თანა, და მივსცე მათ და განვამრავლნე იგინი, და დავსხნე წმიდანი ჩემნი შორის მათსა საუკუნოდ.

Verse: 27  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს დაკარვებაჲ ჩემი მათ შორის, და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 28  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ცნან წარმართთა, ვითარმედ მვ ვარ უფალი, წმიდამყოფელი მათი ყოვლისა მიერ წმიდათა ჩემთაჲსა მათ შორის უკუნისამდე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.