TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 235
Previous part

Chapter: 37  
თავი : 37


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   და იქმნა ჩემ ზედა უფლისა ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა: და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთაჲთა.

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგულივ; და აჰა მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და აჰა ჴმელ ფრიად იგინი.

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე? და ვთქუ: ადონაი უფალო, შენ უწყნი ეგენი.

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ!

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამათ ეტყჳს ადონაი უფალი ძუალებსა ამას: აჰა მე შემოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვწინაჲსწარმეტყუელებდ ვითარცა მამცნო მე უფალმან. და იქმნა ჴმაჲ, ვწინაწარმეტყუელებდ რაჲ მე, და აჰა ძრვაჲ და მოიყვანნა ძუალნი, ძუალი ძუალისა მიმართ თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვიხილე და აჰა ზედ-დაექმნეს მათ ძარღუნი და ჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა, და გარე-მოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო და სული არა იყო მათ შორის.

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ სულისა ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და არქუ სულსა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ოთხთაგან Page of ed. 1709: 199b  სულთა მოვედინ სული და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვიწინაწარმეტყუელე, ვითარ-იგი მამცნო მე; და შევიდა მათდამი სული და განცოცხლდეს და დადგეს ფერჴთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყუელი ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, იგინი იტყჳან: ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი, წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით.

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი უფალი: აჰა მე აღვახუნე სამარენი თქუენნი, ერო ჩემო, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად ისრაჱლისა.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო,

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა ზედა თქუენსა და სცნათ, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე და ვყო, -- იტყჳს ადონაი უფალი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი ერთი და დაწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისსა მიმართ. და კუერთხი მეორე მოიღო თავისა შენისად და დასწერო მას იოსები, კუერთხი ეფრემისი და ყოველნი ძენი ისრაჴლისანი, თანმდებარენი მისდამი.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შეაყენე იგინი ურთიერთას მიმართ შენდად, ერთ კუერთხად შეკრვად იგინი. და იყვნენ ერთბამად ჴელსა შინა შენსა.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს, ოდეს იტყოდინ შენდამი ძენი ერისა შენისანი, მეტყუელნი: არ მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან შენდა ესენი?

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი უფალი: აჰა მე მოვიღო ტომი იოსებისი ჴელისა მიერ ეფრემისისა და ტომნი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მის თანა, და მივსცნე იგინი Page of ed. 1709: 200a  მის თანა ტომსა ზედა იუდაჲსსა და იყვნენ კუერთხად ერთად ჴელსა შინა იუდაჲსსა.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყვნენ კუერთხნი, რომელთა ზედა შენ დასწერე მათ ზედა, ჴელითა შენითა წინაშე მათსა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე მოვიღებ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა საშუალისაგან წარმართთაჲსა, სადა შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოჲსთა მათთა და შევიყვანნე იგინი ქუეყანად ისრაჱლისა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა შინა ჩემსა, და მთათა შორის ისრაჱლისათა და მთავარი ერთი იყოს მათ ყოველთა მეფედ და არა იყვნენ მერმე ორ ნათესავად, არცა განიყოფვოდინ მერმე ორთა მეფეთა მიმართ.

Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რაჲთა არ შეიგინებოდინ მერმე კერპთა მიერ მათთა და მოსაწყინელთა მიერ მათთა და ყოველთა შინა უთნოობათა მათთა და ვიჴსნნე იგი\ნი Page of ms. Ga: 275r   ყოველთაგან უთნოობათა მათთა, რომელთა ცოდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმრთად.

Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მონაჲ ჩემი დავით -- მთავარი შორის მათსა და მწყემსი ერთი იყოს ყოველთაჲ მათი და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდინ და მშჯავრნი ჩემნი დაიცვნენ და ჰყოფდენ მათ.

Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მე მონასა ჩემსა იაკობსა, სადა მკჳდრობდეს მუნ მამანი მათნი, და დაემკჳდრნენ მას ზედა იგინი და მენი მათნი და ძენი ძეთა მათთანი ვიდრე საუკუნომდე; და დავით მონაჳ ჩემი მთავარ მათდა იყოს უკუნისამდე.

Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ მშჳდობისაჲ, აღთქუმაჲ საუკუნოჲ იყოს მათ თანა და მივსცე მათ და განვამრავლნე იგინი და დავსხნე წმიდანი ჩემნი შორის მათსა საუკუნოდ.

Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს დაკარვებაჲ ჩემი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ცნან Page of ed. 1709: 200b  წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, წმიდამყოფელი მათი ყოვლისა მიერ წმიდათა ჩემთაჲსა მათ შორის უკუნისამდე.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.