TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 29
Previous part

Chapter: 40  
Verse: 1   Link to mcatLink to sept   და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ შესცოდა მთავარმან ღჳნის მნემან მეფესა ეგჳპტელთასა და მეპურეთ მოძღუარმან.

Verse: 2   Link to mcatLink to sept   
და განურისხნა მეფჱ ფარაო ორთავე მათ საჭურისთა, ღჳნის მნესა მას და მეპურეთ მოძღუარსა,

Verse: 3   Link to mcatLink to sept   
Page of ms. O: 49r  და მისცნა იგინი საპყრობილესა მზარაულთ მოძღურისა მის, ადგილსა, სადა-იგი იოსებ პყრობილ იყო.

Verse: 4   Link to mcatLink to sept   
და შეჰვედრნა იგინი მესაპყრობილეთ მთავარმან იოსებს და დადგა იგი წინაშე მათსა და იყვნეს იგინი საპყრობილესა მას შინა მრავალ დღე.

Verse: 5   Link to mcatLink to sept   
და იხილეს ჩუენებაჲ ორთავე მათ, კაცად-კაცადმან ღამესა ერთსა, ხილვაჲ იგი ჩუენებისა მათისაჲ, ღჳნის მნემან და მეპურეთ მოძღუარმან ფარაო მეფისამან იხილეს საპყრობილესა მას შინა.

Verse: 6   Link to mcatLink to sept   
შევიდა მათა იოსებ განთიად და იხილნა იგინი, და იყვნეს იგინი შეწუხებულ

Verse: 7   Link to mcatLink to sept   
ჰკითხვიდა საჭურისთა მათ ფარაოჲსთა, რომელნი იყვნეს საპყრობილესა შინა უფლისა თჳსისასა, და ჰრქუა: რაჲსათჳს პირნი თქუენნი შეწუხებულ არიან დღეს ?

Verse: 8   Link to mcatLink to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენებაჲ ვიხილეთ და გამომეტყუელ არავინ არს მისა. ჰრქუა მათ იოსებ: ანუ არა ღმრთისა მიერ არსა გამოთქუმაჲ იგი მათი? მითხართ იგი მე.

Verse: 9   Link to mcatLink to sept   
და უთხრა ღჳნის მნემან მან ჩუენებაჲ იგი თჳსი იოსებს და ჰრქუა: ძილსა შინა ჩემსა ვხედევდ და იყო ვენაჴი წინაშე ჩემსა,

Verse: 10   Link to mcatLink to sept   
და ვენაჴსა მას სამნი ძირნი. და იგი აღმოსცენდა და აღმოორძნდა მორჩი და მწიფე Page of ms. O: 49v  იყვნეს ტევანნი იგი ყურძნისანი.

Verse: 11   Link to mcatLink to sept   
და სასუმელი ფარაოჲსი ჴელსა ჩემსა და მოვიღე ყურძენი იგი ჴელსა ჩემსა და გამოვწურე სასუმელსა შინა ფარაოჲსსა.

Verse: 12   Link to mcatLink to sept   
ჰრქუა მას იოსებ: ესე არს გამოთარგმანებაჲ მაგისი: სამნი იგი ძირნი სამნი დღენი არიან.

Verse: 13   Link to mcatLink to sept   
სამნი-ღა დღენი წარჴდენ და მოეჴსენოს ფარაოს სამთავროჲ იგი შენი და კუალად დაგადგინოს შენ ღჳნის მნეობასა შენსა და მისცე სასუმელი ჴელსა ფარაოჲსსა პირველისაებრ მთავრობისა შენისა, ვითარცა იყავ პირის მჩდე.

Verse: 14   Link to mcatLink to sept   
არამედ მომიჴსენე მე თავით შენით, რაჟამს კეთილი გეყოს შენ. და ყავ ჩემთჳს წყალობაჲ და მოიჴსენე ჩემთჳს წინაშე ფარაოჲსსა და განმიყვანოს მე საპყრობილისა ამისგან.

Verse: 15   Link to mcatLink to sept   
რამეთუ პარვით წარმომიპყრეს მე ქუეყანით ებრაელთაჲთ და აქაცა არარა ვქმენ ბოროტი და შემომაგდეს მე სახლსა ამას ჯურღმულისასა.

Verse: 16   Link to mcatLink to sept   
ვიითარცა იხილა მეპურეთ მოძღუარმან მან, რამეთუ მართლ გამოუთარგმნა, ჰრქუა იოსებს: მეცა ვიხილე ჩუენებაჲ: მეგონა მე, ვითარმედ სამნი ლანკლანი სამინდოჲთა მქონდეს თავსა ზედა ჩემსა.

Verse: 17   Link to mcatLink to sept   
ხოლო ლანკლასა მას ზედაკერძოსა იყო ყოვლისაგან სანოვაგისა, რომელსა ჭამნ მეფჱ ფარაო, ქმნული მეპურეთ მოძღურისაჲ, Page of ms. O: 50r  და მფრინველნი ცისანი შეშჭამდეს მას ლანკლისა მისგან, რომელი იყო თავსა ჩემსა.

Verse: 18   Link to mcatLink to sept   
მიუგო იოსებ და ჰრქუა: ესე არს შეტყუებაჲ მაგისი: სამნი ესე ლანკლანი სამნი დღენი არიან.

Verse: 19   Link to mcatLink to sept   
სამნი-ღა დღენი წარჴდენ და მოგკუეთოს ფარაო თავი შენი შენგან და დამოგკიდოს შენ ძელსა. და შეჭამნენ მფრინველთა ცისათა ჴორცნი შენნი.

Verse: 20   Link to mcatLink to sept   
და იყო დღჱ შობისა ფარაოჲსი დღესა მესამესა და იყო სუმაჲ დიდი ყოველთა მონათა მისთაჲ. და მოეჴსენა პატივი ღჳნის მნისაჲ მის და პატივი მეპურეთ მოძღურისაჲ მის შოვრის მონათა მისთა.

Verse: 21   Link to mcatLink to sept   
და კუალად დაადგინა ღჳნის მნე იგი მთავრობასავე თჳსსა და მისცა სასუმელი ჴელსა ფარაოჲსსა.

Verse: 22   Link to mcatLink to sept   
ხოლო მეპურეთ მოძღუარი იგი დამოჰკიდა ძელსა, ვითარცა-იგი გამოუთარგმანა მას იოსებ.

Verse: 23   Link to mcatLink to sept   
ხოლო ღჳნის მნესა მას არა მოეჴსენა იოსებ, არამედ დაავიწყდა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.