TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 263
Previous part

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და შეიწყალოს უფალმან იაკობი, და გამოარჩიოს მერმე ისრაჱლი. და განისუენებდენ ქუეყანასა მათსა, და ქუეყანისა საზღვარნი შეეძინნენ მათ, და შეერთნენ სახლსა იაკობისსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნენ იგინი წარმართთა, და შეიყვანნენ იგინი ადგილსავე თჳსსა. დაიმკჳდრონ იგი და განმრავლდენ ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მონებად და მჴევლებად. და იყვნენ წარტ<ყ>უენულ წარმტყუენველნი მათნი. და ეუფლნენ მათ, რომელნი იგი უფლებენ მათ ზედა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა განგისუენოს შენ უფალმან, სალმობისაგან შენისა, და გულის-წყრომისაგან და მონებისაგან ფიცხლისა, რომელსა ჰმონებთ მათ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
მოიღო გოდებაჲ ესე მეფესა ზედა ბაბილონისასა. და სთქუა მას დღესა შინა ვითარმედ დაცხრომილ არს მიმჴდელი იგი, და დადუმებულ არს მასწრაფებელი იგი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
Page of ms. J: A47v  შემუსრა უფალმან უღელი იგი ცოდვილთაჲ,/ და უღელი იგი მთავართაჲ, და მოსრნეს ნათესავნი წყლულებითა უკურნებელითა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოსრვად წარმართთა გულის-წყრომითა, და წყლვად და არა ერიდა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
განისუენა ქუეყანამან ყოველმან სასოებით და ღაღადებს სიხარულით.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ხენი ლიბანისანი იხარებდეს შენდამი, და ნაძუთა ლიბანისათა გრქუან შენ, ვინაჲთგან შენ დაიძინე, არა ვინ აღმოვიდეს კაფად ჩუენდა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ჯოჯოხეთი ქუეშჱ კერძო განმწარდა შემთხუევასა შენსა. მო-რაჲ-ხჳდოდე შენ, აღადგინნა შენ ზედა გმირნი, რომელნი ჰმთავრობდეს ქუეყანასა, რომელნი აღდგენ საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ, და შენცა შე-ვე-იპყარ ვითარცა ჩუენ, და ჩუენ თანა შერაცხილ ხარ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
შთაჴდა ჯოჯოხეთა დიდებაჲ შენი და მრავალი მხიარულებაჲ შენი. ქუეშჱ შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ, და დასაფარველ შენდა მატლი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ვითარ გარდამოვარდა ზეცით მთიები იგი, რომელი განთიად აღმოვალს, შეიმუსრა ქუეყანასა რომელი წარავლინებდა ყოველთა მიმართ წარმართთა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
შენ სთქუ გონებასა შენსა, ზეცად აღვიდე, და ზედა ვარსკულავთა ცისათა: და დავიდგნე საყდარნი ჩემნი, და დავჯდე მთასა მაღალსა, მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოჲთ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მე მსგავს მაღლისა,

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ხოლო აწ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე საფუძველთა ქუეყანისათა .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რომელთა გიცოდეს შენ უკჳრდეს შენ ზედა და თქუან: ესე იგი კაცი არს რომელი განარისხებდა ქუეყანასა, რომელი აღსძრვიდა მეფეთა:

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რომელმან დადვა ყოველი სოფელი ოჴრად, და ქალაქნი მისნი დაარღჳნა. წარტყუენულნი იგი არა განუტევნა სახიდ მათა,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ყოველთა მეფეთა წარმართთა Page of ms. J: A48r  დაიძინეს პატივით კაცი სახლსა შინა თჳსსა./

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ განჰვარდე მთათა ზედა ვითარცა მკუდარი საძაგელი, მრავალთა თანა მომკუდართა, განგუმერილთა თანა მახჳლითა შთამავალთა ჯოჯოხეთა, ვითარცა სამოსელი შესუარული სისხლითა არა იყოს წმიდა <. . .>.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ქუეყანაჲ ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ, არა დაადგრე უკუნისამდე ჭამთა, ნათესა<ვ>ო ბოროტო.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
განმზადენ შვილნი შენნი კლვად ცოდვისათჳს მამისა შენისა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და აღავსონ ქუეყანაჲ ბრძოლითა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და აღვდგე მათ ზედა, იტყჳს უფალი საბაოთ. და წარვწყმიდო სახ<ე>ლი მისი ნეშტი და ნათესავი. ამას იტყჳს უფალი საბაოთ:

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
დავდვა ბაბილონი ოჴრად, რაჲთა დაიმკჳდრონ მას შინა გრძღაბთა და იყოს არა რაჲ: და დავდვა იგი თიჴისა უყად და წარსაწყმედელად.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ: ვითარცა ვიტყოდე ეგრეცა იყოს: და ვითარცა მიზრახავს ეგრეცა ეგოს:

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
წარწყმედად ასურასტანელნი იგი ქუეყანით ჩემით, და მთათაგან ჩემთა, და იყვნენ დასათრგუნველ: და მოიღოს მათგან უღელი მათი, და საჴივი მათი ქედთაგან მათთა მოეღოს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
ესე ზრახვაჲ არს რომელ უზრახავს უფალსა ყოველსა ზედა სოფელსა. და ესე არს ჴელი მაღალი ყოველთა ზედა წარმართთა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
რამეთუ რაჲ იგი ღმერთსა წმიდასა უზრახავს ვინ განაქარვოს. და ჴელი მისი მაღალი ვინ მოაქციოს.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
ხილვაჲ მეექუსჱ ფილისტიმელთა ზედა. წელსა მას, რომელსა მოკუდა აქაზ მეფჱ, იყო სიტყუაჲ ესე.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ნუ გიხარინ ყოველთა უცხოთესლთა, რამეთუ შეიმუსრა უღელი მტანჯველისა მის თქუენისაჲ. რამეთუ თესლისაგან გუელთაჲსა გამოჴდენ ნაშობნი ასპიტთანი. და ნაშობთა მათთაგან, გამოვიდენ გუელნი Page of ms. J: A48v  მფრინვალენი.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
დასრულდენ გლახაკნი უფლისა მიერ, და/ დავრდომილნი კაცნი მშჳდობით განისუენებდენ. ხოლო მოსრას სიყმილმან ნათესავი შენი, და ნაშტი შენი მოესრას.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
ღაღადებდით ბჭენი ქალაქისანი, ვალალაებდით ქალაქნი შეძრწუნებულნი, დაწესებულთა შორის მისთა.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და რაჲ მიუგონ მეფეთა წარმართთა, რამეთუ უფალმან დააფუძნა სიონი, და მის მიერ ცხოვნდენ მდაბალნი ერისანი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.