TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 271
Previous part

Chapter: 22  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ ღელესა [!] სიონისაჲ. რაჲ ეგე გეყო შენ აწ, რამეთუ ახუედით თქუენ ყოველნი ერდოებსა ამაოთასა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
აღივსო ქალაქი ღაღადებითა: ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი მახჳლითა, არცა მკუდარნი შენნი მკუდარ ბრძოლითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ყოველნი მთავარნი შენნი ვლტოლილ არიან, და რომელნი შეიპყრნეს ფიცხლად შეიკრნეს, და ძლიერნი იგი რომელ იყვნეს შენ შორის შოვრად ივლტოდეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ვთქუ, მაცადეთ და ვტიროდი მწარედ: ნუ Page of ms. J: A53v  მძლევთ მე ნუგეშინის-ცემად შემუსრ/ვილებასა ზედა ასულისა ნათესავისა ჩემისასა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დღჱ შეძრწუნებისაჲ და წარწყმედისაჲ და დათრგუნვისაჲ და ცთუნებისაჲ უფლისა მიერ საბაოთისა. ჴევსა სიონისასა სცთებიან: მცირითგან ვიდრე დიდადმდე მათდა სცთებიან მთასა ზედა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები, აღმჴედრებულნი კაცნი ცხენებსა, და კრებული განწყობილთაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და რჩეული ჴევნები აღივსოს ეტლებითა, ხოლო მჴედართა დაჰჴსნენ ბჭენი შენნი,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და გამოაცხადნენ ბჭენი იუდაჲსნი, და მიჰხედონ მას დღესა შინა რჩეულსა სახლებსა ქალაქისასა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და გამოაცხადნენ დაფარულნი სახლთანი საკიდურთა დავითისთანი, და იხილეს რამეთუ მრავალ არიან, და მოაქციეს წყალი იგი პირველისა მის ტბისა საბანელისაჲ ქალაქად.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და დაარღჳეს სახლები იჱრუსალემისაჲ განსაძნელებელად ქალაქისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ჰყავთ თავისა თქუენისა წყალი შორის ორთა მათ ზღუდეთა შინა კერძო პირველისა მის ტბისა საბანელისა, და არა აღიხილენ<ი>თ თუალნი თქუენნი მისა მიმართ, რომელმან იგი პირველად აღაშჱნა იგი, <და> შემოქმედი მისი შორით არა იხილეთ.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა, და პარსვასა, და მორტყმასა ძაძისასა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ხოლო მათ ყვეს სიხარული და მხიარულებაჲ, და სწყუდიდეს ზუარაკებსა, და დაჰკლვიდეს ცხოვარსა, რაჲთა ჭამდენ ჴორცსა და სუმიდენ ღჳნოსა. და იტყოდეს: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდეთ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განცხადებულ არს ესე ყურთა მიმართ უფლისა საბაოთისთა, რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდე Page of ms. J: A54r  მოსწყდეთ თქუენ, იტყჳს უფალი ღმერთი ძალთაჲ./

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ, წარვედ და შევედ ტაძრად სომნაჲსა მეუნჯისა მის, და არქუ მას.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რაჲ ძეს შენი აქა: ანუ რაჲ არს შენი აქა, რამეთუ გამოჰკუეთე შენ თავისა შენისა საფლავი: და ჰქმენ აქა თავისა თჳსისა სამარჱ მაღალსა ზედა: და გამოსწერე თავისა თჳსისა კლდესა კარავი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა უფალი საბაოთ განაძებს კაცსა: და შეგმუსროს შენ, და განგძარცოს სამკაული შენი, და გჳრგჳნი შენი დიდებული.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და განგაგდოს შენ სოფელსა <დიდსა> განუზომელსა, და მუნ მოჰკუდე. და დადვას ეტლი იგი შენი კეთილი უპატიოდ, და სახლი იგი მთავრისა შენისაჲ დასათრგუნველად.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მოეღო შენ სამნოჲსაგან შენისა და დგომისაგან შენისა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყოს მას დღესა შინა მოუწოდი მონასა ჩემსა ელიაკიმს, ძესა ქელკიაჲსსა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და შევჰმოსო მას სამკაული შენი, და გჳრგჳნი შენი მივსცე მას სიმტკიცედ, და სამნოჲ შენი მივსცე ჴელთა მისთა. და იყოს იგი ვითარცა მამაჲ მკჳდრთა იჱრუსალემისათა, და კაცთა იუდაჲსთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და მივსცე მას დიდებაჲ დავითისი, და მთავრობდეს, და არა <ვინ> იყოს სიტყჳს-მიმგებელ. <და> დაჰჴშას, და არა ვინ იყოს განმღებელ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და დავადგინა იგი მთავრად ადგილსა სარწმუნოსა, და იყოს იგი საყდრად დიდებისა სახლსა მამისა თჳსისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და იყოს მისა მოსავ ყოველი დიდებული სახლსა შინა მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იყვნენ მისა მსტუარ იგინი მას დღესა შინა.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი საბაოთ, შეირყიოს კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა, და Page of ms. J: A54v  მოეღოს და <და>ეცეს./ და მოისპოს დიდებაჲ იგი რომელი იყო მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.