TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 270
Previous part

Chapter: 8  


Verse: 1   Link to mcat Link to septLink to armat   და ესთერს და მარდოქეს ჰრქუა: უნდა დამოკიდებაჲ მისი, რომელმან მიჴსნა მე ჴელთაგან საჭურისთაჲსა. არამე უწყოდა-ა, რამეთუ მამასა მისსაებრ ნათესავ ეყვის ესთერ?

Verse: 3   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეფემან მოუწოდა მარდოქეს და მისცა მას ყოველი სახლი ჰამანისი და ჰრქუა: რაჲ გინებს? და გიყო შენ. ხოლო მარდოქე ჰრქუა: რაჲთა უკ-მოიღო მიმოდაწარძღუანებულები იგი წიგნები ჰამანისი.

Verse: 4   Link to mcat Link to septLink to armat   
და ბრძანა მეფემან უკმოღებად ყოველი და ჰრქუა ესთერ მეფესა: ხვალისა დღე მომცენ მტერნი ჩემნი, რაჲთა მოვსრნე იგინი მახჳლითა. და ეტყოდა ესთერ დედოფალი შვილთათჳს ჰამანისთა მეფესა, რაჲთამცა მოწყდეს იგინი დედისა მათისა თანა. ხოლო მეფემან ჰრქუა: იყავნ ეგრე. და მოსრნეს მტერნი მრავალნი, და სუსეს ქალაქსა შინა განუჩინა დედოფალსა მეფემან მოს/რვაჲ Page of ms. O: 506v   კაცთაჲ მათ: და ესერა, მიმიცემიან იგინი, და ჴელმწიფებაჲ გაქუს ზედამოკიდებად მათა. და ყვეს ეგრე.

Verse: 12a   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მიმოდაწერა ბრძანებაჲ ესრეთ:

Verse: 12b   Link to mcat Link to septLink to armat   
დიდი მეფჱ ასუეროს ჰინდოეთითგან ეთიოპიადმდე ას ოცდაშჳდთა საკარანოთა მთავართა და ჴელმწიფეთა ჩუენდა მომართთა

Verse: 12c   Link to mcat Link to septLink to armat   
გიკითხავ მრავალგზის მარადისკეთილისმოქმედთა და ტკბილთა. ფრიად მივაწიეთ მისთჳს პატივი, რაჲთამცა უფროჲს ბრძენ-იქმნნეს. არა ხოლო თუ ჩუენდა დამორჩილებულთა საძიებელ არს ბოროტისმოქმედთაჲ, არამედ უძლურთაგანცა ვერშესაძლებელ არს, რომელნი-იგი თავისა თჳსისათჳს ხოლო იმარჯუებედ კეთილსა და იღუწიედ მანქანებით ძჳრსა,

Verse: 12d   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარმცა მადლი პოვეს, არა ხოლო თუ კაცნი მოწყდებოდეს, არამედ კეთილისა საქმჱ იგი, რომელთა ვერ აგეს, იგიცა შუებასა თანა-წარჰჴდეს, რომელნი სხუათა ჰმძლავრობდეს, სამართალი საშჯელი მიეგო და რომელთა სიძულილით უკეთურებაჲ უზრახეს, იგი საშჯელსა განერნეს.

Verse: 12e   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალგზის რომელნი ჴელმწიფობით ბრძანებდეს უმორწმუნესთა ზედა ერთგულთა, იგი საქმითცა იკადრებდეს და ბრალეულ-ჰყოფდეს უბრალოთა და სისხლთაცა დასთხევდეს.

Verse: 12f   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაემტკიცა და განეჩი[ნა] სიკუდილი სხუათაჲ ძჳრისსაქმითა და სიცრუვითა და არა შეე/რაცხა Page of ms. O: 507r   ჴელმწიფებაჲ, რომელი უბიწოდ გონებაჲ გუეპყრა.

Verse: 12g   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ კრძალვაჲ ეგების, რომელ-იგი მოცემულ არს ჩუენდა სიტყუაჲ და რაოდენთა სლვასა ვხედავთ ღირსებით და ჴელმწიფებით, და შჯულსა დამორჩილებაჲ მერმეთა შემდგომთა ჩუენთათჳს,

Verse: 12h   Link to mcat Link to septLink to armat   
რაჲთა მეფობაჲ იგი შეურყეველ იყოს და ყოველი თესლები მშჳდობით ცხონდებოდის

Verse: 12i   Link to mcat Link to septLink to armat   
და არავინ ძმაცვით ძჳრისმეტყუელ იქმნნეს, არამედ შემთხუევითა პირისაჲთა ყუდროებით იყოფოდიან.

Verse: 12k   Link to mcat Link to septLink to armat   
რამეთუ უჯეროსა გუაქმნევდა ჩუენ ჰამანი ამადათომის ძჱ ბუგეანი, ჭეშმარიტებისაგანცა უცხო იქმნა და სპარსთა გონებასაცა განეშორა,

Verse: 12l   Link to mcat Link to septLink to armat   
ჩუენითა სიტკბოებითა აღგუემაღლა იგი და ჩუენგამოვე კაცთა საყუარელად შერაცხილ იყო ესოდენ, ვითარ თუ სახელიცა დაგუედვა მას მამად ჩუენდა; და თაყუანის-სცემდეს მას ყოველნი და საჯდომელსა სალერკოლოტოსა ჯდა იგი.

Verse: 12m   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვერ დაითმინა ამპარტავანებითა, გუმოძღურებდა ჩუენ მრავლით ჟამითგან და სულთა ბრალთა შეგუამთხუევდა.

Verse: 12n   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ჩუენსა მაცხოვარსა მარადის მარდოქეს და შეუცოდებელსა მისსა ნათესავსა ესთერს მათით ნათესავითურთ მრავლითა ძმაცვითა ჰზაკუვიდა და განითხოვა წარსაწყმედელად.

Verse: 12o   Link to mcat Link to septLink to armat   
და ამით სახითა შექმნა მან ჯერკუალი ჩუენდა მომართცა, ოჴრებით განგუაშორებდა Page of ms. O: 507v   სპარსთა სიმტკიცესა ქუეშე და ვიდრე მაკედონიადმდე მიწევნად.

Verse: 12p   Link to mcat Link to septLink to armat   
და ვიდრე სამგზისცა სიკუდილსა მიცემულნი ჰურიანი თქუენდა და არა იპოვა მათთანა ძმაცვულება, არამედ მართლად ცხორებაჲ მათი შჯულსა ქუეშე მათსა,

Verse: 12q   Link to mcat Link to septLink to armat   
ვითარცა ნაშობნი მხოლოჲსა ჭეშმარიტისა ღმრთისანი, რომელმანცა წარგჳმართის ჩუენი მეფობაჲ და ვიდრე აქამომდე კეთილ არს მათი საქმჱ.

Verse: 12r   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ კეთილად ყავთ ესე, და ნუ იქმთ პირველ მოწერილისა თქუენდა ჰამანისაგან წიგნებისა ბრძანებასა. ეგევითარისა საქმისათჳს სუსია ქალაქსა გარეშე ჯუარს-ეცუა, და მიეგო მას საშჯელი საქმითა მისითა, რომელი-იგი უმჯობჱს სხუათა იყო.

Verse: 12s   Link to mcat Link to septLink to armat   
აწ ეგერა მიძღუანებულ არს წიგნი ეგე სამოციქულოჲ. ყოველსა ადგილსა ჴელმწიფე-ყვენით ჰურიანი თჳსსა მას შჯულსა. და გან-მცა-ძლიერებულ არიან იგინი, რაჲთა ჟამსა ჭირისასა საჴმარ-იყვნენ იგინი შურის საგებელად, და განცხადებულ-იყვნენ ყოველსა საშარავანდოსა ჰურიანი დღესასწაულისა ყოფად მეათორმეტესა თუესა ადარსა, რომელ არს თუე იგრიკისაჲ.

Verse: 12t   Link to mcat Link to septLink to armat   
და მეათხუთმეტჱცა მისი ადიდეთ, რამეთუ მათ დღეთა ყოვლისა მპყრობელმან ყო მათთჳს ცხორებაჲ და სიხარული. და აწცა და მერმეცა, რაჲთა ცხორებაჲ კეთილი ეყოს სპარსთაცა, ხოლო ძჳრისმზრახვალნი იგი, Page of ms. O: 508r   რომელნი იჴსენებიან, წარწყმედაჲ შეემთხჳა მათ.

Verse: 12x   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო ქალაქთა და სოფელთა, რომელთა ესე ბრძანებაჲ არა ყონ რიცხჳთ, ცოცხალნი ცეცხლსა მიეცნენ და ნუ ხოლომცა კაცთაგან ოჴერ არიან, არამედ მჴეცთა და მფრინველთაგანცა. განმტკიცნა

Verse: 13   Link to mcat Link to septLink to armat   
და დაიდვა სიტყუაჲ ესე სუსეს ქალაქსა შინა, ვითარცა მანდა მიმიცემიეს სიტყუაჲ ბრძანებისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მეფემან ჴელმწიფე-ყო მარდოქეცა მიმოდაწერად, რაჲცა უნდეს. და მისცა მარდოქე წიგნები და დაჰბეჭდა მეფისა ჴელისა ბეჭდითა: მტკიცედ დგომაჲ ნათესავისა მისისაჲ სოფლად-სოფლად იგინი და დღესა მას მსახურებად ღმრთისა მიმართ. ხოლო წიგნი იგი სამოციქულოჲ, რომელ მისცა მარდოქე, იყო ესრეთ: ჰამან, ეგერა, მიგიძღუანა თქუენ წიგნები და ესრე თქუა, ვითარმედ ნათესავი ჰურიათაჲ ურჩ არის. იწრაფეთ და შეკრიბეთ, მომიძღუანეთ მე და წარვწყმიდნე იგინი. ხოლო მე, მარდოქე, გაუწყებ თქუენ, რომელმან ეგე ზრახვაჲ ქმნა, ესერა სუსესა ქალაქსა ბჭეთა ზედა დამოკიდებულ არს იგი. და სახლი მისი მონიჭებულ არს ჩემდა, რამეთუ მას უნდა წარწყმედაჲ ჩუენი მეათცამეტესა თუესა ადარსა, რომელ არს იგრიკაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
ხოლო მარდოქე გამოვიდა, შემკული სამეუფოჲთა სამკაულითა Page of ms. O: 508v   და გჳრგჳნი ედგა ოქროჲსაჲ და შარავანდად იყო ზეზისაჲ და ძოწეულისაჲ. და ვითარ იხილა სუსიამან ქალაქმან, ყოველმან განიხარა.

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და ჰურიათა შორის იყო ნათელ, სუმა და სიხარულ.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და მრავალნი ჰურიათაგანნი წინა-დაიცუეთდეს და არღარავინ ემტერა მიერითგან, რამეთუ ეშინოდა მათთჳს.

Verse: 15   Link to mcat Link to septLink to armat   
იხილეს მყოფთა სუსანსა შინა ებრაელთა, განიხარეს,

Verse: 16   Link to mcat Link to septLink to armat   
და იყო მათდა განათლება და შუება.

Verse: 17   Link to mcat Link to septLink to armat   
და ქალაქთა შორის და სოფლებთა, სადაცა უკუეთუ დაიდვა ბრძანებაჲ მეფისა, სიხარული და შუება და სუმა იყო. და მრავალთა წარმართთაგან წინა-დაიცჳთეს და ებრაელობასა ჰყოფდეს შიშისათჳს ებრაელთასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 23.1.2025. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.