TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 254
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ვაქებდე საყუარელსა ქებითა საყუარელისა ჩემისაჲთა საყურძნესა ჩემსა. სავენაჴჱ იყო შეყუარებულისაჲ პატიოსანსა ადგილსა პოხილსა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ზღუდე გარე-მოვსდევ, და სარითა განვაგე, და დავასხ ვენაჴი სორექი, და აღვაშენე გოდოლი მას შინა, და სასაწნეხლე მოვთხარე მის შორის, და ველოდე ვითარმედ ყოს ყურძენი და მან ყო ეკალი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და აწ კაცმან იუდაჲსმან და რომელნი მკჳდრ ხართ იჱრუსალემს, საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რაჲ-ღა-მცა უყავ სავენაჴესა მას ჩემსა, და არა უყავ მას, რამეთუ ველოდე რაჲთამცა ყო ყურძენი, ხოლო მან ყო ეკალი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
აწ გითხრა თქუენ რაჲ უყო სავენაჴესა ჩემსა: მოვარღჳო ზღუდე მისი, და იყოს მიმოსატაცებელ, და დავარღჳო კედელი მისი, და იყოს დასათრგუნველ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაუტეო ვენაჴი ჩემი, და არა განისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდეს მას ვითარცა ოჴერსა ეკალი. და ღრუბელთა უბრძანო და არა Page of ms. J: A39r  წჳმონ მის ზედა წჳმაჲ:/

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სავენაჴჱ უფლისა საბაოთისა სახლი ისრაჱლისაჲ არს, და კაცი იგი იუდაჲსი ახალ-ნერგი შეყუარებული: ველოდე რაჲთამცა სამართალი ყო, ხოლო მან ყო უშჯულოებაჲ, და არა სიმართლე არამედ ღაღადებაჲ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელთა შევახლიან სახლი სახლსა, და აგარაკი აგარაკსა შეჰრიიან, რაჲთა მოყუსისაჲ მო-ვითარ-რაჲ-იხუეჭონ. ნუ უკუჱ მარტონი მკჳდრ ყოფად ხართ ქუეყანასა ზედა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გრძნობა იყო ესე ყურთა უფლისა საბაოთისთა. დაღათუ იყვნენ სახლნი მრავალნი ოჴრად გარდაიქცენ, და თუ დიდდიდ და შუენიერ იყვნენ იგინი, არა იპოვნენ რომელთამცა დაიმკჳდრეს მას შინა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
სადა იგი იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ყოს მან ლაგჳნ ერთ, და რომელმან სთესოს სამ სათუელ: ყოს მან სამ საწყაულ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ვაჲ მათა რომელნი აღდგიან განთიადითგან და მთრვალობასა შეუდგიან და დაადგრიან მწუხრადმდე, და ღამჱ უოხ<ჭ>ნო ყვიან, რამეთუ მან ღჳნომან შეწუხნეს იგი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ებნითა და ქნარითა და ბობღნითა და ნესტჳთა ღჳნოსა მას სუმედ, და საქმეთა უფლისათა არა ხედვენ, და საქმეთა ჴელთა მისთასა არა განიცდიან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
აწ უკუჱ ტყუჱ იქმნა ერი ჩემი ამისთჳს, რამეთუ არა იცოდეს უფალი, და განმრავლდა მძორები მათი სიყმილითა და წყურილითა წყლისაჲთა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განივრცო ჯოჯოხეთმან გუამი თჳსი: აღაღო პირი თჳსი რაჲთა არა აკლდეს, და შთავიდოდიან მას დიდებულნი და დიდდიდნი და მდიდარნი და ბილწნი მისნი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ-იყოს მამაკაცი, და თუალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და აღმაღლდეს უფალი საბაოთ სამართალითა, და ღმერთი წმიდაჲ იდიდოს სიმართლით.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ძოვდენ მიმოტაცებულნი იგი ვითარცა ზუარაკნი Page of ms. J: A39v  და უდაბნოსა მას განწირულთასა/ კრავნი ძოვდენ.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელნი მოიზიდვენ ცოდვასა მათსა ვითარცა საბლითა გრძელითა და ვითარცა უღლისა ევნითა დიაკეულისაჲთა უშჯულოებასა მათსა,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
რომელნი იტყჳან, ადრჱ მოიწიენ რასა იქს ღმერთი რაჲთა ვიხილოთ, და მოვედინ ზრახვაჲ წმიდისა ისრაჱლისაჲ რაჲთა ვცნათ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ვაჲ რომელთა თქჳან ბოროტი კეთილად და კეთილი ბოროტად, რომელთა დადვიან ნათელი ბნელად და ბნელი ნათლად, და ყვიან მწარე ტკბილად და ტკბილი მწარედ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ვაჲ მათა რომელთა თავნი თჳსნი ბრძნად შეერაცხნენ და წინაშე თუალთა თჳსთა მზრახვალ უჩნდენ.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ვაჲ ძლიერთა მაგათ თქუენთა რომელნი ღჳნოსა სუმენ, და მძლავრნი იგი თქუენნი <რომელნი> იწდევენ თაფლუჭსა,

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და რომელნი განამართლებენ ცრუსა ქრთამისათჳს და სამართალსა მართლისასა განაქარვებენ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ვითარცა ატყდებინ ლერწამსა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ, და მის თანა დაიწუას ალისაგან აგზებულისა ძირი მათი, ვითარცა მიწაჲ იყოს და ყუავილი მათი ვითარცა მტუერი აღვიდოდის, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისა საბაოთისი ყოფად არამედ სიტყუანი წმიდისანი განარისხნეს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და განრისხნა გულის-წყრომით უფალი საბაოთ ერსა თჳ<ს>სა ზედა და დადვა ჴელი მისი მათ ზედა და მოსრნა იგინი და განრისხნა მთათა ზედა და იქმნნეს მკურდარნი მათნი ვითარცა სკორჱ შორის გზასა, და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულის-წყრომაჲ მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ არს.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
აწ უკუჱ აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და წარმოიყვანნეს იგინი კიდითგან ქუეყანისაჲთ და აჰა ესერა მალედ ადრე მოვლენ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
არა ჰშიოდის არცა დაშურენ არცა ჰრულოდის არცა დაიძინონ არცა Page of ms. J: A40r  განიჴსნან სარტყელნი წელთა მათთა გან/ არცა განთქდენ საბელნი ფერჴთა მათთანი,

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
რომელთანა ისარნი მათნი მალე არიან და მშჳლდნი მათნი მორთხმულ, ფერჴნი ცხენთა მათთანი ვითარცა მყარი კლდჱ შერაცხილ არიან, ეტლის-თუალნი ეტლებისა მათისანი ვითარცა ნიავქარნი,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
მოიწინენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ ვითარცა ლეკუნი ლომთანი, და შეიპყრას და იზახოს ვითარცა მჴეცმან, და განიღოს, და არა ვინ იყოს მჴსნელ მათა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ღაღადებაჲ იყოს მათი მას დღესა შინა ვითარცა ოხრაჲ ზღჳსაჲ მღელვარისაჲ. და აღიხილნენ თუალნი ზეცად, და ქუეყანად დამართ. და აჰა ესერა ბნელი ფიცხელი, და ბნელი განკჳრვებასა მათსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.