TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 299
Previous part

Chapter: 50  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ესრე იტყჳს უფალი: ვქმენ წიგნი განტევებისაჲ დედისა თქუენისაჲ, რომლითა განვავლინე იგი. ანუ ვისა მე თანა-მდებ ვიყავ, და განგყიდენ თქუენ. აჰა ეგერა ცოდვითა თქუენითა განიფრდენით, და უშჯულობითა თქუენითა განუტევე დედაჲ თქუენი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოვედ, და არა ვინ იყო კაცი, და უწოდე, და არა ვინ იყო, რომელმანმცა ისმინა. აწ უკუჱ ვერ მე შემძლებელ არსა ჴელი ჩემი ჴსნად, ანუ ვერ მე ძალ მიცა განრინებად. აჰა ესერა მხილებითა ჩემითა მოვაოჴრო ზღუაჲ, და დავსხნე მდინარენი ოჴრად, და განჴმენ თევზნი მათნი ნაკლულევანებითა წყალთაჲთა, და წყურილითა მოსწყდენ იგინი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
შთავაცუა Page of ms. J: A84v  ცათა ბნელი, და/ ვითარცა არა რაჲ დავდვა სამოსელი მათი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
უფალმან ღმერთმან მცეს მე ენაჲ მეცნიერებისაჲ, რაჲთა უწყოდი მე სიტყუაჲ ჟამსა. განმაკრძალა მე განთიად ზრახვასა, და ცისკარს შემძინა მე ყური სმენად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და სწავლამან უფლისამან განახუნა ყურნი ჩემნი, ხოლო მე არა ურჩ ვექმნე, არცა სიტყუა-უგო.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ზურგი ჩემი მისცე გუემად, და ღაწუნი ჩემნი ყურიმლისცემად. და პირი ჩემი არა გარე-მივიქციო სირცხჳლისა მისგან ნერწ<ყ>ჳსა,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და უფალი შემწე მეყო მე. ამისთჳსცა არა მრცხუენა, არამედ ვყავ პირი ჩემი ვითარცა მყარი კლდე, და გულის-ჴმა-ვყავ, რამეთუ არა მრცხუენეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოახლებულ არს განმამართლებელი ჩემი: ვინ არს მოსაჯული ჩემი: წინა-აღმიდეგინ მე. და ვინ არს განმკითხველი ჩემი, მო-მე-ახლენ მე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა უფალი შემწე არს ჩემდა, ვინ არს ბოროტის-მყოფელ ჩემდა. აჰა ესერა თქუენ ყოველნი ვითარცა სამოსელნი დასძუელდეთ, და ვითარცა მღილმან შეგჭამნეს თქუენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ: ისმინენ ჴმაჲ მონისა მისისაჲ, რომელნი ვლენან ბნელსა, და არა არს მათ შორის ნათელი. ესევდით სახელსა უფლისასა, და განმტკიცენით ღმრთისა მიმართ ჩუენისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
აჰა ეგერა თქუენ ყოველნი ცეცხლისა აღაგზნებთ, და განაძლიერებთ ალსა. აწ ვიდოდეთ ნათელსა მას ცეცხლისა თქუენისასა, და ალითა მით რომელი აღაგზენით, ჩემთჳს გეყოს ესე თქუენ: მწუხარებით დაიძინეთ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.