TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 302
Previous part

Chapter: 53  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   უფალო ვინ მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი, და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
უთხრათ ჩუენ ესე მის წინაშე ვითარცა ყრმაჲ, ვითარცა ძირნი ქუეყანასა ურწყულსა ვიხილეთ ჩუენ იგი, და არა იყო ხილვაჲ იგი მისი, არცა დიდებაჲ.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
არამედ ხილვაჲ იგი მისი უპატიო, და დაკლებულ უფროჲს ძეთა Page of ms. J: A87r  კაცთასა./ კაცი გუემასა შინა იყო, და იცის დათმენაჲ სალმობათაჲ, რამეთუ არა გარე-მიიქცია პირი თჳსი, იგინი და არა შეირაცხა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამან უძლურებანი ჩუენნი იტჳრთნეს, და სალმობათა ჩუენთათჳს ნუგეშინის-გუეცეს, და ჩუენ შეგუერაცხა იგი სალმობათა შინა, და გუემათა და ძჳრთა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ხოლო იგი იწყლა უშჯულოებათა ჩუენთათჳს, და იგუემა ცოდვათა ჩუენთათჳს. სწავლაჲ მშჳდობისა ჩუენისაჲ მისა მიმართ, და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ყოველნი ვითარცა ცხოვარნი შეცთომილ ვიყვენით: კაცი გზასა თჳსსა შესცთა, და უფალმან მისცა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ხოლო იგი განბოროტებისა მისგან, არა აღაღებს პირსა თჳსსა. ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
სიმდაბლითა თჳსითა საშჯელი მისი მიეღო, და თესლტომი მისი ვინ მე უძლოს მითხრობად, რამეთუ მიღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი, და უშჯულოებისათჳს ერისა ჩემისა მიეცა იგი სიკუდიდ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ, და მდიდარნი იგი სიკუდილისა მისისა წილ. რამეთუ უშჯულოებაჲ მან არა რაჲ ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და უფალსა ჰნებავს განწმედად იგი წყლულებისა მისგან. უკუეთუ მისცეთ თქუენ ცოდვათა მათთჳს, თუალთა თქუენთა იხილონ ნათესავი მყოვარ-ცხორებული, და უფალსა ჰნებავს მოსპოლვად მისგან სალმობაჲ სულისა მისისაჲ,

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ჩუენებად მისა ნათელი, დაბადებად გულის-ჴმის-ყოფითა, განმართლებად მართლისა მის, დამონებად მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან, თავადმან აღიხუნეს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი, და ძლიერთაჲ Page of ms. J: A87v  განუყოს ნატყუენავი. ამისთჳს რამეთუ მიეცა სიკუდილსა/ სული მისი და უშჯულოთა თანა <შეირაცხა>, და მან ცოდვანი მრავალნი თავს-ისხნა, და უშჯულოებათა მათთათჳს მიეცა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.