TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 785
Previous part

Chapter: 53 
Verse: 1  Link to oskijer Link to sept   უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

Verse: 2  Link to oskijer Link to sept   
მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე,

Verse: 3  Link to oskijer Link to sept   
არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა.

Verse: 4  Link to oskijer Link to sept   
ესე გუემულებათა ჩუენთა იტჳრთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს, და ჩუენ შეჰვრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა.

Verse: 5  Link to oskijer Link to sept   
ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათჳს და გუემულ არს უსჯულოებათა ჩვენთათჳს, წურთა მშჳდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით.

Verse: 6  Link to oskijer Link to sept   
ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩვენთათჳს.

Verse: 7  Link to oskijer Link to sept   
და იგი განბოროტებისათჳს არა აღაღებს პირსა თჳსსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა.

Verse: 8  Link to oskijer Link to sept   
სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ.

Verse: 9  Link to oskijer Link to sept   
და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაჲ პირსა შინა მისსა.

Verse: 10  Link to oskijer Link to sept   
და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებისაგან, უკუეთუ მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოჲ და ჰნებავს უფალსა ჴელითა მისითა მოსპობაჲ ტკივილისაგან სულისა მისისა,

Verse: 11  Link to oskijer Link to sept   
ჩუენებად მისსა ნათელი და აღზელად გულისხმის-ყოფითა, განმართლებად მართალი კეთილმმონებელი მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან აღიხუნეს.

Verse: 12  Link to oskijer Link to sept   
ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს მიეცა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.