TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 310
Previous part

Chapter: 61  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სული უფლისაჲ ჩემ ზედა: ამისთჳსცა მცხო მე უფალმან მახარებელად გლახაკთა. მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა Page of ms. J: A93v  განტევებასა, და ბრმათა ახილვად:/

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
წოდებად წელიწადი უფლისაჲ სათნოჲ. და დღჱ იგი კუალად-გებისა ღმრთისა ჩუენისაჲ, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
მოცემად მგლოვარეთა სიონისათა დიდებაჲ მათი. ნაცრისა მის წილ საცხებელი სიხარულისაჲ მგლოვარეთა მათ, და სამკაული დიდებისაჲ სულისა მის წილ მოწყინებისაჲსა. და ეწოდოს მათ ნათესავ სიმართლისა, და ნერგ უფლისა სადიდებელად,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აღეშჱნნენ უდაბნონი საუკუნითგანნი, <და> პირველითგან მოოჴრებულნი იგი აღემართნენ, და განახლდენ ქალაქნი ოჴერნი მოოჴრებულნი ნათესავითი ნათესავითგან.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოვიდენ უცხოთა ნაშობნი მწყსად ცხოვართა შენთა, და უცხოთესლნი მჴნველად და ვენაჴის-მოქმედად თქუენდა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მსახურ ღმრთისა თქუენისა გერქუას თქუენ. ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა ზედა საკჳრველ იყვნეთ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ამისთჳსცა ქუეყანაჲ მათი მეორედ დაიმკჳდრონ, და სიხარული საუკუნჱ თავსა ზედა მათსა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე ვარ უფალი, რომელსა მიყუარს სიმართლჱ, და მოვიძულე ტაცებაჲ სიცრუვისაჲ, და მივსცე ნაშრომი იგი მათი მართალთა, და აღთქუმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და საცნაურ იყოს წარმართთა შორის ნათესავი მათი, და ნაშობნი მათნი შორის ერთა. ყოველმან რომელმან იხილნეს, იცნნეს იგინი, რამეთუ ესე არიან ნათესავნი კაცთანი კურთხეულნი ღმრთისა მიერ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და სიხარულით იხარებდენ უფლისა მიმართ. იხარებდინ სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი ცხორებისაჲ, და სამკაული სიხარულისაჲ: ვითარცა სიძესა დამადგა მე გჳრგჳნი, და ვითარცა სძალი შემამკო მე სამკაულითა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა ქუეყანაჲ, რომელმან აღაორძინის ყუავილი მისი, და ვითარცა მტილმან თესული თჳსი აღმოაცენის, ეგრეთ გამოაბრწყინოს უფალმან სიმართლჱ, და მხიარულებაჲ წინაშე ყოველთა თესლთა. ( 94)

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.