TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 326
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ისმინენ<ი>თ სიტყუანი ამის შჯულისანი, და ეტყოდი ყოველთა მიმართ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა მიმართ იჱრუსალემისათა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ; ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ; წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს სიტყუანი ამის შჯულისანი,

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
რომელ ვამცენ მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, საჴუმილისაგან რკინისაჲსა, და ვარქუ; ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ, და ყავთ ყოველი, რაჲცა მე გამცნო თქუენ. და მე ვიყო თქუენდა ღმრთად, და იყვნეთ თქუენ ჩემდა ერად.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რაჲთა დავამტკიცო ფიცი იგი ჩემი, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა, მიცემად მათა ქუეყანაჲ, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი ვითარცა დღჱ ესე. და მე მიუგე და ვთქუ; იყავნ უფალო.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ქადაგებდ სიტყუათა ამათ ქალაქთა შინა იუდაჲსთა და გარემო იჱრუსალემსა, და იტყოდე; ისმინენ<ი>თ სიტყუანი ამის შჯულისა<ნი>, და ყვენ<ი>თ იგინი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ წამებით ვწამე მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და მო-აქა-დღედმდე. აღვიმსთობდი და უწამებდ და ვეტყოდე; ისმინეთ ჴმისა ჩემისაჲ,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და არა ისმინეს, და არა მოყვნეს ყურნი მათნი, და ვიდოდა კაცი განმარჯუებასა გულისა მათისა უკეთურისასა, და მოვავლინენ მათ ზედა ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, რომელ ვამცენ მათ ყოფად, და არა ყვნეს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; იპოვა ნახჭი კაცთა შორის იუდაჲსთა და მკჳდრთა შორის იჱრუსალემისათა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მიაქციეს უშჯულოებასა მამათა მათთა პირველთასა, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთაჲ; და აჰა ესერა იგინი ვლენან კუალთა ღმერთთა უცხოთასა მონებად მათა. განაქარვა სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდაჲსმან/ Page of ms. J: A111v  აღთქუმაჲ ჩემი, რომელ აღუთქუ მამათა მათთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; აჰა ესერა მე მოვავლინო მათ ზედა ძჳრი, რომელთაგან ვერ შეუძ<ლ>ონ განრინებად მათ გან; ღაღადებდენ ჩემდამო, და მე არა ვისმინო მათი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და წარვიდენ ქალაქნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იჱრუსალემისანი, და ღაღადებდენ ღმერთთა მათ მიმართ, რომელთა იგი უკუმევდეს, და ჴსნით ვერ იჴსნ<ნ>ენ იგინი ჟამთა მათ ჭირისა მათისათა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ სწორად რიცხუთა ქალაქთა შენთასა იყვნეს ღმერთნი შენნი, იუდა, და სწორად რიცხუთა გზათა იჱრუსალემისათა დაჰმზადენ<ი>თ ბაგინნი სირცხჳლის-საგებელნი კუმევად ბაალისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები მათთჳს ლოცვით და თაყუანის-ცემით, რამეთუ არა ვისმინო მე მათი ჟამსა მას, რომელსა მხადოდიან მე, ჟამსა ჭირისა მათისასა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რად საყუარელმან შენმან შორის სახლსა ჩემსა ქმნა საძაგელი; აღნათქუემთა ნუ და ჴორცთა წმიდათა განგყარნენ უკეთურებანი შენნი, ანუ ამით ნუ განერე შენ.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ზეთის-ხილად შუენიერად საგრილად ხილვით, გიწოდა შენ უფალმან სახელი შენი, ჴმად წინადაცუეთისა აღატყდა ცეცხლი მას ზედა, დიდი ჭირი შენ ზედა, უნდო იქმნნეს რტონი შენნი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
უფალმან ძალთამან, რომელმან დაგნერგა შენ, თქუა შენთჳს ძჳრი უკეთურებისა წილ სახლისა ისრაჱლისა და სახლისა იუდაჲსა, რამეთუ ყვეს თავით მათით განრისხებაჲ ჩემი, რაჟამს უკუმევდეს იგინი ბაალს.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
უფალო გულის-ჴმა-მიყავ მე, და ვცნა, რამეთუ მაშინვე ვიხილენ ზაკულებანი მათნი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ხოლო მე ვითარცა კრავმან უმანკომან მიგურასა ჩემსა დაკლვად, არა ვაგრძენ, ჩემ ზედა იზრახეს ზრახვაჲ <ბოროტი> და თქუეს; მოვედით და შეურიოთ ძელი პურსა მისსა, და შევმუსროთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ, და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ მერმე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ხოლო შენ უფალო ძალთაო, მსაჯულო სიმართლისაო, გამომცდელო გულთა და თირკუმელთაო, მიხილავსმცა შენ-მიერი შურის-გებაჲ მათ შორის, რამეთუ შენდამი განვაცხადენ სამართალნი ჩემნი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოთელთა მეძიებელთა Page of ms. J: A112r  სულისა/ ჩემისათა, რომელნი იტყჳან, არა ჰწინაწარმეტყუელებდე სახელითა უფლისაჲთა, არა თუ მოჰკუდე ჴელთა შინა ჩუენთა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი ძალთაჲ; აჰა ესერა მე ძიება ვყო მათ ზედა, ჭაბუკნი მახჳლითა მოისრნენ, და ძენი მათნი და ასულნი მათნი სიყმილითა აღესრულნენ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და არა ვინ იყოს მათგანი დაშთომილ, რამეთუ მოვავლინო ძჳრი მკჳდრთა ზედა ანათოთისათა წელსა მას ძიებისა მათისასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.