TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 327
Previous part

Chapter: 12  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მართალ ხარ შენ, უფალო, და მე მიგიგო შენ, ხოლო სამართალივე ვთქუა შენდამი; რაჲსათჳს გზაჲ უღმრთოთაჲ წარემართის. განიშუეს ყოველთა, რომელნი გეცრუვნეს შენ სიცრუვით.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
დაჰნერგენ იგინი, და დაიმტკიცნეს ძირნი, შვილიერ იქმნნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირსა მათსა, და ჰშორავ თირკუმელთა მათთა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შენ უფალო მიცი მე; მიხილე მე, გამოჰცადე გული ჩემი წინაშე შენსა. შეკრიბენ იგინი ვითარცა ცხოვარნი კლვად, და განწმიდენ იგინი დღესა მას დაწყუედისა მათისასა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ, და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან მკჳდრთა ქუეყანისათა. განირყუნ<ნ>ეს პირუტყუნი და მფრინველნი <, , ,> უკუეთუ არა იხილნეს ღმერთმან გზანი ჩუენნი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ფერჴნი შენნი რგიან, და დაგაშრობენ შენ, ვითარ განემზადები შენ ჰუნეთა ზედა, და ქუეყანასა მშჳდობისასა არა ესავ; ვითარ მე ჰყო აღ<ძ>რვასა იორდანისასა.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისაჲ, ესენიცა გეცრუვნეს შენ და იგინიცა ღაღადებდეს უკუანა შენსა, და შეკრბეს შენ ზედა. ნუ გრწამნ მათი, რამეთუ გეტყოდიან შენ კეთილსა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
დაუტევე სახლი ჩემი, და დავაცადე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც საყუარელი სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ვითარცა ლომი მაღნარსა შინა, გამოსცა ჴმაჲ მისი ჩემ ზედა; ამისთჳს მოვიძულე იგი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ჴურელი ნუ აფთრისაჲ არს სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბი ნუ არს გარემო მისსა. წარვედით, შეკრიბენ<ი>თ ყოველნი მჴეცნი ველისანი, და მოვიდედ ჭამად მისა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
მწყემსთა მრავალთა განრყუნეს საყურძენი ჩემი, <...> მისცეს ნაწილი იგი ჩემი გულის-სათქუმელი უდაბნოდ უგზოდ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
იქმნა იგი განსარყუნელად წარსაწყმედელად; ჩემთჳს განრყუნით Page of ms. J: A112v  განირყუნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ/ არა არს კაცი, რომელმანმცა დაიდვა ესე გულსა თჳსსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოჲსათა მოვიდეს დაგლახაკებულნი უდაბნოსა ზედა, რამეთუ მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ მი-კიდედმდე ქუეყანისა, არა არს მშჳდობაჲ ყოველსა ჴორციელსა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ითესეთ იფქლი, და ეკალსა მოიმკით. ნაწილნი თქუენნი არა სარგებელ გეყვნენ თქუენ, გრცხუენოდენ სიქადულისაგან თქუენისა ყუედრებისაგან წინაშე ღმრთისა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ყოველთათჳს მოძმეთა თქუენთა უკეთურთა მწყემსთა, რომელნი ავნებენ სამკჳდრებელსა ჩემსა, რომელ განუყავ ერსა ჩემსა ისრაჱლსა. აჰა ესერა მე აღვიხუნე იგინი ქუეყანით მათით, და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და იყოს რაჟამს გამოვიყვანნე მე იგინი, მოვაქციო და შევიწყალნე იგინი, და დავაშჱნნე იგინი თითოეულად სამკჳდრებელსა თჳსსა, და კაცად-კაცადი ქუეყანასა თჳსსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყოს და ასწაონ თუ სწავლით ერსა ჩემსა გზაჲ ჩემი ფიცად სახელითა ჩემითა, ვითარმედ ცხოველ არს უფალი, ვითარცა იგი ასწავეს ერსა ჩემსა ფიცად ბაალისა, აღეშჱნნენ იგინი შორის ერსა ჩემსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ არა მოიქცენ, მოვსპო ნათესავი იგი მოსპოლვით და წარწყმედით, თქუა უფალმან.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.