TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 329
Previous part

Chapter: 14  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲსა მიმართ გუალვისათჳს.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
მგლოვარე იქმნა ჰურიასტანი, და ბჭენი მისნი დაცუდნეს, დაჰბნელდა ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იჱრუსალემისაჲ აღმაღლდა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და მდიდართა მათთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი წყლის, რამეთუ მივიდეს ჯურღმულებსა და არა პოვეს წყალი, <და> მიაქცინეს სარწყულნი მათნი ცუდნი, და ჰრცხუენა და კდემულ იქმნნეს, აღმოიგურნეს თავთა მათთა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და საქმეთა ქუეყანისათა მოაკლდა, რამეთუ არა იყო წჳმაჲ ქუეყანასა ზედა; <ჰრცხუენა მოქმედთა ქუეყანისათა> Page of ms. J: A114r  და აღმოიბურნეს/ თავსა მათსა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ირემნიცა იზუნეს ველსა გარე, და დაუტევნეს ნუკრნი, რამეთუ არა იყო მწუანე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
კანჯარნი დადგეს ველთა ზედა, და წოვდეს ქარსა ვითარცა ვეშაპნი. მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივაჲ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ცოდვანი ჩუენნი წინააღმიდგებიან ჩუენ, უფალო, ყავ წყალობა სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა, <რამეთუ შენ შეგცოდეთ.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
თმენაო ისრაჱლისაო> უფალო, გჳჴსნენ ჩუენ ჟამსა ჭირისასა, რაჲსათჳს იქმენ ვითარცა მსხემი ქუეყანასა ზედა და ვითარცა მკჳდრი და მიაქცევნ საყოფლად თჳსა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ნუ იყოფი ვითარცა კაცი მძინარჱ, და ვითარცა მამაკაცი ვერ შემძლებელი განრინებად, და შენ ჩუენ შორის ხარ უფალო, და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა, ნუ დაგჳვიწყებ ჩუენ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ესრე იტყჳს უფალი ერისა ამისთჳს, შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ, და არა ჰრიდეს, და ღმერთმან არა ინება მათ შორის, აწ მოიჴსენოს უშჯულოებათა მათთაჲ, და აღხილვა ყოს ცოდვათა მათთაჲ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან, ნა ილოცავ ამის ერისათჳს კეთილობად,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო იმარხვიდენ ღათუ, არავე ვისმინო ლოცვისა მათისაჲ; და შე-ღათუ-წირნენ მრგულიად-დასაწუველნი საკუერთხთანი, არა მთნდენ იგინი, არამედ მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა მე მოვასრულნე იგინი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ვთქუ; რომელი ეგე ხარ თავადი უფალ, აჰა ესერა წინაწარმეტყუელნი მათნი უთხრობენ მათ, ვითარმედ არა იხილოთ მახჳლი, და სიყმილი არა იყოს თქუენ შორის, არამედ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მოვსცე ქუეყანასა და ადგილსა ამას.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; ჱილსა <წინაწარმეტყუელნი> წინაწარმეტყუელებენ სახელითა ჩემითა; არა მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და არცა ვიტყოდე მათა მიმართ, რამეთუ ხილვათა ტყუილისათა და ცუდისათა და ნებათა გულისა მათისათა გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი; წინაწარმეტყუელნი, რომელნი წინაწარმეტყუელებენ სახელითა ჩემითა, და მე არა მივავლინენ იგინი, რომელნი იგი იტყჳან, მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა, სიკუდილითა და სენითა წრტიალითა და მახჳლითა და სიყმილითა აღესრულნენ წინაწარმეტყუელნი იგი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და ერი ეგე, რომელთა იგინი უწინაწარმეტყუელებდენ მათ. და იყვნენ დაგდებულ გზათა ზედა იჱრუსალემისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა, Page of ms. J: A114v  და არა ვინ იყოს/ მფლველ მათა, იგინი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხა მათ ზედა ძჳრი მათი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე; გარდამოადინნედ თუალთა თქუენთა ცრემლნი დღჱ და ღამჱ, და ნა მოაკლებედ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისაჲ და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
გან-თუ-ვიდე ველად, და აჰა მუნ მოწყლულნი მახჳლისანი, და შე-თუ-ვიდე ქალაქად, აჰა ესერა სალმობაჲ სიყმილისაჲ, რამეთუ წინაწარმეტყუელი და მღდელი წარვიდეს ქუეყანად, რომელ არა იცოდეს.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ნუმცა შეურაცხებით შეურაცხ-ჰყავ იუდაჲ, ანუ სიონით განეშორა სული შენი, რად გუწყლენ ჩუენ, და არა არს ჩუენდა კურნება. ვითმენდით მშჳდობად, და არა არს კეთილი, ჟამად ლხინებისა, და აჰა ესერა აღტეხაჲ;

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
უწყნით, უფალო, ცოდვანი ჩუენნი და უშჯულოებანი მამათა ჩუენთანი, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
დააცხრვე სახელითა შენითა; ნუ წარს<წ>ყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა, მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა, რომელ არს ჩუენ თანა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
არს ნუ ვინ კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელ, და ცამან მოსცეს სიმაძღრჱ თჳსი, არამედ შენ ხარ თავადი უფალ, და დაგითმოთ შენ, რამეთუ შენ შეჰქმენ ესე ყოველი.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.