TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 812
Previous part

Chapter: 14 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უწჳმროებისათჳს.

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
იგლოვა იუდეამან, და ბჭენი მისნი დაცალიერდეს, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იერუსალჱმისაჲ აღვიდა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დიდ-დიდთა მისთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი მერწყულად. მივიდეს ჯურღმულთა ზედა, და ვერ პოვეს წყალი და მიაქცინეს ჭურჭელნი მათნი ცალიერად. ჰრცხუენა და კდემულ იქმნეს და დაიფარნეს თავნი მათნი.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და საქმენი ქუეყანისანი მოაკლდეს, რამეთუ არა იყო წჳმაჲ. სირცხჳლეულ იქმნეს მუშაკნი, დაიფარნეს თავნი მათნი

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ირემნი ველთა ზედა იზუებვოდეს და დაუტევებდეს, რამეთუ არა იყო მწუანე.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვირნი ველურნი დადგეს ბორცვთა ზედა, მოიზიდნეს ქარნი, ვითარცა ვეშაპმან. მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივა.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ ცოდვანი ჩემნი წინადამიდგეს ჩუენ, უფალო, მყვენ ჩუენ სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა. შენ შეგცოდეთ.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
თმენაო ისრაჱლისაო უფალო, დაგჳჴსნენ ჟამსა შინა ბოროტსა. რაჲსათჳს იქმენ, ვითარცა რაჲ მსხემი, ქუეყანასა ზედა და ვითარცა მის ქუეყანისა მიმქცევი სავანედ?

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი, ანუ ვითარცა მამაკაცი შემძლებელი განრინებად და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო. და სახელი შენი ზედწოდებულ არს ჩუენ ზედა. ნუ დამივიწყებ ჩუენ.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვსრეთ ეტყჳს უფალი ერსა ამას: შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ და არა ჰრიდეს. და ღმერთმან არ სათნო იყო მათ შორის. აწ მოიჴსენოს უსჯულოებათა მათთაჲ და ზედმიიხილოს ცოდვათა მათთა.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს საკეთილოდ,

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
რამეთუ უკუეთუ იმარხვიდენ, არა ვისმინო ვედრებისა მათისაჲ. და უკუეთუ შემოსწირვიდენ ყოვლადდასაწუელთა და მსხვერპლთა, არა სათნო ვიყო მათ შორის, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მე მოვასრულნე იგინი.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვთქუ: მყოფო უფალო მეუფეო! აჰა, წინასწარმეტყუელნი მათნი. წინაწარმეტყუელებენ და იტყჳან. არა იხილოთ მახჳლი და სიყმილი არა იყოს თქვენ შორის, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მივსცე ქუეყანასა ზედა და ადგილსა ამას შინა.

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: ცილსა წინაწარმეტყუელებენ წინაწარმეტყუელნი სახელსა ზედა ჩემსა. არა მივავლინენ იგინი, და არა ვამცენ მათ, და არა ვიტყოდე მათდა მიმართ, რამეთუ ხილვათა ცრუთა და მისნობათა და სახრვათა და აღრჩევათა გულისა მათისათა გიწინაწარმეტყუელებენ თქვენ იგინი.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთათჳს: მწინაწარმეტყუელებთა სახელითა ჩემითა და მე არ მოვავლინენ იგინი. რომელნი იტყჳან: მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ და სიყმილისა მიერ, მოესრულნენ წინაწარმეტყუელნი.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ერი, რომელთა ეგენი უწინაწარმეტყველებენ მათ, და იყუნენ დაცჳვნებულ საგზაურთა ზედა იერუსალიმისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა. და არა იყოს დამფლველი მათი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხნე მათ ზედა ძჳრნი მათნი.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სთქუა მათდა მიმართ სიტყუაჲ ესე: დამოადინენით თვალთაგან თქუენთა ცრემლნი დღე და ღამე და ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისა და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
გან-თუ-ვიდე ველად, და, აჰა, წყლულებანი მახჳლისანი, და შე-თუვიდე ქალაქად, და აჰა, ტკივილი სიყმილისაჲ, რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელი წარვიდეს ქუეყანად, რომელი არა იცოდეს.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ შეურაცხ-მყოფელმან შეურაცხ-ჰყავ იუდა, და სიონით განეშორა სული შენი. რაჲსათჳს დამცენ ჩუენ? და არა არს ჩუენდა კურნებაჲ? დავითმინეთ მშჳდობისათჳს, და არა არიან კეთილნი ჟამად კურნებისად და, აჰა, შფოთი.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვაგრძნენით, უფალო, ცოდვანი ჩუენნი, უსამართლოებანი მამათა ჩუენთანი, ვითარმედ ვცოდეთ წინაშე შენსა.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დააცხრვე სახელისა შენისათჳს. ნუ წარსწყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა. მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა ჩუენ თანა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ არსა კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელი? და უკუეთუ ცამან მოსცეს სიმაძღრე თჳსი, არა შენ ხარა თავადი, უფალი, ღმერთი ჩუენი? და დაგითმობთ შენ, რამეთუ შენ ჰქმნენ ყოველნი ესე.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.