TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 160
Previous part

Chapter: 14  
თავი 14



Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უწჳმოებისათჳს:

Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იგლოვა იუდეამან, და ბჭენი მისნი დაცალიერდეს, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იერუსალიმისაჲ აღვიდა,

Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დიდ-დიდთა მისთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი მერწყულად. მივიდეს ჯურღმულთა ზედა და ეერ პოვეს წყალი და მიაქცინეს ჭურჭელნი მათნი ცალიერად, ჰრცხუეწა და კდემულ იქმნნეს და დაიფარნეს თავნი მათნი,

Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და საქმენი ქუეყანისანი მოაკლდეს რამეთუ არა იყო წჳმაჲ, სირცხჳლეულ იქმნნეს მუშაკნი, დაიფარნეს თავნი მათნი,

Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
[და] ირემნი ველთა ზედა იზუებვოდეს და დაუტევებდეს, რამეთუ არა იყო მწუანე.

Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვირნი ველურნი დადგეს ბორცუთა ზედა, მოიზიდნეს ქარნი, ვითარცა ვეშაპმან; მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივაჲ.

Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ცოდვანი შენნი წინადამიდგეს ჩუენ, უფალო, მყვენ ჩუენ სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა, შენ შეგცოდეთ.

Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თმენაო ისრაილისაო, უფალო, დაგჳჴსნი ჟამსა შინა ბოროტსა. რაჲსათჳს იქმენ, ვითარცა რაჲ მსხემი ქუეყანასა ზედა და ვითარცა მის ქუეყან\ისა Page of ed. 1709: 81a  მიმქცევი სავანედ?

Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი ანუ ვითარცა მამაკაცი, [ვერ] შემძლებელი განრინებად. და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო, და სახელი შენი ზედ-წოდებულ არს ჩუენ ზედა, ნუ დამივიწყებ ჩუენ.

Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესრეთ ეტყჳს უფალი ერსა ამას: შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ და არა ჰრიდეს და ღმერთმან არსათნო ყო მათ შორის, აწ მოიჴსენოს უშჯულოებათა მათთაჲ და ზედ-მიიხილოს ცოდვათა მათთაჲ.

Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს საკეთილოდ,

Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ, უკუეთუ იმარხვიდენ, არა ვისმინო ვედრებისა მათისაჲ, და უკუეთუ შემოსწირვიდენ ყოვლად-დასაწუელთა და მსხუერპლთა, არა სათნო ვიყო მათ შორის, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მე მოვასრულნე იგინი.

Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვთქუ: მყოფო უფალო მეუფეო, აჰა წინაჲსწარმეტყუელნი მათნი წინაჲსწარმეტყუელებენ და იტყჳან: არა იხილოთ მახჳლი, და სიყმილი არა იყოს თქუენ შორის, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მივსცე ქვეყანას ზედა და ადგილსა ამას შინა.

Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო: ცილსა წინაჲსწარმეტყუელებენ წინაჲსწარმეტყუელნი სახელსა ზედა ჩემსა, არა მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ და არა ვიტყოდე მათდა მიმართ, რამეთუ ხილვათა ცრუთა და მისნობათა და სახრვათა და აღრჩევათა გულისა მათისათა გაწინაჲსწარმეტყუელებენ თქუენ იგინი.

Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი წინაჲსწარმეტყუელთათჳს, მწინაჲსწარმეტყუელებთა სახელითა ჩემითა, და მე არა მიმავლინენ იგინი, რომელნი იტყჳან: მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა, სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ და სიყმილისა მიერ მოესრულნენ წინაჲსწარმეტყუელნი.

Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ერი, რომელთა ეგენი უწინაჲსწარმეტყუელებენ მათ, და იყვნენ დაცჳნებულ საგზაურთა ზედა იერუსალიმისათა პირისაგან მ[ა]ხჳლისა და სიყმილისა, და არა Page of ed. 1709: 81b  იყოს დამფლველი მათი, და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხნე მათ ზედა ძჳრნი მათნი.

Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთქუა მათდა მიმართ სიტყუაჲ ესე: დამოადინენით თუალთაგან თქუენთა ცრემლნი დღე და ღამე და ნუ მოაკლდებიან, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული, ასული ერისა ჩემისაჲ, და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
გან-თუ-ვიდე ველად, და აჰა წყლულებანი მახჳლისანი, და შე-თუ-ვიდე ქალაქად და აჰა ტკივილი სიყმილისაჲ, რამეთუ მღდელი და წინაჲსწარმეტყუელი წარვიდეს ქუეყანად, რომელი არა იცოდეს.

Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ შეურაცხ-მყოფელმან შეურაცხ-ჰყავ იუდაჲ, და სიონით განეშორა სული შენი? რაჲსათჳს დამცენ ჩუენ, და არა არს ჩუენდა კურნებაჲ? დავითმინეთ მშჳდო[ბ]ისათჳს, და არა არიან კეთილნი ჟამად კურნებისად, და აჰა შფოთი.

Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ვაგრძნენით, უფალო, ცოდვანი ჩუენი, უსამართ[ლ]ოებანი მამათა ჩუენთანნი, ვითარმედ ვცოდეთ წინაშე შენსა.

Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
დააცხრვე სახელისა შენისათჳს, ნუ წარსწყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა; მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა ჩუენ თანა.

Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ არსა კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელი? და უკუეთუ ცამან მოსცეს სიმაძღრე თჳსი? არა შენ ხარა თავიადი უფალი ღმერთი ჩუენი? და დაგითმობთ შენ, ჰქმნენ ყოველნი ესე.




Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.