TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 333
Previous part

Chapter: 18  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   სიტყუაჲ რომელი იყო იერემიაჲსა მიმართ უფლისა მიერ, და ჰრქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი ჩემნი,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და შთავედ სახედ მეკეცისა, და აჰა იქმოდა იგი საქმეთა ქვათა ზედა.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და განერა ჭურჭელი იგი ჴელთა შინა მისთა, რომელსა იქმოდა თიჴისაგან, და კუალად Page of ms. J: A118r  შექმნა იგი ჭურჭრად სხუად, ვითარცა/ სთნდა წინაშე მისსა საქმედ იგინი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო, და მრქუა; არქუ მათ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ვითარცა მეკეცემან ამან ვერ უძლო შესაქმედ, თქუა უფალმან. აჰა ესერა ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეცა თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაჱლისაო.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
აღსასრული ვთქუა ნათესავთა ზედა და მეუფებათა მოსპოლვად მათა, და დარღუევად მათა, და წარწყმედად მათა.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოიქცეს ნათესავი იგი უკეთურებათაგან მათთა, და მე შევინანო ბოროტებათა მათთათჳს, რომელ ვზრახენ ყოფად მათა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და სრულიად ვთქუა ნათესავთა ზედა და მეუფებათა ზედა აღშჱნებად მათა, და დანერგვად მათა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და თუ ყონ ბოროტი წინაშე ჩემსა არა სმენად ჴმისა ჩემისა, და მეცა შევინანო კეთილისა მისთჳს, რომელ ვთქუ ყოფად მათა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და აწ არქუ კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იჱრუსალემისათა; ესრე იტყჳს უფალი, აჰა ესერა მე შევქმნე თქუენ ზედა <ძჳრი, და ვზრახო თქუენ ზედა> ზრახვაჲ, მოიქეცით კაცად-კაც<ად>ი გზისაგან <თჳსისა> უკეთურისა, და უკეთჱს ყვენ<ი>თ გზანი თქუენნი და სლვანი თქუენნი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და თქუეს; განვძლიერდეთ და კუალსა განდრეკილებისა ჩუენისასა ვიდოდით, და კაცად-კაცადმან ნებაჲ გულისა ჩუენისა უკეთურისაჲ ვყოთ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს ესრე იტყჳს უფალი, იკითხეთ და წარმართთა შორის, ესმინოს მე ვის ესე-მლევანი საზარელი დიდი, რომელ ყო ქალწულმან იჱრუსალემისამან.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მო-ნუ-აკლდენ კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანით; უკუნ-ნუ-აქციის წყალი სასტიკებით ქარისა მოსლვამან.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, და ცუდად უკუმევდეს, და მოუძლურდენ იგინი გზათა მათთაგან ნაწილთა საუკუნეთა სლვად მათა ალაგთა, რომელთაჲ არა არს გზაჲ;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ყოფად ქუეყანაჲ მათი განსარყუნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველთა თანა-წარმავალთა დაუკჳრდეს, და შეხარონ თავი მათი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
ვითარცა ქარმან შემწუველმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა; უჩუენო მათ ზურგი და არა პირი დღესა მას წარწყმედისა მათისასა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და თქუეს; Page of ms. J: A118v  მოვედით და ვზრახოთ/ ზრახვაჲ იერემიაჲს ზედა, რამეთუ არა წარწყმდის შჯული მღდელისაგან და ზრახვაჲ ბრძნისაგან და სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და ვგუემოთ იგი ენითა, და ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართალისა ჩემისაჲ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მისა დაეგის ბოროტი კეთილისა წილ, რამეთუ შეიზრახნეს სიტყუანი სულისა ჩემისათჳს, <და> ტანჯვაჲ ჩემი ეგულების, მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე შენსა სიტყუად მათთჳს კეთილისა, რაჲთამცა გარე-მიიქცა გულის-წყრომაჲ შენი მათგან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მისცენ შვილნი მათნი სიყმილსა, და შეაყენენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმნნედ ცოლნი მათნი უშვილო და ქურივ, და ქმარნი მათნი იყვნედ მოსრვულ სიკუდილითა, და ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
იყავნ ღაღადებაჲ სახლებსა შინა მათსა; მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მეყსეულად, რამეთუ იწყეს სიტყუაჲ შეპყრობად ჩემდა, <და> მახჱ დამირწყუეს მე.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და შენ უფალო უწ<ყ>ი ყოველი ზრახვაჲ მათი ჩემ ზედა სიკუდიდ; ნუ უბრალოს ჰყოფ უშჯულოებათა მათთა, და ცოდვათა მათთა ნუ აჰჴოც, <და> იყავნ უძლურებაჲ მათი წინაშე შენსა, ჟამსა გულის-წყრომისა შენისასა ყავ მათთჳს.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.