TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 318
Previous part

Chapter: 3  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   უკუეთუ განუტეოს კაცმან ცოლი თჳსი, და წარვიდეს მისგან, და იყოს იგი ქმრის სხჳსა, მო-ნუ-იქცეს მოქცევით მერმე მისა ვე, არამედ შეგინებით შეიგინის დედაკაცი იგი, და შენ ისიძვე მწყემსთა თანა მრავალთა, და მოიქეც ჩემდა ვე, იტყჳს უფალი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ათიხილენ თუალნი შენნი, და იხილე სადა არა შეიგინე, გზათა ზედა დაშჯედ, და ილოდე ვითარცა ყუავი უდაბნოსა შინა მარტოჲ; შეაგინე ქუეყანაჲ იგი სიძვითა შენითა და უკეთურებითა შენითა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და გესხნეს შენ მწყემს მრავალ საცთურად შენდა; პირი ვითარცა როსკიპისაჲ გექმნა შენ, ურცხჳნა იქმენ ყოველთა მიმართ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
არა ვითარ სახლ მიწდე მე, და მამა და მფლობელ სიქალწულე შენი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და-ნუ-ადგრესა უკუნისამდე, ანუ და-ნუ-იმარხოსა ძლევად. აჰა ესე<რა> სთქუ, და ჰყავ ძჳრი ესე, და განსძლიერდი.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან დღეთა იოსია მეფისათა; იხილე რაჲ მიყვეს მკჳდრთა ისრაჱლისათა. მივიდეს ყოველთა მთათა მაღალთა და ქუეშჱ ყოველთა ხეთა სერტყთა, და ისიძვიდეს მუნ.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ შემდგომად სიძვისა მისისა, მოიქეც ჩემდა ვე, და არა მოიქცა. და იხილა სიცრუვჱ მისი უწესომან იუდა დამან მისმან.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ვიხილე რამეთუ ყოველთათჳს, რომელთაგან გარდავარდა იგი რომელთაგან იმრუშებდა მკჳდრი ისრაჱლი, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა მისთა, და არა შეიშინა უწესომან იუდა დამან Page of ms. J: A101v  მისმან, და წარვიდა, და ისიძვა მანცა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და იქმნა სიძ/ვაჲ იგი მისი არად, და შეაგინა ქუეყანაჲ, და იმრუშა ძელსა და ქვასა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ამათ ყოველთაგან არა მოიქცა უწესოჲ იუდა დაჲ მისი ყოვლითა გულითა მისითა, <არამედ სიცრუვით>.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; განიმართლა სული თჳსი განდგომამან ისრაჱლისამან უწესოჲსაგან იუდაჲსა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
მივედ და აღმოიკითხენ სიტყუანი <ესე> ჩრდილოჲთ კერძო, და არქუ; მოიქეც ჩემდა მკჳდრი ისრაჱლისაჲ, იტყჳს უფალი, და არა დავიმტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, იტყჳს უფალი, და არა გრისხვიდე თქუენ უკუნისამდე.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
გარნა გულის-ჴმა-ყავ უშჯულოებაჲ შენი, რამეთუ უფლისა ღმრთისა შენისა მიმართ უღმრთო იქმენ, და განამრავლენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქუეშჱ ყოველსა ხესა სერტყოანსა, ხოლო ჴმისა ჩემისაჲ არა ისმინე, იტყჳს უფალი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მოიქეცით შვილნი განდგომილნი, იტყჳს უფალი, რამეთუ მე გეუფლო თქუენ, და მოვიღო თქუენგან ერთი ქალაქისაგან, და ორი ნათესავისაგან, და მოგიყვანნე თქუენ სიონდ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და გცე თქუენ მწყემს ნებად გულისა ჩემისა, და მწყსით გმწყსიდეს თქუენ მეცნიერებით .

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იყოს გან-თუ-ჰმრავლდეთ და აღორძნდეთ ქუეყანასა ზედა, თქუა უფალმან; მათ დღეთა შინა, იტყჳს უფალი, არღარა თქუან ვითარმედ კიდობანი აღთქუმისაჲ წმიდისა ისრაჱლისაჲ, არა მოუჴდეს გულსა, არცა სახელ-ედვას მას შინა, და არა მოიძიოს მერმე, და არცა იქმნას მერმე.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და მათ დღეთა შინა და მას ჟამსა უწოდიან იჱრუსალემსა საყდრად უფლისად, და შეკრბენ მუნ ყოველნი წარმართნი სახელითა უფლისაჲთა იჱრუსალემდ, და არღარა ვიდოდიან იგინი მერმე შემდგომად ნებათა გულისა მათისა უკეთურისათა.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მათ დღეთა შინა შეკრბეს სახლი იუღაჲსი სახლსა თანა ისრაჱლისასა, და მოვიდენ ერთბამად Page of ms. J: A102r  ჩრდილ/ოჲთ ყოველთაგან სოფელთა ქუეყანად, რომელ დაუმკჳდრე მამათა მათთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მე ვთქუ; იყავნ უფალო, რამეთუ დაგადგინენ თქუენ შვილად, და მიგეც თქუენ ქუეყანაჲ რჩეული სამკჳდრებელი სახელოვანი ღმრთისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ. და გარქუ; მამად მიწოდეთ მე, და ჩემგან ნუ გარე-მიიქცევით.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ხოლო ვითარცა ეცრუვის ცოლი თანა-მყოფსა თჳსსა, ეგრე მეცრუვა მე სახლი ისრაჱლისაჲ და სახლი იუდაჲსი, იტყჳს უფალი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ, რამეთუ უშჯულოებდეს გზათა თჳსთა, და დაივიწყეს ღმერთი წმიდაჲ მათი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
მოიქეცით, შვილნო, მოქცევით, და მე გილხინო წყლულებათა თქუენთა; აჰა ესერა ჩუენ ვიყვნეთ შენდა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ნანდჳლ ნაცილ იყვნეს ბორცუნი და ძალი მთათაჲ, ხოლო უფლისაგან არს ღმრთისა ჩუენისა ცხორებაჲ სახლსა ისრაჱლისასა.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და სირცხჳლმან განკაფნა შრომანი მამათა ჩუენთანი სიჭაბუკით მათითგან, და იყო ცხოვარი მათი და ზუარაკები მათი, ძენი მათნი და ასულნი მათნი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
დავწევით სირცხჳლითა ჩუენითა, და დაგუფარნა ჩუენ გინებამან ჩუენმან, რამეთუ წინაშე უფლისა ჩუენისა ვცოდეთ ჩუენ და მამათა ჩუენთა სიჭაბუკით ჩუენითბან მო-აქა-დღედმდე, არა ვისმინეთ ჴმაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.