TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 801
Previous part

Chapter: 3 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   უკეთუ განავლინოს ქმარმან ცოლი თჳსი. და წარვიდეს მისგან და იქმნეს ქმრისა სხჳსა, ნუ მოქცევით მოიქცესა მისდამი მერმე? არა შეგინებით შეიგინოსა დედაკაცი იგი? და შენცა განჰმეძვენ მწყემსთა შორის მრავალთა და მოაქციე ჩემდამო, - იტყჳს უფალი, _

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
აღიხუენ თუალნი შენნი მართლიად. და იხილე, სადა არ შემწიკულე, გზათა ზედა დასჯდე მათ თანა, ვითარცა ყუავი მოოჴრებული მარტო. და შეაგინე ქუეყანა სიძვათა მიერ შენთა და უკეთურებათა მიერ შენთა.

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და გაქუნდეს მწყემსნი მრავალნი საბრჴედ თავისა თჳსისა, შესახედავი მეძვისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ,

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
არა ვითარცა სახლი მიწოდე მე, და მამა წინამძღუარ ქალწულებისა შენისა?

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნუ დაადგრეს უკუნისამდე. ანუ დაცვულ იქმნეს საძლეველად? აჰა, სთქუენ და ჰქმნენ ძჳრნი ესე, და შეუძლე.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქუა უფალმან ჩემდამო დღეთა შინა იოსია მეფისათა: იხილენ, რომელნი მიყვნა მე სახლიერობამან ისრაილისამან. წარვიდა ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ვარჯოანსა, და ისიძვა მუნ.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვარქუ შემდგომად სიძვისა მისისა ამათ ყოველთასა: ჩემდა მოაქციე, და არ მოაქცია. და იხილა უზაობაჲ მისი უზავომან იუდა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ვიხილე, რამეთუ ყოველთათჳს, რომელთა დატევებულ იქმნა, რომელთა შინა იმრუშებდა სახლობაჲ ისრაილისა, და განვავლინე იგი, და მივეც მას წიგნი განტევებისა ჴელთა ზედა მისთა. და არა შეშინდა უზავი იუდა, დაჲ მისი, და წარვიდა და ისიძვა მანცა.

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იქმნა არარად სიძვა მისი, და შესვარა ქუეყანა და იმრუშა ძელი და ქვაჲ.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ამათ ყოველთა ზედა არა მოიქცა ჩემდამო უზავი იუდაჲ, დაჲ მისი, ყოვლით გამო გულისა მისისათ; არამედ ტყუილით, - თქვა უფალმან.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და თქვა უფალმან ჩემდამო: განიმართლა სული თჳსი ისრაილმან უზავობისა მიერ იუდაჲსა.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვიდოდე და წარიკითხენ სიტყუანი ესე ჩრდილოდ მიმართ და თქუა: მოიქეცით ჩემდამო სახლობაჲ ისრაილისა, - იტყჳს უფალი, - და არ განვიმტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მოწყალე ვარ მე, - იტყჳს უფალი, - და არა ძჳრისმჴსენებელი თქუენი უკუნისამდე.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ოდენ ცან უსამართლოება შენი, ვითარმედ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა, უთნო იქმენ და გარდასთხიენ გზანი შენნი უცხოთა მიმართ ქუეშე ყოვლისა ხისა ვარჯოვნისა, ხოლო ჴმისა ჩემისა არა ისმინე, - იტყჳს უფალი, _

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მოიქეცით, ძენი განდგომილისანი, - იტყჳს უფალი, - მით, რამეთუ მე დაგეუფლო თქუენ, და მიგიხუნე თქუენ ერთი ქალაქისაგან და ორნი ტომისაგან, და შეგიყვანნე თქუენ სიონდ.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მიგცნე თქუენ მწყემსნი გულისაებრ ჩემისა და გმწყსიდენ თქუენ მმწყსელნი ჴელოვნებით.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, უკეთუ განმრავლდეთ და აღორძნდეთ ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი, - და მათ დღეთა შინა არა თქვან: მერმე კიდობანი აღთქუმისა წმიდისა ისრაილისა არა აღვიდეს გულსა ზედა, არცა სახელ-იდვას მის შორის, არცა ზედგანიხილვოს და არა იქმნას მერმე მათ დღეთა შინა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და იყოს, მას ჟამსა შინა უწოდდენ იერუსალიმსა საყდარ უფლისა, და შეკრბენ მისდამი ყოველნი წარმართნი სახელითა უფლისათა იერუსალიმად, და არა ვიდოდიან მერმეცა შემდგომად მოგონებათა მათთა გულისა უკეთურისათა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მათ დღეთა შინა თანად მოვიდენ სახლი იუდაჲსი, სახლსა თანა ისრაილისასა, და მოვიდენ ერთბამად ჩრდილოთ გამო და ყოველთაგან სოფლებთა ქუეყანისა მომართ, რომელი დაუმკვიდრეს მამათა მათთა.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მე ვთქუ: იყავნ, უფალო, ოდეს დაგაწესო შენ შვილად, და მიგცე შენ ქუეყანა რჩეულად სამკჳდრებელად სახელოვანი, ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისად წარმართთასა და ვთქუ: მამად მხადო მე და ჩემგან არა განსდგე,

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
გარნა ვითარ იცრუის დედაკაცმან თანამყოფისამე თჳსისა, ეგრეთ იცრუა ჩემდამო სახლმან ისრაილისამან, - იტყჳს უფალი.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ჴმა ბაგეთაგან ისმა ტირილისა და ვედრებისა ძეთა ისრაილისათა მით, რამეთუ იმძლავრნეს გზათა მათთა შინა, დაივიწყეს ღმრთისა წმიდისა მათისა.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
მოიქეცით, ძენო მომქცეველნო; და განვჰკურნნე შემუსრვილებანი თქვენნი: აჰა, მიხილენ ჩუენ, შენნი ვართ, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩუენი ხარ.

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ნანდვილ ტყუილი სადმე იყვნეს ბორცუნი და ძალი მთათაჲ, გარნა უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა მაცხოვარება ისრაილისა.

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ხოლო სირცხჳლმან განლინა რუდუნებანი მამათა ჩუენთანი სიჭაბუკითგან მათით: ცხოვარნი მათნი, და ზუარაკნი მათნი, ძენი მათნი, და ასულნი მათნი.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დავიძინეთ სირცხჳლსა შინა ჩუენსა, და ზედ დამფარნა ჩუენ უპატივოებამან ჩუენმან მით, რამეთუ წინაშე ღმრთისა ჩუენისა ვცოდეთ ჩუენ და მამათა ჩუენთა სიჭაბუკით ჩუენითგან, ვიდრე ამის დღისამდე, და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.