TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 323
Previous part

Chapter: 8  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   მას ჟამსა შინა, იტყჳს უფალი, გამოიხუნენ ძუალნი მეფეთა იუდაჲსთანი, და ძუალნი მთავართა მათთანი, და ძუალნი მღდელთანი, და ძუალნი წინაწარმეტყუელთანი, და ძუალნი მკუდართა იჱრუსალემისათანი სამარეთაგან მათთა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და განჴმენ იგინი წინაშე მზისა და წინაშე მთოვარისა და წინაშე ყოველთა ვარსკულავთა და წინაშე ყოველთა ძალთა ცისათა, რომელ შეიყუარნეს, და რომელთა ჰმონებდეს, და რომელთასა კუალსა შეუდბეს, და რომელთა ერჩდეს, და რომელთა თაყუანის-სცეს მათ; არა შეიკრიბნენ იგინი არცა დაეფლნენ, <არამედ> საკიცხელად იყვნენ პირსა ზედა ქუეყანისასა.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აღირჩიეს მათ სიკუდილი ვიდრე ცხორებასა, და საწადელ იყო სიკუდილი უფროჲს ცხორებისა ყოველთა ნეშტთა, რომელნი დაშთომილ იყვნენ ნათესავისა მისგან უკეთურისა <ყოველსა ადგილსა>, სადაცა განვიშოვრნე იგინი მუნ, იტყჳს უფალი ძალთაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და სთქუა მათა მიმართ; ესრე იტყჳს უფალი; ანუ რომელ იგი დაეცის, არღარა ნუ აღდგისა; ანუ რომელმან მიაქციის, არღარა ნუ მოაქციისა. Page of ms. J: A108r 

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რაჲსათჳს მიაქცია ერმან ჩემმან ესრე,/ და იჱრუსალემმან მიქცევითა ლირბებისაჲთა, და დაემტკიცნეს იგინი გონებათა შინა მათთა, და არა ინებეს მოქცევად.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ყური მოყავთ და ისმინეთ, <არა ესრე იტყოდიან>; არა არს კაცი მონანული უკეთურებისაგან თჳსისა, რომელმანმცა თქუა; რაჲ მიყოფი<ე>ს, არა მოაკლო მორბედმან სრბისაგან თჳსისა, ვითარცა ცხენმან ოფლიერმან ჴჳვილსა შინა მისსა,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და მთიებმან ცასა შინა იცნა ჟამი თჳსი, გურიტმან და მერცხალმან და მჭურინავმან <და> ველისა სირთა დაისწავლნეს ჟამნი მოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა გულის-ჴმა-ყვნა სამართალნი უფლისანი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ვითარ იტყჳთ ვითარმედ ბრძენ ვართ ჩუენ, და შჯული უფლისაჲ არს ჩუენ თანა, ცუდად იყო ნაწილი იგი სიცრუვისაჲ მწიგნობართა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენა ბრძენთა, და შესულბეს, და დამედგრეს, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ შეურაცხ-ყვეს. რაჲ მე სიბრძნჱ არს მათ თანა;

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს მივსცნე ცოლნი მათნი სხუათა, და აგარაკნი მათნი უცხოთა მკჳდრთა, რამყთუ კნინით მათითგან მი-დიდადმდე ყოველნი მიტრიონებდეს ანგაჰრებასა. წინაწარმეტყუელით მათითგან და ვიდრე მღდელა<დ>მდე ყოველი იქმს უშჯულოებასა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განჰკურნებდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა შეურაცხებად ჩემდა, და თქუეს; მშჳდობა, მშჳდობა, და არა არს მშჳდობა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ჰრცხუენა რამეთუ ყვეს საძაგელი, და ესრეცა სირცხჳლითა არავე ჰრცხუენა, და კდემულებაჲ არა გულის-ჴმა-ყვეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულთა თანა და ჟამსა ძიებისა მათისა<სა> მოუძლურდენ, თქუა უფალმან.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და შეჰკრებდენ ნაყოფთა მათთა, თქუა უფალმან, არა არს ყორძენი ვენაჴებსა, და არა არს ლეღჳ ლეღუებსა, და ფურცელი დაცჳვა. რომელ იგი მივეც მათ გარა-წარჰჴდა <მათ>.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
აწ ჩუენ რაჲსა ვსხ<დ>ეთ, შეკერბით და შევიდეთ ქალაქებსა მას ძნელსა, და შევცჳვეთ მუნ, რამეთუ უფალმან ღმერთმან შეგუთხინნა ჩუენ, და გუასუა ჩუენ წყალი სიმწარისაჲ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე მისა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
შევკერბით მშჳდობად, და არა იყო კეთილი, ჟამად ლხინებისად, და აჰა ესერა ურვაჲ./ Page of ms. J: A108v 

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
დანით გუესმეს ჴმაჲ სიმრავლისაჲ ჰუნეთა მისთაჲ; ჴმისაგან ჴჳვილისა აღმჴედრებულთა ჰუნეთა მისთასა შეიძრას ყოველი ქუეყანაჲ, და მოვიდეს, და მოჭამოს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და მკჳდრნი მისნი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა მე მოვავლინ<ნ>ე თქუენ ზედა გუელნი მომსრველნი, რომელთა მიმართ არა არს სახრვა, და გიკბენდენ თქუენ, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
უკურნებელსა სალმობითურთ გულთა თქუენთა განცოფებულთა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა ჴმაჲ ღაღადებისაჲ ასულისა ერისა ჩემისა ქუეყანით შორით, არა ნუ არსა უფალი სიონს, ანუ მეუფჱ მისი არა ნუ არსა მუნ. რაჲსათჳს განმარისხნეს მე კერპებითა მათითა და ცუდთა მათგან უცხოთა.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
წარჴდა მკაჲ და დაესრულა ლეწვაჲ, და ჩუენ ვერ განვერნეთ.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა შევიმუსრე, დავბნელდი შესულებითა; მძლეს მე სალმობათა ვითარცა შობადისათა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ნუმცა მკურის-კევი არა არსა გალაად<ს>, ანუ მკურნალი არა არსა მუნ. რაჲსა მე არა იყო კურნება ასულისათჳს ერისა ჩემისა.;

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.