TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 222
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   აღსრულებულ არს, განლეულ არს,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
აღმოჴდა აღმობერვაჲ პირსა შენსა განრინებად ჭირისა გან; სტუანევდ გზასა, შეიპყრენ წელნი, განმჴნდი ძალითა ფრიად,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
რამეთუ გარე-წარაქცია უფალმან გინებაჲ იაკობისი, ვითარცა გინებაჲ ისრაჱლისაჲ, რამეთუ განყრით განყარნეს იგინი, და მონაგებნი მათნი განრყუნეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
საჭურველი ძლიერებისა მისისაჲ კაცთაგან კაცთა ძლიერთა, მეკიცხ<ევ>ელნი ცეცხლითა; საწაფელნი ეტლთა მათთანი დღესა განმზადებისა მისისასა, და მჴედარნი შფოთ<ით> იყვნენ

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
გზასა ზედა, და შეკრბეს ეტლები, და აღერინენ უბანთა ზედა; ხილვაჲ მათი ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და ვითარცა ელვანი რაჲ მიმორბიედ.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოეჴსენნენ დიდდიდთა მათთა, და ივლტოდიან დღისი, და მოუძლურდენ სლვითა მათითა, და იწრაფონ ზღუდედ კერძო, და განმზადნენ ჴუმილნი მათნი, Page of ms. J: A12r 

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
ბჭენი ქალაქთანი განეხუნეს,/ და სამეუფონი დაეცნეს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და ძალი განცხადნა, და იგი აღვიდოდა; და მჴევალნი მისნი მოჰყვანდეს ვითარცა ტრედნი მჴმობარენი გულთა შინა მათთა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ნინევი ვითარცა საბანელი წყლისაჲ წყალნი მისნი, და იგინი ივლტოდეს, და არა დადგეს, და არა ვინ იყო რომელმანმცა გარემოიხილა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
აღიტაცებდეს ვეცხლსა და ოქროსა, და არა იყო დასასრულ სამკაულისა მისისა, დამძიმებულ არს უფროჲს ყოველთა ჭურჭელთა გულის-სათქუმელთა მათთა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
განყრაჲ და აღყრაჲ, და გამოსხმაჲ და გულისა შეძრწუნებაჲ, და მუჴლთა დაჴსნაჲ, და სალმობანი ყოველთა წელთანი, და პირნი ყოველთანი ვითარცა ცხელსა წინაშე ქოთნისა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
სადა არს საყოფელი ლომთაჲ, და საძოვარი რომელ არნ ლეკუთაჲ; ვიდრე ვიდა ლომი შესლვად, მუნ ლეკჳ ლომისაჲ და არა ვინ იყო მაშინებელ;

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
ლომმან უტაცა ფრიად ლეკუთა მისთა, და დაუშდვნა ძუვალთა მისთა, და აღავსო ნადირითა ბუდჱ მისი, და საყოფელი მისი ნატაცებითა.

Verse: 14   Link to sept   
აჰა ესერა მე შენ ზედა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და აღვაგზნე კუამლითა სიმრავლჱ შენი, და ლომნი შენნი შეჭამნეს მახჳლმან, და მოვსრა ქუეყანით ნადირი შენი, და არღარა ისმნენ მერმე საქმენი შენნი.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.