TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 242
Previous part

Chapter: 11  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   განუხუენ ლიბანემან კარნი შენნი, და შეჭამენინ <ცეცხლმან> ნაძუნი შენნი.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ღაღადებდედ ფიჭუნი, რამეთუ დაეცნეს ნაძუნი, რამეთუ დიდ-ძალად დიდღიდნი უბადრუკ იქმნნეს, და ღაღადებდით მუხანი ბასა<ანისა>ნი, რამეთუ დაეცა მაღნარი იგი ჴშირი ნერგი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ჴმაჲ გოდებისაჲ მწყემსთაჲ, რამეთუ Page of ms. J: A28v  დაგლახაკნა დიდებულებაჲ მათი; ჴმაჲ ზახებისაჲ ლომთაჲ, რამეთუ და/გლახაკნა კრებულებაჲ იგი იორდანისაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; დამწყსენით ცხოვარნი იგი კლვადნი,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
რომელთა მომგებელნი მათნი დაწყუდიდეს და არა ინანდეს. და რომელნი განჰყიდდეს მათ იტყოდეს; კურთხეულ არს უფალი, და განვმდიდრდით, და მწყემსთა მათთა არა რაჲ ევნებოდა მათთჳს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს არღარა ვერიდო დამკჳდრებულთა ქუეყანისათა, იტყჳს უფალი; და აჰა ესერა მე მივსცემ კაცთა თითოეულსა ჴელთა მოყუსისათა და ჴელთა მეფისა თჳსისათა, და მოსრან ქუეყანაჲ, და არა განვარინნე იგინი ჴელთაგან მათთა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
<და> დავმწყსნე ცხოვარნი იგი კლვადნი ქანანელთასა, და მოვიხუნე თავისა ჩემისა ორნი კუერთხნი, ერთსა უწოდე სიკეთჱ, და ერთსა უწოდე ნაწილებ, და დავმწყსნე ცხოვარნი ჩემნი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და აღვიხუნე სამნი მწყემსნი ერთსა შინა თუესა, და დამძიმდეს სული ჩემი მათ ზედა, რამეთუ სულიცა მათი იმუღრობდა ჩემდამო.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ვთქუ; არა გმწყსიდე თქუენ, მოსიკუდიდი იგი მოკუედინ, და მოკლებული იგი მოაკლდინ, და ნეშტთა მათ შეჭამედ კაცად-კაცადმან ჴორცი მოყუსისა თჳსისაჲ.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოვიღო კუერთხი იგი ჩემი კეთილი, და განვაგდო კუერთხი იგი სხუაჲ განქარვებად აღთქუმაჲ ჩემი, რომელ იგი აღუთქუ ყოველსა მას ერსა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განქარდეს მას დღესა შინა, და იცნნენ ქანანელთა ცხოვარნი, რომელნი დამარხულ არიან ჩემდა, რამეთუ სიტყუაჲ უფლისა მიერ არს.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ვარქუ მათ; უკუეთუ კეთილ არს თქუენ წინაშე, მომეცით სასყიდელი ჩუენი, გინა განაწესეთ; და მომიწონეს მე სასყიდელი ჩემი ოც და ათი ვეცხლი.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და Page of ms. J: A29r  მრქუა მე უფალმან, დადევ ეგე ბრძმედსა შინა, და განიხილე/ უკუეთუ გამოცდილ არს, ვითარცა სახედ მე გამოვიცადე მათთჳს. და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, და დავდევ იგი სახლსა შინა უფლისასა ბრძმედთა მათ საჴუმილისათა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განვაგდე კუერთხი იგი მეორე ნაწილისაჲ განქარვებად აღთქუმაჲ იგი შორის იუდაჲსა და შორის ისრაჱლ<ი>სა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და მრქუა მე უფალმან; მერმე მოვიღე ჭურჭელი სასამწყსუჱ მწყემსისა უცებისაჲ;

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ აჰა ესერა აღვადგინო მწყემსი ქუეყანასა ზედა, მოკლებულსა მას უძლურსა არა მიხედოს, და განგნეული იგი არა მოიძიოს, და განტეხილი იგი არაჲ განკურნოს, და ცოცხალი იგი არა იღუაწოს, და ჴორცი იგი რჩეულთაჲ მათ შეჭამოს, და კოჭნი მათნი განუმრუდნეს.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რომელნი ეგე ჰმწყსით ამაოებასა, და დაგიტევებიან ცხოვარნი მახჳლი მკლავსა მათსა, და თუალსა მარჯუენესა მისსა, და მკლავი მისი განჴმობით განჴმეს, და თუალი მარჯუენე მისი დაბრმობით დაბრმეს.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.