TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 240
Previous part

Chapter: 9  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   თქუმული სიტყჳსა უფლისაჲ ქუეყანასა სედრაკისასა, და დამასკისასა მსხუერპლი მისი, რამეთუ უფალი ხედავს კაცთა და ყოველთა ტომთა ისრაჱლისათა, Page of ms. J: A27r 

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ემათს/ და საზღვართა მისთა, ტჳროსს და სიდონს, რამეთუ განიზრახეს ფრიად.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ა<ღა>შჱნნა ტჳროსმან ზღუდენი თჳსნი, და დაიუნჯა ვეცხლი ვითარცა მიწაჲ, და ოქროჲ ვითარცა თიჴაჲ გზათაჲ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ამისთჳს უფალმან დაიმკჳდრნეს იგინი, და მოსრას ზღუასა შინა ძალი მისი, და თავადი იგი ცეცხლითა განილიოს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
იხილოს ასკალონმან და შეეშინოს, და გაზასა ელმოდის ფრიად, აკარონსაცა რამეთუ ჰრცხუენა შეცოდებითა თჳსითა, და წარწყმდეს მეფე გაზაჲთ, და ასკალონი არა დაეშენოს.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაეშჱნნენ უცხოთესლნი აზოტეს შინა, და დავარღჳო გინებაჲ უცხოთესლთაჲ;

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და აღვიღო სისხლი მათი პირისაგან მათისა, და საძაგელებაჲ მათი შორის კბილთა მათთა, და დაუშთენ ესენიცა ღმერთსა ჩუენსა, და იყვნენ ვითარცა ათასის-თავნი იუდასა შორის, და აკარონი ვითარცა იებოსელი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და აღუდგინო სახლსა ჩემსა ზედა-მდგომელი, რაჲთა არა განვიდეს და არცა მო-ვინ-აქციოს, და არა ვინ მოვიღეს მათ ზედა წარმტყუენველი მიერითგან არღარა, რამეთუ აწ ვიხილე თუალითა ჩემითა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო; ქადაგებდ ასულო იჱრუსალემისაო. აჰა მეუფჱ შენი მოვალს შენდა მართალი და მაცხოვარი, და მან გიჴსნეს შენ. იგი თავადი არს მშჳდ, და ზე ზის კარაულსა და კიცუსა ახალსა.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოსრას ეტლები ეფრემისგან, და ცხენები იჱრუსალემით, და მოისპოს მშჳლდი საბრძოლი და სიმრავლჱ და მშჳდობაჲ წარმართ<თ>აგან, და მთავრობდეს წყალთა ვიდრე ზღუადმდე, და მდინარითგან ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და შენ სისხლითა აღთქუმისაჲთა განუტევენ კრულნი შენნი მღჳმისაგან, რომელსა არა აქუნდა წყალი.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
სხდეთ საპყრობილესა შინა კრულნი Page of ms. J: A27v  კრებულისანი, და დღისა წილ ერთისა/ მწირობისა შენისა მრჩობლი მიგაგო შენ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოგირთხ შენ იუდა თავისა ჩემისა მშჳლდად, და ვწყალ ეფრემ, და აღვადგინნე შვილნი შენნი, სიონ, შვილთა ზედა იონთასა, და შეგახო შენ ვითარცა მახჳლი ბრძოლისაჲ.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და უფალი იყოს მათ ზედა, და გამოვიდეს ვითარცა ელვაჲ საისრელი, და უფალმან ყოვლისა-მპყრობელმან საყჳრითა დაჰბეროს, და ვიდოდის ძრვითა თქუმისა მისისაჲთა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და უფალი ყოვლისა-მპყრობელი შეეწიოს მათ, და განლინენ იგინი, <და დაჰფლნენ> ქვითა შურდულისაჲთა. და გამოწოონ სისხლი მათი ვითარცა ღჳნოჲ, და აღავსონ ფიალები ვითარცა საკურთხეველი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და იჴსნნეს იგინი უფალმან ღმერთმან მას დღესა შინა ვითარცა ცხოვარი ერი თჳსი, რამეთუ ლოდნი წმიდანი გორვიდენ ქუეყანასა მისსა.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ რაჲ იგი კეთილი მისი არს, და რაჲ იგი უმჯობჱსი მისი არს, საზრდელი ჭაბუკთა, და ღჳნოჲ სულნელებისაჲ ქალწულთა.:

Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.