TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 43
Previous part

Chapter: 11  
11


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაჲ, არამედ თავს-ცა-იდვათ ჩემი,

Verse: 1V     
მცირე T.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა.

Verse: 2V     
მიგათხოენ VT, წინაშე ქრისტესა (ქრისტესსა I) TI, ქრისტესსა K.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ.

Verse: 3V     
ეგრეცა TIK.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ რომელ-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ.

Verse: 4V     
უკუეთუ მომავალმან თქუენმან სხუაჲ იესუ გიქადაგოს, რომელი არა გიქადაგეთ, გინა (ანუ K) სხუაჲ სული მიიღოთ მისგან, რომელი არღა მიგეღო, ანუ სახარებაჲ სხუაჲ, რომელი ჯერეთ არა შეგეწყნარა, კეთილად თავს-იდევით IK, სხუაჲ სახარებაჲ T.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ.

Verse: 5V     
ვითარმედ ] -- TIK, არარაჲთ დაკლებულ ყოფად ზეშთა სრულთა მათ მოციქულთაგან TIK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ.

Verse: 6V     
და ] -- TIK, უცებ ] მსოფლელ TIK, განვცხადნებით T, მომართ TIK.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ანუ ცოდვაჲმე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ?

Verse: 7V     
იგი ] -- TI.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა, და ნაკლულევან ვიქმენ, არაჲვე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე.

Verse: 8V     
და (3) ] -- TIK, არავე TIK.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა აქაჲაჲსათა.

Verse: 10V     
აქაიაჲსათა FTIK.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
რაჲსათჳსმე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის.

Verse: 11V     
არა ] + მე TIK, თქუენ ] + ესე TIK, იცის ] უწყის T.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო, რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რაჲთა რომლითა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ ვითარცა-იგი ჩუენ.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუმოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა.

Verse: 14V     
ანგელოზ T.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთაჲ აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა-ესე ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებითა ჯერითა ამით სიქადულისაჲთა.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ:

Verse: 19V     
თავს-ვიდვათ T.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს.

Verse: 20V     
რამეთუ ] ვითარცა T, თავსცა-იდვათ F.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა.

Verse: 21V     
საკმედელად ] უპატიოებად K, რეცა ჩუენ V.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა;

Verse: 22V     
ისრაიტელ თუ არიან? მეცა ] -- F.


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე. შურომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალგზის.

Verse: 23V     
უგუნურადრე V.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
ჰურიათაგან ხუთგზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე.


Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთგზის ქვითა1 განვიტჳნე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ.

Verse: 25V     
ქვითა განვიტჳნე ] დავიქოლე TIK.

Verse: 25-1N     
"ქვითა" ჩამატებულია K-ში სხვა ხელით.


Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
გზისა სლვანი მრავალგზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუვართაგან,

Verse: 26V     
მტყუართაგან V.


Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალგზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშულოებითა.

Verse: 27V     
შიშლოებითა T.


Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ.

Verse: 28V     
მისსა TIK.


Verse: 29   Link to pavleni Link to gnt   
ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?

Verse: 29V     
დაბრკოლდებინ F, ვჴურევდი FT.


Verse: 30   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.


Verse: 31   Link to pavleni Link to gnt   
ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.

Verse: 31V     
რომელი-იგი ZTIK, ვტყუვი ZFTIK.


Verse: 32   Link to pavleni Link to gnt   
დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ და შეპყრობაჲ ჩემი უნდა;

Verse: 32V     
გარდავჴედ VF, გარდამოვჴედ T.


Verse: 33   Link to pavleni Link to gnt   
და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.