TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 52
Previous part

Book: Eph. 
პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ

Chapter: 1 
1


Verse: 1  Link to pavleni Link to gnt   პავლე,1 მოციქული ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ:

Verse: 1-1N    
I-ს აკლია აქედან ვიდრე: გუაუწყა ჩუენ (ეფ. 1,1 - 1,9).


Verse: 2  Link to pavleni Link to gnt   
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

Verse: 2V    
ქრისტესსა K.


Part: 1 
(ა̂)


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მას მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
წინაჲსწარ გამოგუაჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა,

Verse: 5V     
მისსა FTK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ,

Verse: 6V     
მოგუმადლა ჩუენ ] სახარულევან მყვნა K.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა,


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა.

Verse: 8V     
გონიერებითა ] მეცნიერებითა T.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელ-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა

Verse: 9V     
საჲდუმლოჲ V, იგი ] -- F.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
განსაგებელად აღსავსებისა მის ჟამთაჲსა, თავად-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასაზედა;

Verse: 10V     
განსაგებელად FTIK, აღსავსებისა VFTIK.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაჲსწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა,

Verse: 11V     
მისსა FTIK, განვეწესენით ] განვიწილენით IK.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელნი-ესე წინაჲსწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა.

Verse: 12V     
საქებელ T, ვიყვენით ] ვიქმნენით K, ქრისტესსა T.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რომელისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა,

Verse: 13V     
რომლითა-იგი V.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.


Part: 2 
(ბ̂)


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა,

Verse: 16V     
ლოცვასა შინა ჩემსა V.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა.

Verse: 17V     
და მამამან ] -- TIK, ღმერთმან (2) ] მამამან TIK, სიბრძნისაჲ T.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრჱ დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის,

Verse: 18V     
გულისა ] გონებისა T.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,

Verse: 19V     
მისისაჲ T.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა იგი მარჯუენით მისა ზეცათა შინა.

Verse: 20V     
რომელმან VF, დასუა ] + იგი V ("იგი" ჩამატებულია სხვა ხელით V-ში), მისსა TIK.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ქელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელდებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას.

Verse: 21V     
რომელი F.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა.

Verse: 22V     
მთავრობად ] თავად IK.


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო.

Verse: 23V     
-იგი ] -- TIK, აღსავსებაჲ ყოვლისავე ყოველსა შინა აღმავსებელისაჲ TIK.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.