TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 80
Previous part

Chapter: 7  
7
Part: 9 
(თ̂)


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   რამეთუ ესე მელქისედეკ, მეუფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგიმოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი,

Verse: 1V     
მელქიზედეკ T, სალიმისაჲ TIK, აბრამს Z, იგი (1) ] -- TIK.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების "მეუფე სიმართლისაჲ", მერმე _ "მეუფე სალემისაჲ", რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ,

Verse: 2V     
ითარგმნების V, მეუფე (1) ] მეფე F, მეუფე სიმართლისაჲ ] მეფედ მშჳდობისა TIK, სალიმისაჲ TIK, მეუფე (2) ] მ̃ფჱ F, მეფე T.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
უმამო, უდედო, ნათესავ მოუჴსენებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხოვრებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ.

Verse: 3V     
უმამოჲ T.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
იხილეთღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან მან.

Verse: 4V     
რაბამი VF.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე-იგი არს ძმათაგან თჳსთა და გამოსრულთა მათგანღა წელთა აბრაჰამისთა.

Verse: 5V     
მსგავსად ] მსგვს̃ჲ T, სჯულისა FTIK, და (2) ] -- T.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ნათესავ მოუჴსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან; და აკურთხა რომელსა-იგი აღთქუმაჲ აქუნდეს.

Verse: 6V     
მან ] -- TIK.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის.

Verse: 7V     
უმცირესი ] უმჯობესი F.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს,


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
და რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს;

Verse: 9V     
და რომელი TIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ.


Part: 10 
(ი̂)


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, _ რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულდებულ არს, - რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად?

Verse: 11V     
სჯულ-დებულ FTIK, მელქისედეკისა V, მელქიზედეკისსა T.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების,

Verse: 12V     
ცვალებასა ] + მას T, სჯულისაცა FTIK.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავისამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო.

Verse: 13V     
რომელსაცა T, რომლისაგან VZFTIK.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
წინაჲსწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე.

Verse: 14V     
აღმობრწყინდა F, არა FT.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისსა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი,

Verse: 15V     
მსგავსდ V, მელქიზედეკისსა T.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა.

Verse: 16V     
სჯულისა FTIK, იყო VZF.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.(1)

Verse: 17-1Q     
Link to psa Ps. 109,4

Verse: 17V     
მელქიზედეკისსა T.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შეურაცხებაჲ იქმნების პირველისა მის მცნებისაჲ უძლურებისა მისისათჳს და ურგებობისა,


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არარაჲ სრულყო შჯულმან; ხოლო შემოსლვაჲ უმჯობესისა სასოებისაჲ, რომლისა მიერ მივეახლებით ღმერთსა.

Verse: 19V     
სჯულმან FTIK.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
და რაოდენ-იგი არა თჳნიერ ფიცისა, - რამეთუ რომელნიმე თჳნიერ ფიცისა არიან მღდელყოფილ;

Verse: 20V     
რავდენ-იგი ZFIK.


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ესე - ფიცით მის მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა, --(2)

Verse: 21-2Q     
Link to psa Ps. 109,4

Verse: 21V     
ფიცით ] ვიცით F, მელქისედეკის̃სა V, მელქიზედეკისსა T.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავსმდებ იესუ.


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულ სიკუდილისაგან დაყენებითა დადგრომად.

Verse: 23V     
იგი უკუე უმრავლესნი მღდელ-ქმნულ არიან სიკუდილისა მიერ და დაყენებულნი დადგრომად IK.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ამას დადგრომისათჳს მისისა უკუნისამდე წარუვლად აქუს მღდელობაჲ იგი

Verse: 24V     
ხოლო ამას საუკუნოდ გებისა მისისათჳს მიუღებელად აქუს მღდელობაჲ იგი IK.


Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
ვინაჲცა ყოვლითურთ ცხორებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუჴდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთჳს.


Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შე-ვე=ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშოვრებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ,

Verse: 26V     
ცოდვილთაგან FIK, უმაღლესი F.


Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
რომელსა არ უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე, თავი თჳსი შეწირა.


Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან მან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე, უკუნისამდე1 განსრულებული.

Verse: 28V     
-იგი ] -- TIK, სჯულისა FTIK.

Verse: 28V     
სჯულმან FTIK, აღადგინნა F.

Verse: 28-1N     
სრულადაა დაწერილი V-ში.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.