TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 82
Previous part

Chapter: 9  
9


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   რამეთუ აქუნდა პირველსა მას შჯულსა სამართალი მსახურებათაჲ წმიდაჲ იგი სოფლიოჲ;

Verse: 1V     
სჯულსა FT, -- IK, მსოფლიოჲ T.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი და ტაბლაჲ და დაგებაჲ იგი პურთაჲ, რომელსა ერქუა "წმიდა".

Verse: 2V     
და (2) ] -- F.


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო შემდგომად მეორე იგი კრეტსაბმელი კარვისაჲ, რომელსა ერქუა "წმიდაჲ წმიდათაჲ".

Verse: 3V     
მეორისა კრეთსაბმელისა კარავი TIK.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ოქროჲსაჲ აქუნდა სასაკუმევლე და კიდობანი იგი შჯულისაჲ, შემოსილი გარეთ, შინაჲთ ოქროჲთა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროჲსაჲ, სავსე მანანაჲთა, და კუერთხი იგი აჰრონისი, რომელ განედლდა, და ფიცარნი იგი შჯულისანი,

Verse: 4V     
სჯულისაჲ FTIK, იგი (2) ] -- TIK, სჯულისანი FTIK.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ზედა კერძო მისა ქერობინი დიდებისაჲ, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას; რომელთათჳს არა არს აწ თითოეულად სიტყუად.

Verse: 5V     
მისსა TIK, თითოეულად FIK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
და ესე რაჲ ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი და მსახურებასა მას აღასრულებედ.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო შინაგანსა მას ერთგზის წელიწადსა მღდელთმოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა თჳნიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თჳსისათჳს და ერისა უმეცრებისათჳს.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
და ესე უწყებითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ არღა გამოჩინებულ იყო წმიდათა იგი გზაჲ, არამედ პირველისა მისდა კარვისაჲ აქუნდა წესი.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
რომელი-იგი იგავი იყო ჟამისა მის მოწევნადისაჲ, რომელსა შინა მსხუერპლნი და შესაწირავნი შეიწირვოდეს, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს გულითად სრულ-ყოფად შემწირველთა მათ,


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართალითა ჴორცთაჲთა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა.

Verse: 10V     
განგებისა მის მოწევნადისა ] განმართვისა ზედა-მდებარეთაჲსა TIK.


Part: 12 
(ი̂ბ)


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთმოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაჲ, უფროჲსითა მით და უსრულესითა კარვითა, ჴელით უქმნელითა, ესე-იგი არს, არა ამის დაბადებულისაჲთა,

Verse: 11V     
იგი ] -- VF, ყოფადთა ] ყოფილთა V.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა ერთგზის სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოჴსნაჲ პოვა.

Verse: 12V     
პოა V.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაჲ და ნაცარი იგი დიაკეულთაჲ, რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ჴორცთა მათ განწმედისა,

Verse: 13V     
დიეკეულთაჲ Z.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
რაოდენ უფროჲს სისხლმან ქრისტესმან, რომელმან-იგი სულითა საუკუნოდ თავი თჳსი შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანიცა თქუენნი მკუდართაგან საქმეთა მსახურებად ღმრთისა ცხოველისა!

Verse: 14V     
რავდენ ZFIK, რომელმან + იგი ] რომელნი-იგი F.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
და ამისთჳს ახლისა აღთქუმისა შუვამდგომელ არს, რაჲთა სიკუდილიღა მოიწიოს გამოსაჴსრად პირველისა მის შჯულისა გარდასრულთა, აღთქუმაჲ იგი მოიღონ ჩინებულთა მათ საუკუნოჲსა მის მკჳდრობისათა.

Verse: 15V     
შუვა-მდგომელ Z, სიკუდილითა F, სიკუდილი რაჲ იქმნეს გამოსაჴსნელ TIK, რჩულისა Z, სჯულისა F, აღთქუმისა გარდასლვათა TIK, იგი ] -- TIK, მიიღონ TK, მათ ] -- TIK, მის (2) ] -- V.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ სადა-იგი წიგნის წერაჲ არს, სიკუდილი უნებლიად ზედა-აც წიგნის მწერალსა მას,

Verse: 16V     
უნებლიად F, უნებელად TIK.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ანდერძი დაწერილი მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არს; უკუეთუ არა, ვერსადა მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ ანდერძის მწერალი იგი.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ვინაჲცა არცა პირველი იგი თჳნიერ სისხლისა განახლდებოდა.


Verse: 19   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად შჯულისა მოსეს მიერ ყოვლისა მიმართ ერისა, მოიღის სისხლი იგი ზუარაკთაჲ და ვაცთაჲ წყალსა თანა მატყლითა მეწამულითა და უსუპითა, თჳთ მასვე წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის

Verse: 19V     
სჯულისა FTIK, მასვე ] მას ZFTIK.


Verse: 20   Link to pavleni Link to gnt   
და თქჳს: ესე სისხლი აღთქუმისაჲ, რომელ გამცნო თქუენ ღმერთმან.(1)

Verse: 20-1Q     
Link to mcat Gen. 24,8


Verse: 21   Link to pavleni Link to gnt   
თჳთ მას კარავსა და ყოველსა მას ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრეთე მსგავსად სისხლი ასხურის.

Verse: 21V     
ეგრევე Z, ეგრეთვე მსგავსად ] -- TIK.


Verse: 22   Link to pavleni Link to gnt   
და კნინღა ყოველივე იგი სისხლითა განწმიდნებოდა მსგავსად შჯულისა მის, და თჳნიერ სისხლისა დათხევისა არა იყო მოტევებაჲ.

Verse: 22V     
და ყოველივე T, განწმინდნებოდა Z, განწმდებოდა T, სჯულისა FTIK


Verse: 23   Link to pavleni Link to gnt   
საჭირო არს უკუეთუ ვინაჲთგან სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებოდეს, რაჲთა ზეცისანი იგი ამათსა უმჯობესითა მსხუერპლითა განწმდენ.


Verse: 24   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ არა ჴელით ქმნულთა სიწმიდეთა შევიდა ქრისტე სახედ ჭეშმარიტთა მათ, არამედ თჳთ მათ ცათა, აწვე ჩუენებად პირსა ღმრთისასა ჩუენთჳს,


Verse: 25   Link to pavleni Link to gnt   
არცა რაჲთა მრავალგზის შეწიროს თავი თჳსი, ვითარცა-იგი მღდელთმოძღუარი იგი შევიდის წელიწადსა ერთგზის სიწმიდესა მას სისხლითა სხჳსაჲთა;


Verse: 26   Link to pavleni Link to gnt   
უკუე ჯერ-ვიდრემე-იყო მისა ვნებაჲ მრავალგზის ვნებად სოფლის დაბადებითგან; ხოლო აწ ერთგზის აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხის-ყოფად ცოდვათა მსხუერპლითა თჳსითა გამოჩნდა.

Verse: 26V     
მისსა TIK, შეურაცხის-ყოფად V.


Verse: 27   Link to pavleni Link to gnt   
და ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი,

Verse: 27V     
მისსა ZFTK, სასჯელი FTIK.


Verse: 28   Link to pavleni Link to gnt   
ეგრეცა ქრისტე ერთგზის შეიწირა მრავალთათჳს აღჴოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ თჳნიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად.

Verse: 28V     
ეგრეთცა F, ქრისტჱ V, აღჴოცად TIK.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.