TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT
Part No. 189
Previous part

Chapter: 4  
თავი 4


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   Page of ms. P: 377V   ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტჱსა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა.
Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
ქადაგე სიტყუაჲ ესე, ჟამითი ჟამად ზედაადეგ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოველთა სულგრძელებითა და მოძღურებითა.
Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ იყოს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულისთქუმისაებრ გულისა მათისა შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა,
Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი მათნი გარემიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ ეგე შენი კეთილად აღასრულე.
Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ მე აწ, ესერა, შევიწირვი, და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია.
Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს.
Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი.






Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae NT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.