TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 148
Previous part

Chapter: 148 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
აქებდით მას მზჱ და მთოვარჱ, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელ ცათანი.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დასდვა, და არა გარდავლენ.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავ-ქარისაჲ, რომელნი ჰყოფენ სიტყუათა მისთა;

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
მეფენი ქუეყანისანი და ყოველი ერი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
ჭაპუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა;

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
აკებდით სახელსა უფლისასა. რამეთუ აღმაღლდა სახელი მის მხოლოჲსაჲ, და აღსაარებაჲ მისი ზეცათა და ქუეყანასა.

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
და აღამაღლოს უფალმან რქაჲ ერისა თჳსისაჲ გალობად ყოველთა წმიდათა მისთა ძეთა ისრაელისათა, ერი რომელ მახლობელ არს მისა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.