TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 65
Previous part

Chapter: 65 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაჲ.

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდინ შენ და გიგალობდინ შენ და უგალობდინ სახელსა შენსა.

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს იგი ზრახვითა უფროჲს ძეთა კაცთასა,

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელმან გარდააქცია ზღუაჲ ჴმელად და მდინარესა წიაღჴდა ფრჴით; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ,

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა უკუნისამდე. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ, რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიან თავით თჳსით.

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისაჲ,

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელმან დადვა სული ჩუენი ცხორებად და არა სცა ძრვაჲ ფერჴთა ჩუენთა.

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
განმცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვის ვეცხლი.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
შემიყვანენ ჩუენ საბრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა,

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
და ავლინე კაცი თავსა ზედა ჩუენსა. განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვლანენ ჩუენ განსასუენებელად შენდა.

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლითა და მიგცნე შენ აღნათქუემნი ჩემნი,

Verse: 14  Link to mcat Link to sept Link to armat   
რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, რომელ ვიტყოდე პირითა ჩემითა ჭირსა შინა ჩემსა.

Verse: 15  Link to mcat Link to sept Link to armat   
საკუერთხი ტუინოანი შევწირო შენდა ვერძებითურთ და საკუმეველით, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები.

Verse: 16  Link to mcat Link to sept Link to armat   
მოვედით და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაჲ-ესე უყო სულსა ჩემსა.

Verse: 17  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ მისა მიმართ ვღაღად-ვყო პირითა ჩემითა და ავამაღლო იგი ენითა ჩემითა.

Verse: 18  Link to mcat Link to sept Link to armat   
ცოდვაჲ თუ ვიხილო გულსა ჩემსა, ნუ ისმენ უფალი.

Verse: 19  Link to mcat Link to sept Link to armat   
ამისთჳს შეისმინა ჩემი უფალმან და მომხედნა ჴმასა ლოცვისა ჩემისასა.

Verse: 20  Link to mcat Link to sept Link to armat   
კურთხეულ არს უფალი, რომელმან არა განიშორა ლოცვაჲ ჩემი, არცა წყალობაჲ მისი ჩემგან.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.