TITUS
Biblia Iberica: Psalterium et Odae
Part No. 95
Previous part

Chapter: 95 
Verse: 1  Link to mcat Link to sept Link to armat   უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ

Verse: 2  Link to mcat Link to sept Link to armat   
უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღედ მაცხოვარებასა მისსა.

Verse: 3  Link to mcat Link to sept Link to armat   
მიუთხართ წარმართთა დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა საკჳრველებაჲ მისი.

Verse: 4  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ დიდ არს უფალი, ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი ყოველთა ზედა კერპთა;

Verse: 5  Link to mcat Link to sept Link to armat   
რამეთუ ყოველნი კერპნი წამართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნა.

Verse: 6  Link to mcat Link to sept Link to armat   
აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა.

Verse: 7  Link to mcat Link to sept Link to armat   
შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისაჲ, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა;

Verse: 8  Link to mcat Link to sept Link to armat   
შესწირევდით უფლისა დიდებად სახელსა მისსა, აიღეთ მსხუერპლი, შევიდოდეთ ეზოთა მისთა;

Verse: 9  Link to mcat Link to sept Link to armat   
თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისისაგან ყოველი ქუეყანაჲ!

Verse: 10  Link to mcat Link to sept Link to armat   
თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, რამეთუ დაამყარა სოფელი, რაჲთა არა შეიძრას; განიკითხავს ერსა თჳსსა სიწრფოებით.

Verse: 11  Link to mcat Link to sept Link to armat   
იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ სავსებითურთ თჳსით.

Verse: 12  Link to mcat Link to sept Link to armat   
იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მას შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი

Verse: 13  Link to mcat Link to sept Link to armat   
პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერი ჭეშმარიტებითა თჳსითა.


Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Iberica: Psalterium et Odae.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.