და ეტყოდა უფალი მოსეს, მეტყუელი:
იტყოდე ძეთა მიმართ ისრაელისათა და თქუ: სულმან უკუეთუ ცოდოს უნებლიეთ ყოველთაგან ბრძანებათა უფლისათა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ქმნაჲ, და ქმნას ერთი რაჲმე მათგანი,
უკუეთუ მღდელთმთავარმან ვინმე ცხებულმან ცოდოს, ესე ერისა არს ცოდვა, და მოჰგუაროს ცოდვისათჳს.
და მოიყვანოს ზუარაკი კარსა თანა კარვისა საწამებელისასა წინაშე უფლისა და დასდვას ჴელი თავსა ზედა ზუარაკისასა და დაკლას ზუარაკი წინაშე Page of ms. Ga: 8v უფლისა.
და მოიღოს მღდელმან ცხებულმან, განსრულებულმან, ჴელითა სისხლისაგან ზუარაკისა და შეიღოს იგი კარავსა საწამებლისასა.
და დააწოს მღდელმან თითი სისხლსა და აპკუროს სისხლისაგან შჳდ გზის თითითა წინაშე უფლისა კრეტსაბმელისა მიმართ წმიდისა.
და სცხოს მღდელმან სისხლისაგან ზუარაკისა რქათა საკურთხეველისა საკუმეველისა აღზევებისათა წინაშე უფლისა, რომელ არს კარავსა შინა წამებისასა, და ყოველი სისხლი ზუარაკისაჲ მოღუაროს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსასა, რომელ არს კართა თანა კარვისა საწამებელისათასასა.
და ყოველი ცმელი ზუარაკისა მის ცოდვისაჲსა მოუღოს მისგან, ცმელი იგი დამფარველი შინაგანთაჲ და ყოველი ცმელი ზედაკერძოჲ შინაგანთაჲ
და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათზედაჲ, რომელ არს ბარკალთა ზედა, და ყური ზედაჲ ღჱძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს იგი,
ვითარ-სახედ მოეკუეთების ზუარაკისაგან მსხუერპლისა მაცხოვარებისაჲსა, და შეწირნეს მღდელმან საკურთხეველსა ზედა ნაყოფებისასა.
ხოლო ტყავი ზუარაკისაჲ და ყოველი ჴორცი მისი თავისა თანა, მწუერვალნი მისნი და მუცელი და სკორე,
და ყოველი იგი ზუარაკი განიღონ გარეშე ბანაკისა ადგილსა წმიდასა, სადა დაასხიან ნაცარი, და დაწუან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა, დასათხეველსა ზედა ნაცრისასა დაიწუას.
Page of ms. Ga: 9r უკუეთუ ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაელისა[თაჲ] უმეცარ იქმნას და დაეფაროს სიტყუაჲ თუალთაგან შესაკრებელისათა და ქმნან ერთი ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, რომელი არა საქმარ იყოს, და ცოდონ,
და ეცნობოს მათ ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდეს მას შინა, და მოიბას შესაკრებელმან ზუარაკი ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისათჳს და მოიყვანოს იგი კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
და დაასხნენ მოხუცებულთა შესაკრებელისათა ჴელნი მათნი თავსა ზედა უბოჲსასა წინაშე უფლისა.
და შეიღოს მღდელმან ცხებულმან სისხლისაგანი ჴბოჲსაჲ კარავსა შინა საწამებელსა.
და იღებოს მღდელმან თითი სისხლითა და შეასხუროს შჳდ გზის წინაშე უფლისა კრეტსაბმელისა მიმართ წმიდისა.
და ზედა დაჰხჳოს მღდელმან სისხლისაგან რქათა ზედა საკურთხეველისა საკუმეველისა აღზევებისათასა, რომელ არს წინაშე უფლისა, რომელ არს კარავსა შინა წამებისასა, და ყოველი სისხლი მოღუაროს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ნაყოფთაჲსასა, რომელ არს კარსა თანა კარვისა საწამებლისასა.
და ყოველი ცმელი მოუღოს მისგან და Page of ms. Ga: 9v შეწიროს საკურთხეველსა ზედა.
და ყოს ზუარაკი ესე, ვითარ-სახედ ყო ზუარაკი იგი ცოდვისაჲ, ეგრეთ ყოს. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან და მიეტეოს მათ ცოდვაჲ.
და განიღონ ზუარაკი სრულად გარეშე ბანაკისა და დაწუან ზუარაკი პირველი: რამეთუ ცოდვისათვის შესაკრებელი[სა] არს ესე.
ხოლო უკუეთუ მთავარმან ცოდოს და ქმნას ერთი ყოველთაგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა, ვითარ არა საქმარ იყოს, უნებლიეთ, და ცოდოს,
და ეცნობოს მას ცოდვაჲ, რომელი ცოდა მას შინა, და მოიბას ძღუენი მისი თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ,
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა თიკანისასა და დაკლან იგი ადგილსა, რომელსა დაჰკლვენ ყოვლად დასაწუველთა წინაშე უფლისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
და სცხოს მღდელმან სისხლისაგან ცოდვისაჲთა თითითა რქათა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი მოსთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ყოვლად ყოვლად დასაწუველთაჲსა[სა].
და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი მსხუერპლისა მაცხოვარებისაჲ, და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.
უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს უნებლიეთ ერისაგან მის ქუეყანისა და ყოს ერთი ყოველთაგან მცნებათა ღმრთისათა, ვითარ არა საქმარ იყოს, და ცოდოს,
და ეცნობოს მას ცოდვაჲ, რომელ ცოდა მას შინა, მოიღოს ძღუენი მისი თიკანი თხათაგან, ნეზჳ უბიწოჲ, Page of ms. Ga: 10r მოიბას ცოდვისათვის, რომელი ცოდა,
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა ცოდვსა მისისასა და დაკლან თიკანი ცოდვისა მისისაჲ ადგილსა, რომლსა დაჰკლვენ ყოვლად დასაწუველთა.
და მოიღოს მღდელმან სისხლისაგან მისისა თითითა თჳსითა და სცხოს რქათა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი მოღუაროს ხარისხსა თანა დასაწუველთაისა.
და ყოველი ცმელი მოუღოს, ვითარ-სახედ მოეღებვის ცმელი მსხუერპლსა მაცხოვარებისასა, და შესწიროს მღდელმან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელებისა უფალსა; და ლხინება ყოს მისთჳს მღდელმან და მიეტეოს მას.
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა ცოდვისასა. და დაკლან იგი ცოდვისათჳს ადგილსა, რომელსა დაჰკლვენ ყოვლად დასაწუველთა.
და მომღებელმან მღდელმან სისხლისაგან ცოდვისა მის თითითა თჳსითა სცხოს რქათა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი Page of ms. Ga: 10v მისი მოღუაროს ხარისხსა თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.
და ყოველი ცმელი მისი მოუღოს, ვითარ-სახედ მოეღებვის ცმელი ცხოვარსა სამსხუერპლოსა მაცხოვრებისასა, და დასდვას იგი მღდელმან საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწუველთა თანა უფლისათა. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ცოდვისათჳს, რომელი ცოდა, და მიეტეოს მას.