ხოლო უკუეთუ მსხუერპლსა მაცხოვრებისასა ძღუნად მისსა უფალსა, უკუეთუ ზროხათაგან ვიდრემე შესწირავს მას, გინა თუ წულებრივთა ანუ წინაშე უფლისა.
და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა ზედა ძღუნისასა და დაკლას იგი კართა თანა კარვის საწამებლისათა, და მოღუარონ ძეთა აარონისთა მღდელთა სისხლი საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწუელთასა გარემოჲს.
და მიართუან მსხუერპლისაგან საკურთხეველისა სანაყოფე უფალსა -- ცმელი Page of ms. Ga: 6r [საბუ]რველი მუცლისაჲ და ყოველი ცმელი მუცლისაზედაჲ,
და ორნივე თირკუმელნი და ცმელი იგი მათზედაჲ, რომელ არს არკალთაჲ, და ყური ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს.
და დაასხნეს იგი ძეთა აარონისთა მღდელთა საკურთხეველსა, ზედა ყოვლად დასაწუველთა თანა, შეშათა ზედა ცეცხლისზედათა, ნაყოფებად, სული სულნელებისაჲ უფალსა.
უკუეთუ ცხოვართაგან ძღუენი მისი, მსხუერპლი მაცხოვრებისაჲ უფალსა, წულებრი ანუ მდედრი, უბიწოჲ შეწიროს იგი.
ხოლო უკუეთუ კრავი მოიყვანოს ძღუნად მისსა, შეიყვანოს იგი წინაშე უფლისა
და დასდვას ჴელი თავსა ზედა ძღუნისა მისისასა და დაკლას იგი კართა თანა კარვისა საწამებლისათა, და მოღუარონ ძეთა აარონისთა მღდელთა სისხლი საკურთხეველსა ზედა გარემოჲს;
და შესწიროს მსხუერპლისაგან მაცხოვრებისა ნაყოფებაჲ უფალსა, ცმელი და წელნი უბიწონი (თეძოსა თანა მოჰკუეთნეს მას) და ყოველი ცმელი დამფარველი ... საჲ და ყოველი ცმელი მუცლისზედაჲ
და ორნივე თირკუმელნი და ცმელი იგი მათზედაჲ, რომელ არს ბარკალთაჲ, და ყო[ველი] ღჳძლისზედაჲ (თირკუმელთა თანა მო[ჰ]კუეთოს).
და შეართუას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სული სულნელებისაჲ ნაყოფებად უფალსა.
ხოლო უკუეთუ თხათაგან მოჰგურიდეს მსხუერპლსა მისსა უფალსა, მიიყვანოს წინაშე უფლისა.
და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა ზედა მისსა, და დაკლან იგი წინაშე უფლისა კართა თანა საწამებელისათა და მოღუარონ ძეთა აარონისთა სისხლი საკურთხეველსა ზედა გარემო.
და შესწირონ მისგან ნაყოფებად უფალსა ცმელი მუცლისზედაჲ
და ორნივე თირკუმელნი და ყოველი ცმელი მათზედაჲ და ბარკალთაჲ და ღჳძლის ყური (თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს),
და აღიღოს მღდელმან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფებად, სული სულნელებისაჲ უფალსა, ყოველი ცმელი უფალსა.
შჯულვილად საუკუნოდ ნათესავსა შინა თქუენსა და ყოველსა სამკჳდრებელსა თქუენსა: ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა შჭამოთ.