... მისი და დაასხას მას ზედა ზეთი, დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ მსხუერპლ არს.
და მოიღოს ძეთა მიმართ აჰრონისთა მღდელთა, და იმჯუღოს მისგან და აღავსოს მჭელი სიმინდოჲთა ზეთისა თანა და ყოვლისა გუნდრუკისა მისისა და დადვას მღდელმან მოსაჴსენებელი მისი საკურთხეველსა ზედა მსხუერპლი სულად სულნელებისად უფლისა.
და ნეშტი მსხუერპლთაგან აარონს და ძეთა მისთა, წმიდაჲ წმიდათაჲ მსხუერპლთაგან უფლისათა.
ხოლო უკუეთუ მოიღოს ძღუენი მსხუერპლად [შ]ემცხვარი თორნითა, - სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, აღსუარულნი ზეთითა, და ლელანგონი უცომონი ცხებულნი ზეთითა.
და უკუეთუ მსხუერპლი ტაფიკისაგან იყოს ძღუენი შენი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა უცომონი იყვნენ.
და დაჰმუსრნე იგინი ნამუსრევებად და დაასხა მათ ზედა ზეთი: მსხუერპლ არს უფლისაჲ.
ხოლო უკუეთუ მსხუერპლი ლანძჳსაგან იყოს ძღუენი შენი, სამინდოჲ ზეთისაგან შიქმნას.
და მიართუა მსხუერპლი, რომელიცა ჰქმნა ამათგან, უფალსა, და მიიღო მღდელისა მიმართ. და მიახლებულმან საკურთხეველისა მიმართ
აღიღოს მღდელმან საკურთხეველსა ზედა სინაყოფე სულად სულნელებისად უფლისა.
ხოლო დაშთომილნი მსხუერპლთაგან აარონს და ძეთა მისთა, წმიდაჲ წმიდათაჲ სანაყოფეთაგან უფლისათა.
ყოველი მსხუერპლი, რომელიცა შეეწირვის უფალსა, არა შეიქმნას ცომოვნად, რამეთუ ყოველი ცომი და ყოველი თაფლი არა დაერთოს მას ზედა ნაყოფებად უფლისა.
ძღუანად დასაბამისად მოერთუნენ იგინი უფალსა, ხოლო საკურთხეველსა ზედა არა აღვიდენ იგინი სულად სულნელებისა უფლისა.
და ყოველნი ძღუენი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა დაიმარილოს. არა მოაკლდეს მარილი აღთქუმისა ღმრთისაჲ მსხუერპლებთა თქუენთაგან, ყოველსა ზედა ძღუენსა თქუენსა დაესხას მარილი.
ხოლო უკუეთუ მოართუამ მსხუერპლსა პირველთა ნაშრომთასა უფალსა, ახალი ეტერი წინამოჲ გამოქუცნვილი უფალსა, და მოართუა მსხუერპლი პირველთა ნაშრომთაჲ.
და დაასხა მას ზედა გუნდრუკი: მსხუერპლი არს.
და შეწიროს მღდელმან საჴსენებელი მისი და ყოვლისა გუნდრუკისა მისისა: ნაყოფება არს უფლისა.