უკუეთუ ყოვლად დასაწუველი იყოს ძღუენი მისი ზროხათაგან, ზუარაკი უბიწოჲ მოიბას იგი, კართა თანა კარვისა საწამებლისათა მოიყვანოს იგი მითუალულად წინაშე უფლისა.
 
 
   და დასდვას ჴელი თავსა ზედა მისსა, ნაყოფისასა, მითუალულად მისსა ლხინების-ყოფად მისთჳს.
 
 
   და დაკლან ზუარაკი წინაშე უფლისა და მოიღონ ძეთა აარონისთა მღდელთა სისხლი და მოღუარონ სისხლი საკურთხეველსა ზედა გარემო კართა თანა კარვისა საწამებლისათა.
 
 
   და ტყავისა განმჴდელთა ყოვლად დასაწუველისათა ასოეულ-ყონ იგი ასოეულად.
 
 
   და დადვან ძეთა აჰრონისათა მღდელთა ცეცხლი საკურთხეველსა ზედა და დააწყვნენ შეშანი ცეცხლსა ზედა.
 
 
   და დასხნენ ძეთა აჰრონისათა მღდელთა ორგანკუეთილებანი იგი და თავი და ცრემლი შეშათა ზედა ცეცხლისზედათა საკურთხეველ[სა ზედა].