უკუეთუ სულმან ცოდოს და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესრეთ წამოს (ანუ ესმა, ანუ თანა-უწყოდა), უკუეთუ არა აუწყა, მოიღოს ცოდვაჲ.
სული, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა, ანუ მძორსა, ანუ ნამჴეცავსა, ანუ არაწმიდასა, ანუ მძორთაგანსა საძაგელთა არაწმიდათასა, ანუ მძორსა ქუეწარმავალისა არაწმიდისასა და დაჰვიწყდა მას და იგი და შეიგინა და ცოდა,
ანუ შეეხოს არაწმიდებისაგან კაცისა, ანუ ყოვლისა Page of ms. Ga: 11r არაწმიდებისაგან მისისა, რომლისაცა შეხებული შეიგინა, და დაჰვიწყდა მას, ხოლო ამის შემდგომად მოეჴსენა და ცოდა,
სულმან უკუეთუ ფუცოს, განმაჩინებელმან ბაგითა, ბოროტის ყოფად ყოველთაებრ, რომელთა განაჩენს კაცი ფიცითა, და დაეფაროს მას თუალთაგან, და ესრეთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე ამათგანი,
და აღიაროს ცოდვაჲ, რომლისათჳს ცოდა, მის ცოდვისაებრ,
და მოჰგუაროს მათთჳს, რომელი ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, ანუ წალი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა, და მიეტეოს მას ცოდვაჲ.
ხოლო უკუეთუ ვერ შემძლებელ იყოს ჴელი მის კმა-ყოფად ცხოვრისა, მოჰგუარნეს ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი უფალსა: ერთი ცოდ\ვისათჳს Page of ms. Ga: 11v და ერთი ყოვლად დასაწუველად.
და მიიყვანის იგინი მღდელისა და შეწიროს მღდელმან ცოდვისაჲ იგი პირველად და მოჰკუეთოს მღდელმან თავი მისი ქედითგან და არა განყოს.
და ასხუროს სისხლისაგან ცოდვისაჲსა კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა ზედა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
ხოლო მეორე ყოს ყოვლად დასაწუველად, ვითარცა ჯერ-არს, და ლხინება-ყოს ცოდვისა მისისათჳს მღდელმან, ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა და მიეტეოს მას.
ხოლო უკუეთუ ვერ პოოს ჴელმან მისმან უღლეული გურიტთაჲ ანუ ორნი მართუენი ტრედისანი, და შესწიროს ძღუენი შენი მისთჳს, რომელ სცოდე, მეათე\დი Page of ms. Ga: 12r სათოელისაჲ სამინდოჲ ცოდვისათჳს, არა დაასხა მას ზედა ზეთი, არცა დასდვა მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისათჳს არს.
და მიიღო იგი მღდელისა და იმჭელოს მღდელმან მისგან სავსე მჭელი მისი, და მოსაჴსენებლად მისსა დასდვას საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწუველთა უფლისათასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
და ლხინება ყოს მისთჳს მრდელმან ცოდვისა მისისათჳს, რომელი ცოდა, ერთითა რაჲთმე ამათგანითა, და მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა, ცითარცა მსხუერპლი სამინდოჲსაჲ.
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:
სულსა, რომელსა დაჰვიწყდეს მას დავიწყებაჲ და Page of ms. Ga: 12v ცოდოს უნებლიეთ წმიდათაგან უფლისათა, და მოჰგუაროს ცოდვისა მისისათჳს უფალსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლისა ვეცხლისა სიკლისაჲთა სიკლითა წმიდითა, რმლისათჳს ცოდა.
და რომელი ცოდა წმიდათაგან, უკუნ-ზღოს და ნახუთალი შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან ვერძითა მის ცოდვისაჲთა და მიეტეოს მას.
და სულმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი ყოველთაგან მცნებათა უფლისათა, რომლისაჲ არა ჯერ არს ქმნაჲ, და ვერ ცნას და ცოდოს და დაეფაროს ცოდვაჲ მისი,
და მოიყვანოს ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ბრალისათჳს მღდელისა მიმართ; და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან უმეცრებისა მისისათჳს, რომელსა უმეცარ იქმნა და მან არა უწყოდა, და მიეტეოს მას,
რამეთუ ცოდა ცოდვაჲ ცოდვად წინაშე უფლისა.
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:
სულმან უკუეთუ ცოდოს და უგულებელს-ყოფით უგულებელს-ყვნეს მცნებანი უფლისანი და ტყუოს მოყუსისა მიმართ ვედრისათჳს, ანუ ზიარებისათჳს ანუ ნატაცებისათჳს, გინა ჰმძლავრა რაიმე მოყუასსა,
ანუ პოვა წარწყმედული და ტყუვა მისთჳს და ფუცა ნაცილად ერთისათჳს ყოველთაგან, რომელიცა ყო კაცმან ვიდრე ცოდვადმდე ამათ შინა,
და იყოს, რაჟამს ცოდოს და ქმნას ბრალი Page of ms. Ga: 13r და უკუნ-სცეს ნატაცები, რომელი იტაცა, ანუ მონახუეჭი, რომელი მოიხუეჭა, ანუ ვედრა, რომელი დაევედრა მას, ანუ წარნაწყმედი, რომელიცა-რაჲ პოვა,
ყოვლისაგანვე საჴმარისა, რომლისათჳს ფუცა მისთჳს უსამართლოდ, და ზღოს იგი თავად[ი] და ხუთეული მისი შესძინოს მას ზედა. ვისიცა იყოს, მას უკუნ სცეს, რომელსაცა დღესა ემხილოს.
და ბრალისა მისისათჳს მოჰგუაროს უფალსა ვერძი ცხოვართაგან უბიწოჲ სასყიდლის, რომლისათჳს ცოდა.
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან წინაშე უფლისა და მიეტეოს მას ერთისათჳს ყოველთაგან, რომელ ქმნა და ცოდა მას შინა.