და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:
ამცენ აარონს და ძეთა მისთა, მეტყუელმან: ესე არს შჯული შემდგომად დასაწუველობისაჲ: ესე ყოვლად დაწუვაჲ დაწუვასა მისსა ზედა საკურთხეველსა ზედა ღამე ყოველ ვიდრე განთიადამდე არა დაშრტეს, და ცეცხლი საკურთხეველისაჲ ეგზებოდის მას ზედა.
და შეიმოსოს მღდელმან სამოსელი სელისაჲ და საწჳვენი სელისანი შეიმოსნეს გარემოჲს სხეულსა თჳსსა და აღიღოს ნაყოფებაჲ იგი, რომელიცა განლია ცეცხლმან, ყოვლად დასაწუველი იგი, საკურთხეველისაგან და დავას იგი მახლობელად საკურთხეველისა.
და განიძარცოს შესამოსელი მისი და შეიმოსოს შესამოსელი სხუაჲ და Page of ms. Ga: 13v განიღოს ნაყოფებაჲ იგი გარეშე ბანაკსა ადგილსა წმიდასა.
და ცეცხლი საკურთხეველისზედაჲ ეგზებოდის მას ზედა და არა დაშრტეს და დაწუას მას ზედა მღდელმან შეშაჲ განთიად-განთიად და დაზჳნოს მას ზედა ყოვლად დასაწუველი და დაჰზავოს ცმელი მაცხოვარებისაჲ.
და ცეცხლი სამარადისოდ ეგზებოდის საკურთხეველსა ზედა და არა დაშრტეს.
ესე არს შჯული მსხუერპლისაჲ, რომელი უბრძანა იგი ძეთა აარონისთა მღდელთა წინაშე უფლისა პირისპირ საკურთხეველისა.
და აღიღოს მუნით მჭელთა სამინდოჲსაგან მსხუერპლისა ზეთისა თანა მისისა, და ყოვლისა თანა გუნდრუკისა მისისა, რომელნი არიან მსხუერპლსა ზედა, და შესწიროს საკურთხეველსა ზედა ნაყოფებად სულად სულნელებისად მოსაჴსენებელად მისსა უფალსა.
ხოლო ნეშტი მისგანი შეჭამოს აარონ და ძეთა მისთა; უცომონი შეიჭამნენე ადგილსა წმიდასა, ეზოსა შინა კარვისა საწამებლისასა შეჭამონ იგი.
არა შეეხოს ცომოანი; ნაწილად მივეც იგი მათ სანაყოფეთაგან უფლისათა: წმიდა წმიდათა არს, ვითარცა ცოდვისაჲ და ვითარცა ბრალისაჲ იგი.
ყოველი წული მღდელთაჲ ჭამდეს მას: შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შინა თქუენსა სანაყოფეთაგან უფლისათა; ყოველი, რომელიცა შეეხოს მას, განწმდეს.
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყუელი:
ესე არს ძღუენი აარ\ონისი Page of ms. Ga: 14r და ძეთა მისთაჲ, რომელი შესწირონ უფალსა დღესა, რომელსა სცხო მას: მეათე სათოელისაჲ სიმინდოჲ -- მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მიმწუხრი.
ტაფაკსა ზედა ზეთითა შესუარული შეიქმნას და შეეწიროს გამოქუცნვილი, მსხუერპლი განატეხთაჲ, მსხუერპლად სულად სულნელებისად უფალსა.
მღდელმან ცხებულად ნაცვალად მისსა ძეთა თჳსთაგან ყოს იგი, შჯულად საუკუნოდ უფალსა ყოვლითურთ შეისრულოს იგი.
და ყოველი მსხუერპლი მღდელისაჲ ყოვლად დასაწუველი იყოს და არა იჭამოს.
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:
ეტყოდე აარონს და ძეთა მისთა, მეტყუელი: ესე შჯული არს ცოდვისაჲ: ადგილსა, რომელსა Page of ms. Ga: 14v დაჰკლვენ ყოვლად დასაწუველთა, დაჰკლვიდენ ცოდვისასაცა წინაშე უფლისა, რამეთუ წმიდა წმიდათა არს.
მღდელმან შემწირველმან მისმან ჭამოს იგი; ადგილსა წმიდასა იჭამოს, ეზოსა შინა კარვისა საწამებლისასა.
ყოველი, რომელი შეეხოს ჴორცსა მისსა, განწმდეს, და რომელსა ესხუაროს სისხლისაგან მისისა სამოსელსა ზედა, რომელსაცა ესხუროს მას ზედა, განირცხას ადგილსა წმიდასა.
და ჭურჭელი კეცისაჲ, რომლითაცა შეგბეს იგი, დაიმუსროს. ხოლო უკუეთუ ჭურჭლითა კეცისაჲთა შეგბეს, მოწმიდოს იგი და წყლითა განრცხან.
ყოველი წული მღდელთაჲ ჭამდეს მათ: წმიდა წმიდათა არს უფლისა.
და ყოველნი ცოდვისა ძლითნი, რომელთაჲცა შეიღონ სისხლისაგან მათისა კარავსა შინა წამებისასა ლხინების-ყოფად წმიდასა შინა, არა იჭამნენ, ცეცხლითა დაიწუნენ.