TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 15
Previous part

Chapter: 15  
თავი XV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და თქუა უფალმან მოსეს და აარონის მიმართ, მეტყუელმან:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
ეტყოდეთ ძეთა ისრაელისათა და არქუ მათ: მამაკაცსა, რომელსა შეჰხუდეს დინებაჲ ჴორც\თაგან Page of ms. Ga: 43r   მისთა, დინებაჲ მისი არაწმიდა არს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ესე არს შჯული არაწმიდებისა მისისაჲ, რომელსა სდიოდის თესლი ჴორცთაგან მისთა, დინებისაგან, რომელი შეექმნა ჴორცთა მისთა დინებისა მის მიერ, არაწმიდებაჲ მისი იყოს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ყოველი სარეცელი, Page of ms. Ga: 43v   რომელსაცა დაწვეს მას ზედა თესლმდინარე იგი, არაწმიდა არს და ყოველი ჭურჭელი, რომელსაცა დაჯდეს მას ზედა თესლმდინარე, არაწმიდა არს.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და კაცი უკუეთუ შეეხოს სარეცელსა მისსა, განირცხას სამოსელი თჳსი და დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს მწურამდე.

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და რომელი დაჯდეს ჭურჭელსა ზედა, რომელსა მჯდომარე იყოს თესლმდინარე იგი, განირცხას სამოსელი თჳსი და დაიბანოს ტანი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრამდე.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და რომელი შეეხოს თესლმდინარესა, განირცხას სამოსელი თჳსი და დაიბანოს ტანი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ჰნრეწვოს თესლმდინარემან მან წმიდასა ვისმე, განირცხას სამოსელი მისი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ყოველი უნაგირი, რომელსაცა დაჯდეს მას ზედა თესლმდინარე, არაწმიდა იყოს.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ყოველი, რომელი შეეხოს ყოველთა, რაოდენი რაჲ იყვნენ ქუეშე მისსა არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრამდე. და რომელმან აღიხუნეს იგინი განირცხას სამოსელი თჳსი და დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრამდე.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
იგი რაოდენადცა შეეხოხო თესლმდინარე იგი და ჴელნი მისნი არა დაიბანნა წყლითა, განირცხას სამოსელი თჳსი და ტანი მისი დაიბანნა წყლითა, განირცხას სამოსელი თჳსი და ტანი მისი დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ჭურჭელსა კეცისასა, რომელსა შეეხოს თესლმცენარე შეიმუსროს და ჭურჭელი ძელისაჲ და განირცხას წყლითა და წმიდა იყოს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ განწმდეს თესლმდინარე იგი დინებისაგან მისისა და აღირაცხნენ მის ზედა შჳდნი დღენი განწმედასა მისსა და განირცხას სამოსელი მისი და დაიბანოს ტანი მისი წყლითა ცხოველითა Page of ms. Ga: 44r   და წმიდა იყოს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და დღესა მერვესა მოიხუნეს თავისა თჳსისად ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოიხუნეს იგი[ნი] წინაშე უფლისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა და მისცნეს იგინი მღდელსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ყვნეს იგინი მღდელმან ერთი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად დასაწუველად და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან წინაშე უფლისა დინებისაგან მისისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და კაცისა, რომლისაგან გამოჴდეს მისგან საწოლი თესლისაჲ დაიბანოს წყლითა ყოველი ტანი მისი და არწმიდა იყოს ვიდრე მწუხრამდე.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ყოველი სამოსელი და ყოველი ტყავი, რომელსა ზედა იყო საწოლი თესლისაჲ მას ზედა, განჰრცხათ წყლითა და არწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ცოლი, უკუეთუ დაწვეს ქმარი ამას-თანა საწოლითა თესლითაჲთა, დაიბანენ წყლითა და არაწმიდა იყავნ მწუხრამდე.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და დედაკაცი თუ ვინმე იყოს წიდოვნებასა მისსა და იყოს დიენებაჲ მისი ჴორც\თა Page of ms. Ga: 45r   შინა მისთა შჳდთა დღეთა იყოს წიდოვნებასა შინა მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და ყოველსა, რომელსაცა ზედა დაჯდეს მას ზედა, არაწმიდა იყოს.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და ყოველი, რომელი შეეხოს სარეცელსა მისსა, განრცხას სამოსელი თჳსი და დაიბანოს ტანი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ყოველი, რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს იგი მას ზედა განირცხას სამოსელი თჳსი და დაიბანოს ტანი თჳსი წყლითა და არაწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
(აკლია)

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ვინმე დაწოლით დაწვეს მის თანა და იქმნეს არაწმიდებაჲ მისი მას ზედა, არაწმიდა იყოს შჳდ დღე და ყოველი Page of ms. Ga: 45v   სარეცელი, რომელსა ზედა დაწვეს მას ზედა, არაწმიდა იყოს.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და დედაკაცსა თუ სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ მრავალთა დღეთა არა ჟამსა წიდოვნებისასა მისისასა, უკუეთუ შემდგომად წიდოვნებისა მისისა სდიოდის, ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, იყვნენ არაწმიდა.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ყოველი სარეცელი, რომელსაცა ზედა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა, სარეცლისაებრ წიდოვნებისა მისისა იყოს იგი. და ყოველი ჭურჭელი, რომელსაცა დაჯდეს მას ზედა, არაწმიდა იყოს არაწმიდებისაებრ წიდოვნებისა მისისა.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ყოველი შეხებული მისი არაწმიდა იყოს და განირცხას სამოსელი და დაიბანოს ტანი მისი წყლითა და არწმიდა იყოს მწუხრამდე.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
მისისა, აღრაცხნეს მან შჳდნი დღენი და ამისსა შემდგომად განწმიდნეს,

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და დღესა მერვესა მოიხუნეს მან ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი მტრედთანი და მიიყუანეს მართუენი იგინი მღდელისა თანა კარსა კარვისა საწამებლისასა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ყოს მღდელმან ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად დასაწუველად და ლხინება-ყოს მისთჳს მღ\დელმან Page of ms. Ga: 46r   წინაშე უფლისა დინებისაგან არაწმიდებისა მისისა.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მოშიშ-ქმნენით ძენი ისრაელისანი არაწმიდებათაგან მათდა და არა მოკუდენ არაწმიდებისათჳს მათისა შეგინებად მათ მიერ კარავი ჩემი მათ-შორისი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
ესე არს შჯული თესლმდინარეთაჲ და უკუეთუ ვისიმე გამოჴდეს მისგან საწოლი თესლისაჲ ვიდრე შეგინებამდე მით.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
და სისხლმდინარისაჲ წიდოვნებასა შინა მისსა და თესლმცენარისაჲ დინებასა შინა მისსა, წულისა ანუ მდედრისაჲ, და მამაკაცისაჲ, რომელი დაწვეს წიდოვნისა თანა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.