TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 22
Previous part

Chapter: 22  
თავი XXII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   მერმე ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არქუ აარონს და ძეთა მისთა და ეკრძალნენ წმიდათაგან ძეთა ისრაელისათაჲსა და არა შეაგინოს სახელი წმიდაჲ ჩემი და რაოდენთა განმიწმედენ მე. მე ვარ უფალი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
არქუ მათ: ნათესავთა შორის თქუენთა ყოველი კაცი, რომელიცა მოვიდეს ყოვლისაგან თესლისა თქუენისა წმიდათა მომართ, რაოდენთა-რათ განუწმიდენ ძენი ისრაელისანი უფალსა, და არაწმიდებაჲ მისი მის თანა იყოს, მოისპოს სული იგი ჩემგან. მე ვარ უფალი.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და კაცი, რომელი იყოს თესლისაგან აარონ მღდელისა, და ესე კეთროან ანუ თესლმცენარე იყოს წმიდათაგანი, არა ჭამოს ვიდრე არა განწმდეს. და რომელი შეეხოს Page of ms. Ga: 65v   ყოველსა არაწმიდებასა სულისასა ანუ კაცსა, რომლისაგან გამოჴდეს მისგან საწოლი თესლისაჲ,

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
ანუ რომელიცა შეეხოს ყოველსა ქუეწარმავალსა არაწმიდასა, რომელი შეაგინებს მას, ანუ კაცსა, რომელი შეაგინებს მას, ანუ კაცსა, რომელი შეაგინებდეს მას ყოვლისაებრ არაწმიდებისა მისისა,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
სული, რომელსაცა რაჲ შეეხოს მას, არაწმიდა არს ვიდრე მწუხრამდე, არა ჭამოს წმიდათაგან, არა თუ დაიბანოს ტანი მისი წყლითა.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და დაჰჴდეს მზე და წმიდა იყოს და მაშინ ჭამოს წმიდათაგან, რამეთუ პური მისი არს.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
მძორი და ნამჴეცავი არა ჭამოს შეგინებად მისსა მათგან. მე ვარ უფალი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და დაიცვნენ დასაცავნი, რაჲთა არა მოიღონ მათძლითი ცოდვაჲ და მოკუდენ მათთჳს. მე ვარ უფალი, წმიდამყოფელი მათი.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და ყოველი სხუა ნათესავი არა ჭამდეს წმიდათა. მსხემი მღდელისაჲ ანუ მორეწე არა ჭამდეს წმიდათა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ მღდელმან მოიგოს სული მოსაგებელითა ვერცხლისაჲთა, ესე ჭამდეს პურთა მისთა. და სახლისწულნი მისნი და იგინიცა ჭამდენ პურთა მისთა.

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და ასული კაცისა მღ\დელისაჲ Page of ms. Ga: 66r   უუეთუ შეერთოს ქმარსა სხუანათესავსა, ესე დასაბამთაგან წმიდათა არა ჭამდეს.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და ასული მღდელისაჲ უკუეთუ იქმნეს ქურივ ანუ განდევნილ, ხოლო თესლი არა ესუას მას, მოიქცეს სახლისავე მამულისა თჳსისა, მსგავსად სიჭაბუკისა მისისა. პურთაგან მამისა მისისათა ჭამდეს მათგან. ხოლო ყოველმან უცხომან არა ჭამოს მათგანი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და კაცმან, რომელმან ჭამნეს წმიდანი უმეცრებით, შესძინოს ხუთი წილი მისი მას ზედა და მისცეს მღდელსა წმიდაჲ.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და არა შეაგინნეს წმიდანი ძეთა ისრაელისათანი, რომელთა იგინი შესწირვენ უფალსა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და მოაწიონ მათ ზედა უსჯულოებაჲ ბრალისაჲ ჭამათა მათგან სიწმიდეთა მათთაჲთა, რამეთუ მე ვარ უფალი, განწმედილი მათი.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა უფალი მოსესა და ჰრქუა:

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
არქუ აარონ და ძეთა მისთა და ყოველსა შესაკრებელსა ისრაელისასა და თქუ მათდა მიმართ: კაცმან, კაცმან ძეთაგან ისრაელისათა ანუ მწირთაგანმან, მოსრულთამან ისრაელისა მომართ, რომელმან მოიღოს ძღუენი მისი ყოვლისაებრ აღსაარებისა მათისა, რაოდენი-რაჲ შესწირონ უფალსა ყოვლად დასაწუველად,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
მითუალულად თქუენდა ვერძნი უბიწონი სამროწლისაგან და ცხოვართაგან და თხათაგან.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ყოველსა, რომელსა აქუნდეს ბიწი მის შორის, არა შესწირონ უფალსა, ამისთჳს რამეთუ არა მისათუა\ლველ Page of ms. Ga: 66v   არს თქუენგან.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და კაცმან, რომელმან მოიხუნეს ძღუენი მისნი ყოვლისაებრ აღრჩევისა მისისა მსხუერპლად მაცხოვრებისად უფლისა, განმჩინებელმან აღთქუმისამან ანუ მსგავსად აღრჩევისა ანუ დღესასწაულთა შინა თქუენთა სამროწლეთაგან ანუ ცხოვართაგან, უბიწოჲ იყოს მისათუალველად. ყოველი ბიწი არა იყოს მის თანა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
ბრმაჲ ანუ შემუსრვილი ანუ ენაკუეთილი ანუ ზმურდლიანი ანუ მღიერიანი ანუ მეფხანიანი არა მოიყვანნეთ ესენი ღმრთისა და სანაყოფედ არა მისცეთ მათგანი საკურთხეველსა ზედა უფალსა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ზუარაკი ანუ ცხოვარი, ყურდაკუეთილი ანუ მოკლეკუდი, საკლველებ-\ჰყვნე Page of ms. Ga: 67r   იგინი თავისა შენისა, ხოლო აღთქუმად შენდა არა შეწყნარებულ იქმნენ.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
გამოდუჟიანი, ტეხილი და შეჭყლემული და გამოკუეთილი და გამონატაცები არა მოჰგუარენით ესენი უფალსა და ქვეყანასა ზედა არა ჰყოთ.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ჴელითა სხუანათესავისაჲთა არა შესწირნეთ ძღუენნი ღმრთისა თქუენისანი ამათ ყოველთაგან, რამეთუ ხრწნილებანი არიან მათ შორის, არა შეწყნარებულ-იქმნენ ესენი თქუენგან.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, ემტყუელი:

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
ჴბოჲ ანუ ცხოვარი ანუ თხაჲ, ვითარცა იშვას, და იყოს შჳდ დღე დედასა ქუეშე მისსა, ხოლო დღესა მერვესა და წამართ შეწყნარებულ იქმნეს ძღუნად სანაყოფედ უფლისა.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ჴბოჲ და სამწყსოჲსაგან Page of ms. Ga: 67v   ცხოვარი იგი და შვილი მისი არა დაჰკლნეთ დღესა შინა ერთსა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ამხუერპლებთ მსხუერპლსა აღნათქუემსა მხიარულებისასა უფალსა, მისათუალველად თქუენდა ამსხუერპლეთ მას.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
მასვე დღესა შეიჭამოს და არა დაშთეს ჴორცთაგანი განთიადამდე. მე ვარ უფალი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და მცნებანი ჩემნი დაიმარხენით და ყვენით იგინი. მე ვარ უფალი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და არა შეაგინოთ სახელი წმიდისაჲ და წმიდა ვიქმნე შორის ძეთა ისრაელისათა. მე ვარ უფალი, წმიდამყოფელი თქუენი,

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთა ვიყო თქუენდა ღმერთ, მე უფალი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.