TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 30
Previous part

Chapter: 3  
თავი III


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ესე ქმნანი ოთხნი აარონის და მოსესნი დღესა, რომელსა ეტყოდა ღმერთი მოსეს მთასა ზედა სინასა,

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და ესე სახელები ძეთა აარონისთაჲ: პირმშოჲ ნაბად და აბიუდ და ელიაზარ და ითამარ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ესე არს სახელები ძეთა აარონისთაჲ, მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იქმნნეს ჴელნი მათნი მღდელობად.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აღესრულნეს ნადაბ და აბიუდ წინაშე უფლისა, მო-რაჲ-აქუნდა მათ ცეცხლი უცხოჲ უდაბნოსა სინასა, და შვილნი არა იყვნეს მათდა, და აჰა მღდელობდეს ელიაზარ და ითამარ აარონის თანა, მამისა მათისა.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა Page of ms. Ga: 93r   უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოიყვანე ტომი ლევისი და დაადგინე იგი წინაშე აარონ მღდელისა და ჰმსახურებდენ მას

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და სცვიდენ საცავთა მისთა და საცავთა ძეთა ისრაელისათა წინაშე კარავსა საწამებლისასა საქმედ ყოველთა საქმეთა კარვისათა,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და სცვიდენ ყოველთა ჭურჭელთა კარვისა საწამებლისათა და საცავთა ძეთა ისრაელისათასა ყოველთაებრ საქმეთა კარვისათა.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მისცნე ლევიტელნი აარ\ონს, Page of ms. Gb: 38r  ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მღდელთა; საცემელ მოცემულ ესენი არიან ჩემდა ძეთაგან ისრაელისათა;

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არონ და ძენი მისნი დაადგინნე კარავსა ზედა წამებისასა და სცვიდენ მღდელობასა მათსა და ყოველთა ბომონისთა და შინაგანთა კრეტსაბმელისათა; და სხუა ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
აჰა, მე მივიყვანენ ლევიტელნი შორის ძეთა ისრაელისათა ნაცვალად ყოვლისა პირმშოჲსა. რომელმან განაღოს საშოჲ ძეთა შორის ისრაელისათა, საჴსარ მათდა იყვნენ ჩემდა ლევიტელნი,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ; დღესა, რომელსა დავეც ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა, წმიდა ვყავ ჩემდა ყოველი პირმშოჲ ისრაელსა შორის კაცითგან მიპირუტყუამდე. ჩემნი იყვნენ, მე ვარ უფალი.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ უდაბნოსა სინაჲსასა, მეტყუელი:

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
აღიხილნეთ ძენი ლევისნი და სახლნი ტომთა მათთანი ერობისაებრ მათისა, თანამონათესავეობისაებრ მათისა: ყოველი წული, თჳთგან და წამართ, აღრიცხუენ იგინი.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
და აღრიცხუნეს იგინი მოსე და აარონ ჴმითა უფლისაჲთა, ვითარ სახედ ურძანა მათ უფალმან.

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
და იყვნეს ესენი, ძენი ლევისნი, სახელებისაებრ მათისა: გედეონ, კაათ, მერარი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და ესე სახელები ძეთა გეთსონისთაჲ და ტომთა მათთაჲ და ერობისა მისისაჲ: ლობენი და სემეი.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: აბრამ და ისაარ, ქებრონ და Page of ms. Gb: 38v  ოზიილ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ძენი მერარისნი და ტომნი მათნი: მოოლი და ომუსი. ესე არიან ერნი ლევიტელთანი და სახლთაებრნი ტომობანი მათნი.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
გეთსონს: ერი ლობენისი და ერი სემეისი -- ესე ერნი გეთსონისნი.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და აღხილვაჲ მათი რიცხუეულად ყოვლისა წულისაჲ, თჳთგანისაჲ და წამართ, რიცხჳ მათი შჳდგზის ათასეულნი და ხუთასნი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და ძეთა გეთსონისთა უკუანაჲთ კარვისა დაიბანაკონ ზღჳთ კერძო,

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
და მთავარი სახლისა ტომობისა ერისა გეთსონისი ელისაფ, ძე დანილისი.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და საჴუმილავი ძეთა გეთსონისთაჲ კარავსა შინა წამებისასა, Page of ms. Ga: 94v   კარავი და საბურველი მისი დასაბურველი ბჭისა ეზოჲსა წამებისაჲ,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და სუეტნი ეზოჲსნი და კრეტსაბმელი ბჭისა კარვისაჲ, მყოფისაჲ კარავსა ზედა და ნეშტნი ყოველთა საქმეთა მათთანი.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
კაათისსა: ერ აბრამ ერთ და ერ ისსაარ ერთ და ერ ქებრონ ერთ და ერ ოზიილ ერთ -- ესე არიან ერნი კაათისნი.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
რიცხუელად ყოველი წული, თჳთგან და წამართ, რვა ათასეულ და ექუსასნი, მჴუმილველნი ჴუმილვასა წმიდათასა.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
ერთა ძეთა კაათისთანა დაიბანაკონ მგუარდლ კარვისა, სამხრით კერძო,

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და მთავარი სახლისა ტომთა ერისა კაათისთაჲ ელისაფან, ძე ოზილისი.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
და საჴუმილავი მათი: კიდობანი და ტრაპეზი და სასანთლე და საკურთხეველნი და ჭურჭელნი წმიდისანი, რაოდენნი ჰმსახურებენ მას შინა, და დასაბურველი და ყოველნი საქმენი მათნი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
და მთავარნი მთავართაზედაჲ ლევიტელთაჲ ელეაზარ, ძე აარონის მღდელისაჲ, დადგინებული ჴუმილვად საჴუმილავთა წმიდათასა.

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
მერარისა: ერ ომოლი და ერ ომუსი -- და ესე არიან ერნი მერარისნი.

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
აღხილვაჲ მათი რიცხუეულად ყოველი წული, თჳთგან და წამართ, ექუსგზის ათასეულნი და ერგასისნი.

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
და მთავარი ტომთა სახლისა ერისა მერარისთაჲ სურიილ, ძე აბიქესი, მგუარდლ კარვისა დაიბანაკონ ჩრდილოჲთ კერძო.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
მოსახილავი საჴ\უმილავისა Page of ms. Ga: 95r   ძეთა მერარისთა: სუეტის თავნი კარვისანი და მოლოქნნი მისნი და სუეტნი მისნი და ხარისხნი მისნი და ყოველნი ჭურჭელნი მათნი და საქმენი მათნი,

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
და სუეტნი ეზოჲსანი გარემოჲს და ხარისხნი მათნი და მამანი მათნი და საბელნი მათნი.

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
და დამბანაკებელნი პირისპირ კარავსა წამებისასა, აღმოსავლით კერძო, მოსე და აარონ და ძენი მისნი, მჴუმილველნი საჴუმილავთა წმიდისათა საჴუმილავთა შინა ძეთა ისრაელისათასა: და სხუა ნათესავი, რომელი მიეხოს, მოკუდეს.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
ყოველი აღხილვაჲ ლევიტელთაჲ, რომელნი აღიხილნეს მოსე და აარონ ჴმითა უფლისაჲთა ერობათაებრ მათთა, ყოველი წული, თჳთგან და წამართ, ორ და ოც ათასეულნი.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან მოსეს მი\მართ: Page of ms. Gb: 39r  აღიხილე ყოველი პირმშოჲ წული ძეთა ისრაელისათა[ჲ], თჳთგან და წამართ, და მიიღე რიცხჳ მათი სახელდებით,

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანენ ლევიტელნი ჩემთჳს, მე ვარ უფალი, ნაცვალად ყოველთა პირმშოთა ძეთა ისრაელისათაჲსა, და პირუტყუნი ლევიტელთანი -- ნაცვალად ყოველთა პირმშოთა პირუტყუთა შორის ძეთა ისრაელისათაჲსა.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
და აღიხილა მოსე, რომლითა სახითა ამცნო უფალმან მას, ყოველი პირმშოჲ ძეთა შორის ისრაელისათა.

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
და იყვნეს ყოველნი პირმშონი წულნი რიცხუეულად სახელისდებით მათით, თთჳთგან და წამართ, და აღხილვისაგან მათისა ორ და ოც ათასეულ ორასსამეოცდაათსამმეტ.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
და თქუა უფალმან მოსეს მიმართ, მეტყუელმან:

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
მოიყვანენ ლევიტელნი ნაცვალად ყოველთა პირმშოთა ძეთა ისრაელისათაჲსა და პირუტყუნი ლევიტელთანი ნაცვალად ყოველთა პირმშოთა პირუტყუთა შორის ძეთა ისრაელისათაჲსა, და იყვნენ ჩემდა ლევიტელნი, მე ვარ უფალი.

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
და საჴსრისა მყოფელმან ორასსამეოცდაათცამეტთამან, რომელნი ჰმატან ლევიტელთა პირმშოთაგან ძეთა ისრაელისათაჲსა,

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
მიიხუნე ხუთნი სიკლანი თავად-თავადისაგან დიდრაქმისაებრ წმიდისა, მიიხუნე ოცი დანგი სიკლაჲ,

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
და მისცე ვეცხლი იგი აარონს და ძეთა მისთა საჴსარი დამეტებულთა მათთაჲ.

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი დამეტებულთაჲ გამოსაჴსრად ლევიტელთა,

Verse: 50   Link to mcat Link to sept   
პირმშოთაგან ძეთა ისრაელისათაჲსა მოიღო ვეცხლი ხუთი და სამეოცი და სამასი და ათასი სიკლაჲ სიკლისა მისებრ წმიდისა,

Verse: 51   Link to mcat Link to sept   
და მისცა მო\სე Page of ms. Ga: 95v   ვეცხლი საჴსარი დამეტებულთაჲ აარონს და ძეთა მისთა ჴმითა უფლისაჲთა, რომლითა სახითა უბრძანა უფალმან მოსეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.