TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 35
Previous part

Chapter: 8  
თავი VIII


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და თქუა უფალმან მოსეს მიმართ, მეტყუელმან:

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არქუ აარონს და თქუ მისსა მიმართ: რაჟამს ზედა დასდგმიდე ბაზმაკთა ერთ კერძო, წინაშე პირსა საბაზმაკისასა, ნათ\ობდენ Page of ms. Gb: 48r  შჳდნი ბაზმაკნი.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ქმნა ეგრეთ აარონ: ერთისა კერძოჲსაგან, წინაშე პირსა საბაზმაკისასა, აღანთნა ბაზმაკნი მისნი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ესე არს შემზადებაჲ საბაზმაკისაჲ: მყარი ოქროჲ, ჴერი მისი და შროშანნი მისნი მყარი ყოვლად; სახისა მისებრ, რომელი უჩუენა უფალმან მოსეს, ეგრეთ ქმნა საბაზმაკე.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
მოიყვანენ ლევიტელნი შორისისაგან ძეთა ისრაელისაჲთა და უბი\წო-ყვენ Page of ms. Ga: 117r   იგინი,

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ესრეთ უყავ მათ უბიწო-ყოფაჲ მათი: გარემო აპკურო მათ წყალი უბიწო ქმნისაჲ და მოვიდეს საყუენელი ყოველთა ზედა ასოთა მათთა და განირცხან სამოსელი და წმიდა იყვნენ,

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და მოიბან ზუარაკი ერთი ზროხათაგან და ესე მსხუერპლი სამინდოჲ, აღსუარული ზე\თითა, Page of ms. Ga: 118r   და ზუარაკი წელიწდეული მოყვანებულ Page of ms. Gb: 48v  იქმენინ ცოდვისათჳს.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნე ლევიტელნი წინაშე კარვისა საწამებლისა და შეკრიბო ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაელისათაჲ,

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანნე ლევიტელნი წინაშე უფლისა და დაასხნენ ძეთა ისრაელისათა ჴელნი მათნი ლევიტელთა ზედა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და განაჩინნეს აარონ ლევიტელნი მიცემულად წინაშე უფლისა ძეთაგან ისრაელისათა და იყვნენ ვითარცა მოქმედნი საქმეთა უფლისათანი,

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
ხოლო ლევითელთა დაასხნენ ჴელნი თავებსა ზედა ზუარაკისათა; და ჰყო ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად-დასაწუველად უფლისა, ლხინებისათჳს მათისა,

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და დაადგინნე ლევიტელნი წინაშე უფლისა და წინაშე აარონისსა და წინაშე ძეთა მისთა და მისცნე იგინი მისაცემელად უფალსა,

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და განათჳსნე ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაელისათა და იყვნენ ჩემდა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და ამათსა შემდგომად შევიდენ ლევიტელნი საქმედ საქმეთა კარვისა წამებისათა და წმიდა ჰყვნე იგინი და მისცნე იგინი წინაშე უფლისა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მოსაცემელად მოცემულ არიან ესენი ჩემდა შორის ძეთაგან ისრაელისათა მოვიყვ\ანენ Page of ms. Ga: 118v   ესენი ჩემდად,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ ძეთაგან ისრაელისათა კაცთაჲთგან მისაცხოვართამდე; დღესა, რომელსა დავეც ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა ეგჳპტისასა, წმიდა ვყვენ იგინი ჩემდად,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
და მოიყვანენ ლევიტელნი ყოვლისა წილ პირმშოჲსა ძეთა ისრაელისათაჲსა

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და მივსცენ ლევიტელნი მისაცემელად მიცემულად აარონს და ძეთა მისთა შორისისაგან ძეთა ისრაელისაჲთა სამქმედ საქმეთა ძეთა ისრაელისათაჲსა კარავსა შინა წამებისასა და ლხინების ყოფად ძეთათჳს ისრაელისათა, და არა იყოს ძეთა შორის ისრაელისათა, რომელი მიეახლოს ძეთაგანი ისრაელისათაჲ წმიდათა მიმართ.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და უყვეს მოსე და აარონ და ყოველმან შესაკრებელმან ძეთა ისრაელისათამან ლევიტელთა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს. ეგრეთ უყვეს მათ ძეთა ისრაელისათა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და უბიწო იქმნნეს ლევიტელნი და განირცხნეს სამოსელნი მათნი, და მისცნა იგინი მისაცემელად წინაშე უფლისა აარონ და Page of ms. Gb: 49r  ლხინება ყო მათთჳს აარონ უბიწო ყოფად მათდა.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და ამისსა შემდგომად შევიდოდეს ლევიტელნი მსახურებად მსახურებისა მათისა კარავსა შინა წამებისასა წინაშე აარონისსა და წინაშე ძეთა მისთა. Page of ms. Ga: 119r   ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრეთ უყვეს მათ.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ, მეტყუელი:

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
ესე არს ლევიტელთა-ძლითი: ოცდახუთით წლითგან და წამართი შევიდოდის მსახურებად მსახურებასა საქმეთასა კარავსა შინა წამებისასა,

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
და ერგასის წლითგანი განეყენებოდის მსახურებისაგან და არღა მოქმედებდეს მერმე.

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
და ჰმსახურობდეს ძმაჲ მისი კარავსა შინა წამებისასა ცვასა საცავთასა, ხოლო საქმეთა არა იქმიდის; ესრეთ უყო ლევიტელთა საცავთა შინა მათთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.